Home » 2019 » March » 26

Daily Archives: March 26, 2019

აქსის თაუერსის – თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთმა მიმართულებამ – სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აქსის თაუერსის - თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთმა მიმართულებამ - სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

აქსის თაუერსის სავაჭრო სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. მისი პირველი ბინადარი პოპულარული ჰიპერმარკეტი – „აგროჰაბია“, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა. აქსის თაუერსის სავაჭრო სივრცის საზეიმოდ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, აქსისის, აგროჰაბისა და თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებმა. გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი პროექტები იმის ნათელი ...

Read More »

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

დღეს, 26 მარტს, სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ. მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ...

Read More »

„ივანიშვილს ცვლილებების გასატარებლად კიდევ დარჩა მაქსიმუმ ორი თვე, მერე უკვე ყველაფერი გვიან იქნება“

„ივანიშვილს ცვლილებების გასატარებლად კიდევ დარჩა მაქსიმუმ ორი თვე, მერე უკვე ყველაფერი გვიან იქნება“

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, პარლამენტში კრიმინოგენული ვითარების გაუარესების საკითხებზე იმსჯელეს შს მინისტრის გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მონაწილეობით. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ განხილვამ? – საპარლამენტო მმართველობა პოლიტიკური კულტურის მაღალ დონეს გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ვითარება არასახარბიელოა. იდგმება პირველი ნაბიჯები. საპარლამენტო დებატები მთავრობის პირველი პირების მონაწილეობით ჩვენი ყოველდღიურობის ნორმა გახდება დროთა განმავლობაში. დღეს ...

Read More »

,,ციფრული მენეჯმენტი” და ორმაგი დიპლომი გერმანიის უნივერსიტეტთან ერთად

,,ციფრული მენეჯმენტი" და ორმაგი დიპლომი გერმანიის უნივერსიტეთან ერთად

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში Fresenius უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება,ხოლო სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ. შეთანხმება გერმანიაში,კიოლნში, Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის ოფიციალური მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის დავით ჩერქეზიშვილის და ვიცე-რექტორის შალვა მაჭავარიანის ვიზიტის ფარგლებში მოხდა. კიოლნში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება,რომლის სამოქმედო გეგმის მიხედვით,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პედაგოგების გადამზადება,საქართველოში აკრედიტებული გერმანული კომპანიების ჩართულობით მოხდება. გარდა ამისა გერმანული მხარე, EEU-ს ...

Read More »

მშობლების თანხმობის შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ასწავლიან

მშობლების თანხმობის შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს ასწავლიან

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდმარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე” საუბრისას განაცხადა. კილაძის თქმით, ამ კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დარჩეს. „ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ ...

Read More »

18 საათიდან არასრულწლოვნები ღამის კლუბებში ვერ შევლენ

18 საათიდან არასრულწლოვნები ღამის კლუბებში ვერ შევლენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან. “64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18 საათიდან”- განაცხადა სოფო კილაძემ ბავშვთა კოდექსის განხილვაზე.

Read More »

საქართველოს ბანკის 100 მილიონის ბონდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 2-ჯერ გადააჭარბა

საქართველოს ბანკის 100 მილიონის ბონდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 2-ჯერ გადააჭარბა

საქართველოს ბანკის ახალი ბონდების მიმართ დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. წამყვანი ქართული ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, 100 მლნ დოლარის ობლიგაციების გამოშვება ქართული საბანკო სექტორის მიმართ დიდ ნდობაზე მოუთითებს. ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა მიწოდებას 2-ჯერ აღემატებოდა, შესაბამისად, შემცირდა ფასიანი ქაღალდების სარგებელიც, რაც 11.125% -ია. ობლიგაციები დამატებითი პირველადი კაპიტალისთვისაა. ჰიბრიდული კაპიტალის შექმნის შესაძლებლობა ბაზელ III სტანდარტების დანერგვით გახდა შესაძლებელი. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე ...

Read More »

Boeing-ის კატასტროფამ აშშ-ის ეკონომიკას დაარტყა – კომპანიამ 40 მილიარდი დოლარი იზარალა

Boeing-ის კატასტროფამ აშშ-ის ეკონომიკას დაარტყა - კომპანიამ 40 მილიარდი დოლარი იზარალა

ამერიკული ავიაგიგანტის, კომპანია Boeing-ის საბაზრო ღირებულება მარტში 40 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. არსებული მონაცემებით, მარტში Boeing-ის აქციებზე ფასი 18%-ით არის შემცირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება  40 მილიარდი დოლარით შემცირდა. შემცირების მიზეზი ეთიოპიაში Boeing 737 MAX-ის ჩამოვარდნა გახდა. შეგახსენებთ, რომ ეთიოპიის ავიახაზების ბოინგ „737 მაქს 8″-მ ავიაკატასტროფა 10 მარტს განიცადა. ...

Read More »

„საბანკო რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს და რაიმე „კატასტროფა“ არსად მომხდარა“

„საბანკო რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს და რაიმე „კატასტროფა“ არსად მომხდარა“

ბოლო დღეებში კვლავ აქტუალური ახალი საბანკო რეგულაციების თემა, საკრედიტო დაწესებულებები და ექსპერტების ნაწილი   რეგულაციების შემოღებიდან უკვე 3 თვის თავზე რეგულაციებში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. გთავაზობთ ინტერვიუს საბანკო და საფინანსო ექსპერტთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორი იქნება დაკრედიტების ტემპები, არამედ როგორ გადაეწყობა თავად ბანკების საკრედიტო პორთფელიც, რამდენად დაბალანსდება ბიზნეს დაკრედიტების ტემპები პორტფელის ზრდის დინამიკაში. – ზოგიერთი ...

Read More »

ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე 50 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს

ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე 50 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად მთავრობა ინვესტორს ეძებს

სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქობულეთში, ზღვის პირველ ზოლზე, მდებარე 10495 კვ.მ. მიწის ფართი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. აუქციონის საწყისი ფასი 2,11 მლნ ლარია და პირობების მიხედვით გამარჯვებულმა ტერიტორიაზე სულ მცირე 50 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. მიწა სასტუმროს ასაშენებლად პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში იყიდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ...

Read More »