Home » 2019 » March » 22 (page 2)

Daily Archives: March 22, 2019

ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

დეპუტატი ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ოდიშარია კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ წარადგინა და პარლამენტმა 97-ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კვაჭანტირაძის აღნიშნული თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი განცხადებით დატოვა.

Read More »

Fitch-მა „პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ რეიტინგი „BB”-დან „BB+“-მდე გაუუმჯობესა

Fitch-მა პროკრედიტ ბანკ საქართველოს რეიტინგი „BB”-დან „BB+“-მდე გაუუმჯობესა

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა პროკრედიტ ბანკ საქართველოს რეიტინგი ერთი ნიშნულით “BB” დან „BB+“ გაუუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. მოცემული რეიტინგი, დღეის მდგომარეობით ყველაზე მაღალია საქართველოს საბანკო სფეროში და ხაზს უსვამს ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ ბანკის რეიტინგის მონაცემები კომბინირებულად ორგანიზაციის საკრედიტო რისკის შეფასებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის შედეგად დგინდება. ზემოხსენებული მონაცემების ცვლილებაზე გავლენა იქონია ქვეყნისთვის მინიჭებულმა საკრედიტო სუვერენულმა რეიტინგმაც, ...

Read More »

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანიის მიზანია პროფესიული კადრების მომზადება დასაქმება

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანიის მიზანია პროფესიული კადრების მომზადება დასაქმება

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანიამ წარმოადგინა განათლების მიმართულება – „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“. თეგეტა მოტორსმა საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით მრავალი პროექტი განახორციელა, მათ შორის შექმნა უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმა „თეგეტა აკადემიის“ სახით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს განათლება ავტოსერვისის მიმართულებით. „თეგეტა აკადემიამ“ ავტორიზაციის ...

Read More »

ბედნიერების ინდექსით, საქართველო 119-ე ადგილზეა და ოთხივე მეზობელი ქვეყანა უსწრებს

ბედნიერების ინდექსით, საქართველო 119-ე ადგილზეა და ოთხივე მეზობელი ქვეყანა უსწრებს

გაერომ მსოფლიო ბედნიერების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 156 ქვეყანას შორის 119-ე ადგილს იკავებს. 2018 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში ცხრა ქულით გაუმჯობესდა. კვლევაში საქართველოს ოთხივე მეზობელი ქვეყანა უსწრებს. კერძოდ, რუსეთი 68-ე, თურქეთი 79-ე, აზერბაიჯანი 90-ე, ხოლო სომხეთი 116-ე ადგილზეა. წლევანდელი რეიტინგის მიხედვით, ბედნიერი ქვეყნების ათეულში ლიდერობს ფინეთი, მას მოსდევს დანია, მე-3 ადგილზეა – ნორვეგია, მე-4 და მე-5 პოზიციებს ...

Read More »

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადის გაზრდას აპირებს?

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადის გაზრდას აპირებს?

ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამის ცვლილებას, შესაძლებელია, სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლებისთვის დადგენილი ვაუჩერული ფასის ზრდა მოჰყვეს. “რეზონანსის” ცნობით, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილება დიდწილად უმაღლეს სასწავლებლებზეა დამოკიდებული, რამდენად მალე შევა ძალაში საბაკალავრო სამწლიანი და სამაგისტრო ერთწლიანი სწავლება. სამომავლოდ ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდება. დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე ჩამოყვანაც. შესაბამისი ცვლილება, საქართველოს განათლებისა და ...

Read More »

ახალი კრიზისის ზღვარზე – თურქულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შედის

ახალი კრიზისის ზღვარზე - თურქულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შედის

გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს. გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს. „52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს. გოლანის მაღლობებს სტრატეგიული და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვთ ისრაელისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის ...

Read More »

ზღვის უბნის მე-10 კვარტალში 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა

ზღვის უბნის მე-10 კვარტალში 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით და ...

Read More »

ბათუმის შემოვლით გზაზე ხიდებსა და გვირაბებს აშენებენ

ბათუმის შემოვლით გზაზე ხიდებსა და გვირაბებს აშენებენ

ბათუმის შემოვლით გზაზე, ამ ეტაპზე წყალგამტარ მილებსა და მიწისქვეშა გასასვლელებს აკეთებენ, პარალელურად ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზები აჭარის საკურორტო ზონაში  მოძრაობას განტვირთავს. ეს კი სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას ხელს შეუწყობს. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს. პროექტის ფარგლებში ორ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა აშენდება, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო ...

Read More »

26 მარტიდან AXIS TOWERS-ში აგროჰაბის ჰიპერმარკეტი იხსნება

26 მარტიდან AXIS TOWERS-ში აგროჰაბის ჰიპერმარკეტი იხსნება

აქსის თაუერსის – თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება – სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს. ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი  ბინადარი, 26 მარტიდან, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი – „აგროჰაბი“ იქნება, რომლის ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა. „აქსის თაუერსში“ „აგროჰაბის“ განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მხარეებმა რამდენიმე თვის წინ, კერძოდ,  2018 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განსაზღვრეს. ჰიპერმარკეტი კომპლექსის ...

Read More »

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში, მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის შემდეგ, გამგეობა იქ სკვერის მოწყობას გეგმავს. „იმის გამო, რომ აღნიშული ტერიტორია იტბორებოდა, ...

Read More »