Home » 2019 » March » 24

Daily Archives: March 24, 2019

„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს“

„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს“

მიხეილ ბატიაშვილი: “ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო ...

Read More »

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა

დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინეს. ეს წოდება წელს პიტერ ტაბიჩიმ აიღო. ის კენიიდან არის. ჯილდოს სახით მას 1 მილიონი დოლარი გადაეცა. 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ...

Read More »

მდინარე „მტკვარი“ შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკით აღიჭურვოს

მდინარე "მტკვარი" შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკით აღიჭურვოს

პროექტის “იდეა მერს” ფარგლებში მოქალაქე გელა ხოხიაშვილი თბილისის მერიას მდინარე მტკვრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გამწმენდი ტექნიკით უზრუნველყოფის იდეით მიმართავს. მისივე თქმით, აღნიშნული ტექნიკით უკვე სარგებლობენ მსოფლიოს არაერთ ქალაქში და ამავდდროულად არის საკმაოდ მარტივი და იაფი მოწყობილობა. “მტკვარი საკმაოდ დაბინძურებული მდინარეა, თუმცა ყველაზე მეტად რაც თვალში გვხვდება არის მდინარეში ჩაყრილი პლასტმასის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგავი რომელიც ყოველდღიურად ხვდება წყალში და წყლის ზედაპირზე ტივტივებს. პოლიეთილენის ...

Read More »

„ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი, არამედ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს ისტორიაში“

„ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი, არამედ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს ისტორიაში“

ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს ცხრა წელი იყო არა სისხლიანი ცხრა წელი, არამედ ეს იყო ყველაზე წარმატებული ცხრა წელიწადი საქართველოს ისტორიაში თავისი დიდი, წარმოუდგენელი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ თქვენ, როცა რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ქმნით,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მიხეილ საააკშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში მოვა დიდი, ...

Read More »

ნაზარბაევი – ჩემთვის, როგორც ადამინისთვის, ასტანისათვის ნურსულთანის დარქმევა სასიამოვნო ფაქტია

ნაზარბაევი - ჩემთვის, როგორც ადამინისთვის, ასტანისათვის ნურსულთანის დარქმევა სასიამოვნო ფაქტია

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება. „ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურსულთანი“, – ნათქვამია განკარგულებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ექსპრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ადამიანისთვის, ეს ფაქტი სასიამოვნოა. „ამასთან დაკავშირებით მე ბევრჯერ განმიცხადებია. ითვლება, რომ ყველაფრის ბრძანებას მე გავცემ იმის თაობაზე, რომ ...

Read More »

როგორ გავააქტიუროთ „შავი ფონი“ iPhone-ზე

როგორ გავააქტიუროთ „შავი ფონი“ iPhone-ზე

iPhone-ს iOS-ს „შავი ფონის“ ე.წ. Dark Mode-ის მხარდაჭერა ოფიციალურად ჯერ არ აქვს. Dark Mode-ის იმიტაციის გასააქტიურებლად სმარტფონზე სულ მცირე iOS 12 მაინც უნდა იყოს ჩაწერილი. ფერების გარდაქმნის ფუნქციის ასამოქმედებლად საჭიროა მომხმარებელი ინსტრუქციას მიჰყვეს: შედით პარამეტრების (Settings) განყოფილებაში; გადაინაცვლეთ ზოგადში (General) და დააკლიკეთ ღიკალზე ხელმისაწვდომობა (Accessibility); Accessibility-ში შესვლისას თავიდან მეოთხე ღილაკი – Display Accommodations-ი აირჩიეთ; Invert Colors-ის მენიუს გახსნის შემდეგ ფუნქცია ...

Read More »

გულითადი მუშაობისთვის Porsche თანამშრომლებს 9700 ევროს აჩუქებს

გულითადი მუშაობისთვის Porsche თანამშრომლებს 9700 ევროს აჩუქებს

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche გერმანიაში თავის თანამშრომლებს გულითადი შრომისთვის ფულად ჯილდოებს გადასცემს. 25 ათასი თანამშრომლიდან თითოეული 9700 ევრომდე მიიღებს. 9700 ევროდან 700 საპენსიო შენატანების პროგრამაში გადაირიცხება. პრემია, რომელსაც თანამშრომლები აპრილის თვეში ხელფასთან ერთად აიღებენ, არ არის დამოკიდებული კომპანიაში მათ მიერ დაკავებული თანამდებობის სტატუსზე. 2018 წელს Porsche-ს ავტომობილების მიწოდება 4%-ით 256255 ავტომობილამდე გაიზარდა.

Read More »

შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების პარკირებისთვის ჯარიმა გაიზრდება

შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების პარკირებისთვის ჯარიმა გაიზრდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება. 25 მარტს პარლამენტის იურუდილ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები იქნება განხილული, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ...

Read More »

გადაკეთებული მანქანების ინსპექტირების წესი შეიცვალა

გადაკეთებული მანქანების ინსპექტირების წესი შეიცვალა

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” ტექნიკურ რეგლამენტში მთავრობამ ცვლილება შეიტანა. ამის შესახებ მთავრობის 15 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების მიხედვით საქმე ეხება გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებას. ახალი დადგენილების მიხედვით, ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების და ამ ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განახორციელოს. რაც შეეხება გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს, ის უნდა შეიცავდეს შემდეგ ...

Read More »

ქონების გადასახადზე დაწესებული 40-ათას ლარიანი ზღვარი, შესაძლოა 60 ათას ლარამდე გაიზარდოს

ქონების გადასახადზე დაწესებული 40-ათას ლარიანი ზღვარი, შესაძლოა 60 ათას ლარამდე გაზრდის

“ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელი ფიზიკური პირებისათვის ქონების გადასახადზე დაწესებული 40-ათას ლარიანი ზღვარის 60 ათას ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, ქონების გადასახადით ის ფიზიკური პირები იბეგრებიან, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები 40 000 ლარს აღემატება. წერეთელი პარლამენტს ამ ზღვარის 60 ათასს ლარამდე გაზრდას სთავაზობს და მიზეზად ინფლაციის მაღალ ტემპსა და ლარის გაუფასურებას ასახელს. “მოცემული კანონპროექტი მიმართულია სწორედ იმ პრობლემის ...

Read More »