Home » 2019 » March » 26 (page 2)

Daily Archives: March 26, 2019

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება შემცირდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება შემცირდა

2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 31 მილიონ 124 ათას 732 ლარი შეადგინა, რაც 13 მილიონ 426 ათას 238 ლარით ნაკლებია წინა წლის  შესაბამის მაჩვენებელზე.ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით ბანკების წმინდა მოგება/ზარალი – 44 მილიონ 550 ათას 970 ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების შემოსავლებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მიხედვით 353 ...

Read More »

რომან გოცირიძე – სახელმწიფო არასდროს ექცევა ფულს ეფექტიანად

რომან გოცირიძე - სახელმწიფო არასდროს ექცევა ფულს ეფექტიანად

სახელმწიფო არასდროს ექცევა ფულს ეფექტიანად, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს თანამშრომლების ხელფასებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, კვირა არ გავა, პარლამენტში არ შევიდეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ახალ-ახალი ბიუროკრატიული სახელმწიფო ორგანიზაციები არ იქმნებოდეს. „ყველა კანონს თან სდევს რაღაც ახალი სააგენტო. აი, ახლა ვიხილავთ მიწის შესახებ კანონს და იქაც იქმნება ახალი სააგენტო. საპენსიო ...

Read More »

კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 2019 წლის პირველი მარტისთვის 38.9 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 2019 წლის პირველი მარტისთვის 38.9 მლრდ ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2019 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 116.9 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით შემცირდა) და 2019 წლის ...

Read More »

სარეიტინგო სააგენტო SCOPE: „თეგეტა მოტორსი რეგიონული ბაზრის ლიდერია საავტომობილო სფეროში“

სარეიტინგო სააგენტო SCOPE: „თეგეტა მოტორსი რეგიონული ბაზრის ლიდერია საავტომობილო სფეროში“

 ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, თეგეტა მოტორსის რეიტინგი BB- კატეგორიითა და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნესრისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორსს ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის  ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე. თეგეტა მოტორსის სტრატეგიის შესაბამისად, სარეიტინგო SCOPE-ის შეფასებით, ...

Read More »

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასთან დაკავშირებით, განმარტებას ავრცელებს

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასთან დაკავშირებით, განმარტებას ავრცელებს

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვაკანსიის განცხადების განთავსებისას ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური) მოინიშნა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს. „საპენსიო სააგენტოს განცხადება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის Financial Times-ში განთავსებულმა განცხადების ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გვსურს ავუხსნათ საზოგადოებას ვაკანსიის გამოქვეყნების ტექნიკური დეტალები და ...

Read More »

პენტაგონმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მლრდ დოლარი გამოყო

პენტაგონმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მლრდ დოლარი გამოყო

პენტაგონმა 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო მექსიკასთან საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების სპეცსამსახური ავრცელებს. „თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ნება დართო აშშ-ს არმიის საინჟინრო ჯარების სარდალს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამის დაგეგმარება და განხორციელება დაიწყოს. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება იუმასა და ელ-პასოში საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის ბარიერის ასაშენებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი პირი ირანიდან და ინდოეთიდან არ შემოუშვეს

თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი პირი ირანიდან და ინდოეთიდან არ შემოუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში 1669 ადამიანი არ შემოუშვეს. შედარებისთვის, 2018 წლის თებერვალში ასეთი 1131 ფაქტი დაფიქსირდა. თებერვალში ყველაზე მეტი პირი ქვეყანაში კვლავ ირანიდან და ინდოეთიდან არ შემოუშვეს. საქართველოს საზღვარი ვერ გადაკვეთეს ირანის 564-მა და ინდოეთის 428 მოქალაქემ. ასევე, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: აზერბაიჯანი – 141; თურქეთი – 102; თურქმენეთი – 54; რუსეთი – ...

Read More »

ევროკავშირში ავტომობილებს „შავი ყუთი“ ექნებათ

ევროკავშირში ავტომობილებს „შავი ყუთი“ ექნებათ

ევროკავშირში ავტომობილებს „შავი ყუთი“ ექნებათ. როგორც ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება, ევროპარლამენტმა, ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2022 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე გასაყიდად გამოტანილ ავტომობილებს „შავი ყუთი“ ექნებათ. აღნიშნული ვალდებულება ავტომწარმოებლებს დაეკისრებათ. მათ ასევე მოუწევთ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებში ახალი სამუხრუჭე, სიჩქარის შემზღუდავი სისტემისა და საგზაო უსაფრთხოების სხვა თანამედროვე საშუალებების დაყენება. როგორც ევროკომისიაში განმარტავენ, სიახლე აუცილებელია, რათა ევროკავშირის მოქალაქეების ...

Read More »

დღეს 13 საათზე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

დღეს 13 საათზე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება სავაჭრო სივრცე დღეს დაიწყებს ფუნქციონირებას. პოპულარული ჰიპერმარკეტი – „აგროჰაბი“ იქნება, რომლის ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა. „აქსის თაუერსის“ 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს – 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ ფუნქციებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება.

Read More »

შუალედური არჩვენების ჩატარება 5 მილიონამდე ლარი დაჯდება

შუალედური არჩვენების ჩატარება 5 მილიონამდე ლარი დაჯდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩვენების ჩატარება 4 მილიონ 466 ათას 910 ლარი უჯდება. 19 მაისს დანიშნული პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩვენებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია. დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ. 4 466 910 ლარიდან შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 2 664 104 ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე – ...

Read More »