Home » 2019 » March » 18 (page 2)

Daily Archives: March 18, 2019

სერგეენკო – საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ

სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ

საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზე ვართ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ გაფართოებით ჩნდება შესაძლებლობა, ერთ დაწესებულებაში მოხდეს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩატარება. „მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა, რომ საქართველოში ...

Read More »

„საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“

„საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“

ატომური ელექტროსადგურები – თემა, რომელიც საქართველოში აქტუალური გახდა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემცირებამ და ინვესტიციების კლების პარალელურად ენერგეტიკოსები სულ უფრო ამახვილებენ ყურადღებას ატომური სადგურების მშენებლობის საჭიროებაზე. ამჯერად ენერგეტიკოს რევაზ არველაძის შემდეგ ამ თემაზე „კომერსანტთან” საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა საუბრობს: „ვინც სერიოზულად არის ჩართული ქართულ ენერგეტიკაში, კარგად იცის რომ არ შენდება სიმძლავრეები; არ ხორციელდება პროექტები, რის გამოც მკვეთრად იკლო ენერგეტიკულმა ბალანსმა ...

Read More »

იაროსლავ კაჩინსკი – ჩვენ უარს ვეუბნებით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

იაროსლავ კაჩინსკი - ჩვენ უარს ვეუბნებით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ტოლერანტობაზე. ამ შემთხვევაში საუბარია მიუღებლობაზე“, – ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,  მისი პარტია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია. ეს განცხადება კაჩინსკიმ კატოვიცეში გამართულ პარტია „კანონისა და სამართლის“ ყრილობაზე გააკეთა. „ჩვენ არ ვსაუბრობთ ტოლერანტობაზე. ამ შემთხვევაში საუბარია მიუღებლობაზე. საუბარია ერთნაირსქსიანთა კავშირების მიღებაზე, ასეთი წყვილების ქორწინებაზე და  შვილების აყვანის უფლებაზე. მინდა განვმარტო, რომ ამაზე უარს ვამბობთ, ...

Read More »

იაპონიის და ჩინეთის ტურისტული ბაზრების ათვისება საქართველოს ტურიზმის 2025 წლის ახალი სტრატეგიის ნაწილია

იაპონიის და ჩინეთის ტურისტული ბაზრების ათვისება საქართველოს ტურიზმის 2025 წლის ახალი სტრატეგიის ნაწილია

ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დანიშვნა , იაპონიის და ჩინეთის ტურისტული ბაზრების ათვისება საქართველოს ტურიზმის 2025 წლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აჭარაში კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა . მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით ქვეყნის ტურიზმის ერთ ერთი მთავარი გამოწვევა ტურიზმის ბაზრის დივერსიფიკაციაა . „როგორც იცით  2015 წელს ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან წილი 91 % იყო,   ჩვენი მიზანია 2025 ...

Read More »

საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1202 ლარი შეადგინა

საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1202 ლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა. 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

Read More »

ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება

ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება

ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამშენობის დათვალიერებისას განაცხადა, ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის შემდეგ, აქ ახალი უმაღლესი სასწავლებელი განთავსდება, რომელიც თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. შენობა მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აშენდა. აღნიშნულ ადგილზე ჰიდრომელიორაციულიტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა. ,,წლების წინ დაწყებული მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად, მალე სასურველი შედეგით დასრულდება. ...

Read More »