Home » 2019 » March » 28 (page 2)

Daily Archives: March 28, 2019

McDonald’s-ი ხელოვნურ ინტელექტზე სპეციალიზებულ კომპანიას ყიდულობს

McDonald's-ი ხელოვნურ ინტელექტზე სპეციალიზებულ კომპანიას ყიდულობს

McDonald’s მისი ბიზნესისგან სრულიად დისტანცირებულ ბიზნესს ყიდულობს. საუბარია ისრაელურ კომპანია – Dynamic Yield-ზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე სპეციალიზდება. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. შესყიდვის მოცულობაზე ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა გამოცემა აცხადებს, რომ გარიგების ღირებულება, სავარაუდოდ, 300 მილიონ დოლარს აღემატება. ეს კი კომპანიის მხრიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შენაძენია. McDonald’s-ში აცხადებენ, რომ ისრაელური კომპანიის ტექნოლოგიას პერსონალური მენიუს შედგენისას გამოიყენებენ. ...

Read More »

ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ

ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ

ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იარონ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებს და ის ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებს. როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. “აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს არის გარდაუვალი პროცესი. ეს პროცესი ...

Read More »

„რეგულაციების ფონზე, სამშენებელო ბაზარზე მიწოდება შენელებულია, მაგრამ არა შეჩერებული“

„რეგულაციების ფონზე, სამშენებელო ბაზარზე მიწოდება შენელებულია, მაგრამ არა შეჩერებული“

სამშენებლო ბაზარი შეინარჩუნებს ჯანსაღ მდგომარეობას, თუმცა გრძელ ვადაში ფასები გაიზრდება, – ამის შესახებ სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე საუბრისას „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ საქართველოს პირველ არხის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა. გიორგი თხელიძის განმარტებით, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ახალი რეგულაციების ფონზე, სამშენებელო ბაზარზე მიწოდება შენელებულია, მაგრამ არა შეჩერებული. „ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული რეგულაციების მიუხედავად, მოსახლეობისგან მოთხოვნა იზრდება. ...

Read More »

2019 წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების ოდენობა 47%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების ოდენობა 47%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების შედეგად 2019 წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების ოდენობა 47%-ით შემცირდა. ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ მიერ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში. „ბინების რეალიზებული ფართობი 31%-ით გაიზარდა, რასაც იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეგულაციების მოლოდინმა შეუწყო ხელი. ხოლო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების ოდენობა 47%-ით შემცირდა, წინა წლის ...

Read More »

თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი „ვარდისფერი სივრცე“ გაიხსნება

 29 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისში“ (მის: მ.კოსტავას 14)  ონკოპაციენტების დახმარების ცენტრის „ვარდისფერი სივრცე“ პრეზენტაცია გაიმართება. „ვარდისფერი სივრცე“ ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს. პრეზენტაციას დაესწრებიან „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ წარმომადგენლები, მოწვეული პაციენტები და მხარდამჭერები. „ვარდისფერი სივრცე“  „ევროპა ...

Read More »

29 მარტს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“ დაფუძნდება

29 მარტს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“  დაფუძნდება

საქართველოში, ყოველწლიურად, 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო  დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე” აღინიშნება, რომლის მიზანს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ღონისძიება 11:00 საათზე, სასტუმრო  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  (მის: თელავის ქუჩა 20)  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ...

Read More »

CROSTY და ზაზა ფაჩულია ერთი გუნდია

CROSTY და ზაზა ფაჩულია ერთი გუნდია

NBA-ს ორგზის ჩემპიონი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდის პირველი ელჩი ხდება ეს გაზაფხული იმ ქართველებისთვის, ვინც საზღვრებსა და შეზღუდვებს არ ცნობს, საინტერესო პარტნიორობით იწყება. სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდი CROSTY მოხარულია, აცნობოს საზოგადოებას, რომ იწყებს თანამშრომლობას NBA-ს ორგზის ჩემპიონთან, ქართველ ზაზა ფაჩულიასთან, რაც ქართულ ბრენდს აშშ-ის ბაზარზე აგრესიულ შესვლაში დაეხმარება. ეს თანამშრომლობა CROSTY-ს და ზაზა ფაჩულიას წარმატებული წლების ლოგიკური გაგრძელება იყო, რომლის ...

Read More »

როგორი იქნება მწვანე ქალაქი ქობულეთში, რომლის მშენებლობაც 500 მლნ დაჯდება

როგორი იქნება მწვანე ქალაქი ქობულეთში, რომლის მშენებლობაც 500 მლნ დაჯდება

ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება. პროექტი ხორციელდება კომპანია „გრინ რეზორთის“ მიერ „ელ & ერ“ კომპანისთან პარტნიორობით, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და არა-ერთი ევროპული ინვესტიცია მოიზიდა. პროექტით გათვალისწინებული სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთს და აჭარის რეგიონს სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში სხვადსახვა ტიპის კვების ...

Read More »

კვლევა – რა ღირს უძრავი ქონება თბილისის სხვადასხვა უბნებში

კვლევა - რა ღირს უძრავი ქონება თბილისის სხვადასხვა უბნებში

თიბისი კაპიტალმა” საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ კვლევა განახორციელა, რომელიც 2018 წლის სრულ ანალიზს მოიცავს. კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე დეველოპერების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რომ სექტორის შესახებ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ. შესაბამისად, კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი. „კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 4.1 ...

Read More »

არეა ჯგუფი – უნიკალური სერვისები დეველოპერი კომპანიებისთვის

არეა ჯგუფი - უნიკალური სერვისები დეველოპერი კომპანიებისთვის

4-5 მაისს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი არეა ექსპო 2019-ს მასპინძლობს – უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა ერთ სივრცეში მოუყრის თავს საქართველოს დეველოპერ კომპანიებს და ინვესტორებს და მისცემს საშუალებას მომხმარებელს, ათეულობით მშენებარე პროექტიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი და მოსახერხებელი ბინა ან კომერციული ფართი. ღონისძიების ორგანიზატორი არეა ჯგუფია. კომპანია 2018 წელს ევროპის მარკეტინგული კონფედერაციის აკრედიტაციის მქონე მარკეტერების მიერ დაფუძნდა. მათი მისიაა, ხელი შეუწყოს ...

Read More »