Home » 2019 » March » 27

Daily Archives: March 27, 2019

57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს – სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო

57 მლნ ევროს ღირებულების სასახლე მფლობელმა 18 თვეში უნდა დაანგრიოს - სასამართლომ მშენებლობა არაკანონიერად ცნო

57 მლნ ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი შატო “დი­ტე­რი”, რო­მე­ლიც ფრან­გულ რი­ვი­ე­რა­ზე მდე­ბა­რე­ობს და ხში­რად მას­პინ­ძლობს მდი­დარ და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მომ­დევ­ნო 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ინ­გრეს. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო. “დი­ტე­რი” ულა­მა­ზე­სი ტოს­კა­ნუ­რი სტი­ლის შა­ტოა, რო­მე­ლიც მო­ნა­კო­სა და კანს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. მის­მა მფლო­ბელ­მა, პატ­რიკ დი­ტერ­მა მდიდ­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 2005 წელს ტყის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ აა­შე­ნა. სა­სა­მარ­თლო დავა 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ...

Read More »

„სვის კაპიტალმა” 10 მილიონი ლარის კორპორატიული ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

სვის კაპიტალმა 10 მილიონი ლარის კორპორატიული ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

სვის კაპიტალმა წარმატებით გამოუშვა 10 მილიონი ლარის ღირებულების არასუბორდინირებული არაუზრუნველყოფილი კორპორატიული ობლიგაციები სს სვის კაპიტალმა პირველი, 10 მილიონი ლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე 6.25%-ის დამატებით. არასუბორდიირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გაიყიდა გამოშვების ფასის 100.00% ღირებულებით. სვის კაპიტალის ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესს კომპანია „გალტ & თაგარტი” ხელმძღვანელობდა. სვის კაპიტალი ...

Read More »

Global Finance-მა თიბისი ბანკი სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

Global Finance-მა თიბისი ბანკი სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

„ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა,  Global Finance თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა სავალუტო კონვერტაციების სერვისების მიმართულებით. საერთაშორისო აღიარება თიბისი ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა. წელს Global Finance-მა სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერი ფინანსური ინსტიტუტები უკვე მე-19-ედ დაასახელა მსოფლიოს 114 ქვეყანაში. დაჯილდოებისთვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის ...

Read More »

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო სამსახურებს მოუწოდებს, დროულად მოაგვარონ პენიტენციურ დაწესებულებებში რუსული არხების ტრანსლირების პრობლემა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო სამსახურებს მოუწოდებს, დროულად მოაგვარონ პენიტენციურ დაწესებულებებში რუსული არხების ტრანსლირების პრობლემა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სახელზე შემოვიდა პატიმრების მორიგი საჩივარი, რომლითაც აპროტესტებენ რუსული მტრული არხების ტრანსლირებას პენიტენციურ დაწესებულებებში და მოითხოვენ „რუსთავი2“-ის მაუწყებლობის დაუყოვნებლივ ჩართვას ციხეებში. „მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად მიმართა სადეპუტატო შეკითხვით იუსტიციის მინისტრს, პასუხი დღემდე არ მიუღია. ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევა. ...

Read More »

რა ბიზნესის გაკეთებას გეგმავს თოფაძე “ყაზბეგის” ქარხნის ტერიტორიაზე

რა ბიზნესის გაკეთებას გეგმავს თოფაძე "ყაზბეგის" ქარხნის ტერიტორიაზე

ბიზნესმენი გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ბრენდის გაყიდვასთან კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა და ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის განკარგულებაში დარჩება. „ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მიმდინარეობს მოლაპარაკება. ქარხანა რუსთავში გაჩერებულია. ალბათ დავიწყებთ ახალ წარმოებას, რა იქნება ჯერ არ ვიცით. ლუდის და ლიმონათის 6 ქარხანაა საქართველოში. უფრო დიდი პროექტები გვაქვს ჩაფიქრებული და 1-2 თვეში გადავწყვეტთ რას გავაკეთებთ ჩვენს ტერიტორიაზე. ...

Read More »

„აფბა“ – სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

„აფბა“ - სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

 არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხება. „აფბას“ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ბაჩო ჯინჭარაძემ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ გამოითხოვა, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 53 932 სტუდენტს შეადგენს. მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ბოლო 6 წელს შეეხებოდა (2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით), დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული ...

Read More »

ლიეტუვის დედაქალაქში „ქართველების ქუჩა“ გაიხსნა

ლიეტუვის დედაქალაქში „ქართველების ქუჩა“ გაიხსნა

ვილნიუსში მიმდინარე კულტურის დღეების ფარგლებში ლიეტუვაში „ქართველების ქუჩა“ (Kartvelų gatvė) გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლებმა. 2018 წლის მაისში ლიეტუვამ საქართველოს აუთენტური დასახელების, Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების გადაწყვეტილება მიიღო. ეს აქტი ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს მიეძღვნა. შესაბამისად, ვილნიუსში ახლად გახსნილ ქუჩას Kartvelų gatvė ეწოდა, რაც „ქართველების ქუჩას“ ნიშნავს. ცნობილია, რომ ...

Read More »

საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტსა და აფბა-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტსა და აფბა-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” (აფბას) პრეზიდენტის შოთა გულბანის თანხმობით, მოცემულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარ პუნქტებს შორისაა გამოცდილების გაზიარება და სსუ სტუდენტებისათვის „აფბას“ შესაბამის კომიტეტებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. „აფბას“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა, სსუ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ საჯარო ლექციაზე მსმენელებს საჯარო ლექციის ფორმატში გააცნო ქართულ საფინანსო ...

Read More »

500 მილიონის ინვესტიცია – ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება

500 მილიონის ინვესტიცია - ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება

“ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობა იწყება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი, მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აჭარა 4-სეზონიანი კურორტი. ეს იქნება ...

Read More »

საქართველო მოსახლეობის კლების ტემპებით მსოფლიოშია მეათეა

საქართველო მოსახლეობის კლების ტემპებით მსოფლიოშია მეათეა

საქართველოს მოსახლეობა 80 წლის შემდეგ 38,7%-ით, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანით კიდევ შემცირდება და დაახლოებით 2,4 მილიონი იქნება. ასეთია გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდება 2100 წლისთვის. დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ ბოლო წლებია საქართველოში მოსახლეობა მცირდება, ძირითადად მიგრაციის გამო და ამბობს, რომ ქართველი დემოგრაფების ანალიზით, მოსახლეობის კლებას უახლოეს 10 წელიწადშიც ...

Read More »