Home » 2019 » March » 28

Daily Archives: March 28, 2019

გიორგი რამიშვილი – დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს

გიორგი რამიშვილი - დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს

„სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებლის და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის შეფასებით, “სილქნეტი” ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდება შეუძლია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „სილქნეტმა“ $200 მლნ ევროობლიგაციების გამოშვება განახორციელა. ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. „დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს „სილქნეტის“ არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს. ის ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – საქართველოში გაკოტრებისთვის განწირული სესხები აღარ გაიცემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოში გაკოტრებისთვის განწირული სესხები აღარ გაიცემა

ანალიტიკოსები პირველი კვარტლის მონაცემებს ელოდებიან და შეიძლება, საზოგადოებამ იმსჯელოს, რომელიმე სექტორისთვის სხვა ტიპის თამაშის წესების შემოღება ხომ არ იქნება უმჯობესი, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, თუ აღმოჩნდება, რომ რეგულაციები, რომელიმე სექტორის განვითარებისთვის ბარიერი გახდა, ამ რეგულაციებზე პასუხისმგებელი ადამიანები ციფრებს ადეკვატურად შეაფასებენ. „ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა განცხადება და ვიცი, რომ მათ ...

Read More »

გიორგი ლაბაძე – შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქციები მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით იქმნებოდეს

გიორგი ლაბაძე - შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქციები მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით იქმნებოდეს

საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარისა და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება, საპარლამენტო თანამდებობის არმქონე პირთა ანაზღაურებაზე – მაღალია. საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება შეადგენს 4 623.75 ლარს, ფრაქციის თავმჯდომარის – 5 468.75 ლარს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის – 4 738.75 ლარს. შესაბამისად, ჩანს, რომ ფრაქციის თავმჯდომარე, ამ შეფასებით, 845 ლარზე მეტს, ხოლო მისი მოადგილე – 115 ლარზე მეტ შემოსავალს იღებს. შესაბამისად, ვარაუდობთ, რომ ...

Read More »

საქართველოს საგარეო ვალი 17.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

საქართველოს საგარეო ვალი 17.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 47.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მშპ-ს 109.6 პროცენტია. 2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 616.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო – 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ...

Read More »

ზაფხულიდან Wizz Air-ი მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით იწყებს

ზაფხულიდან Wizz Air-ი მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით იწყებს

ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა მიენიჭა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს. უნგრული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელის და კრაკოვის მიმართულებით, შემდეგი განრიგით შეასრულებს: • ქუთაისი – გდანსკი – ქუთაისი – 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ...

Read More »

პირველად თბილისში, ჩინური კაზინო იხსნება

პირველად თბილისში, ჩინური კაზინო იხსნება

„კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბაზარზე კიდევ ერთი სამორინე შემოდის. სამორინე „ზანადუ“ თბილისის ზღვის ახალ ქალაქში „ჰოტელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და ის მოთამაშეებს ზაფხულში მიიღებს. როგორც „კომერსანტს“ სამორინე „ზანადუ“-ში განუცხადეს, ის ჩინური ბრენდია და საქართველოს ბაზარზე შემოსვლა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა. კაზინო ჯერ კადრების მოძიების პროცეშია, რის გამოც გახსნის ზუსტი თარიღი ვერ სახელდება. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ...

Read More »

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დაიწყო. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს უნდა შეადგენდეს, მაგრამ 150 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სააგენტოს თანადაფინანსება შესაძლებელია იყოს 50%-ზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ახალი უნდა იყოს. პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ...

Read More »

კახა კალაძე: ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან

კახა კალაძე: ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან

 “ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. “დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“, – განაცხადა კალაძემ. კახა კალაძე ტაქსის მძღოლებთან, რომლებიც ...

Read More »

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის პოსტი რომან ბოკერიამ დაიკავა. “კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და დარგი ძალიან პერსპექტიული და საინტერესოა, – განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ახალმა გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა. მისივე თქმით,მთავარი მიზანი კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა. „თვითონ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და დარგი ძალიან პერსპექტიული და საინტერესოა. ჩავთვალე, რომ დროა 12 წლის შემდეგ ამერიკიდან დავბრუნებულიყავი საქართველოში და ჩემი ამერიკული გამოცდილება, ცოდნა, კავშირები გამომეყენებინა ...

Read More »

როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტესტზე 1-ლი აპრილიდან

როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტესტზე 1-ლი აპრილიდან

გერმანიაში წარმოებული 10 ათასი ნარკოტესტერი უკვე საქართველოშია. 1-ლი აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას იწყებს. 1-ლი აპრილიდან საპატრულო პოლიციელს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერი მძღოლის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების უფლება აქვს. პროცედურა სულ სამწამიანია. 3-წამიანი პროცედურის შემდეგ, აპარატს 4-დან 8 წუთამდე სჭირდება იმის საჩვენებლად, აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ...

Read More »