Home » 2019 » March » 15 (page 2)

Daily Archives: March 15, 2019

საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის შენახვის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის შენახვის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

6 მარტს ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (GNERC) და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან (GOGC) თანამშრომლობით დაიწყეს ქვეყნის სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავება ბუნებრივი გაზის შენახვისათვის. აღნიშნულის მთავარი მიზანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ბუნებრივი გაზის უწყვეტი მოწოდების უზრუნველყოფა ნებისმიერი დროებითი დარღვევის შემთხვევაში და საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

Read More »

პუტინის საფლავის ქვის დადგმისთვის სასამართლომ აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯა

პუტინის საფლავის ქვის დადგმისთვის სასამართლომ აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯა

თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნის სასამართლომ აქტივისტ კარიმ იამადაევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით საფლავის ქვის დადგმასთან დაკავშირებით 28 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. საკუთარი ქმედებით, აქტივისტმა „სუვერენული ინტერნეტის“ შესახებ კანონპროექტი გააპროტესტა. როგორც BBC-ის უფლებადამცველმა რუზილ მინგალიმოვმა განუცხადა, სასამართლომ იამადაევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 28 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის აქტივისტის ინტერესებს იცავს. კარიმ იამადაევმა სასამართლოში განმარტა, რომ ...

Read More »

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ. მათივე ინფორმაცით, ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის ...

Read More »

გიორგი ქობულია – NEXI-სთან შეთანხმება იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს

გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს

საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიაეხმაურება. გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. „შეთანხმება, რომელიც იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან (NEXI) გავაფორმეთ, აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიასთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან ის ...

Read More »

NEXI-ის პრეზიდენტი – მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას

NEXI-ის პრეზიდენტი - მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას

საქართველოსთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ეს დიდი წარმატებაა. გვწამს, რომ ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ სამომავლოდ იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას საქართველოში. ასევე მჯერა, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე რამდენიმე იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა ...

Read More »

ლევან ახვლედიანი – საპარტნიორო ფონდის სუბორდინირებული სესხის არც ერთი თეთრი არაა ათვისებული

ლევან ახვლედიანი - საპარტნიორო ფონდის სუბორდინირებული სესხის არც ერთი თეთრი არაა ათვისებული

საპარტნიორო ფონდის სუბორდინირებული სესხის არც ერთი თეთრი არაა ათვისებული, – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ თანხის ათვისება ხდება მხოლოდ ბანკებთან ფინანსური დახურვის შემდგომ, ისიც გარკვეული პირობებით. „ეს არის სუბორდირებული სესხი, რომელსაც პროექტი გაისტუმრებს დროთა განმავლობაში. ამჟამად თანხები სრულად მობილიზებულია, ბანკებიდან უნდა მივიღოთ 400 მლნ დოლარი, 100 მლნ საპარტნიორო ფონდიდან. დანარჩენი 120 მლნ-დან 70 უკვე ...

Read More »

აშშ-მ ირანს 10 მილიარდის შემოსავალი დააკარგვინა

აშშ-მ ირანს 10 მილიარდის შემოსავალი დააკარგვინა

ამერიკის მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების გამო თეირანი დღე-ღამეში  მილიონ 500  ათასი ბარელის ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახორციელებს. ამის შესახებ ირანის საკითხებში სპეცწარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ზომების შედეგად ირანმა 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ირანი  დღე-ღამეში, მილიონ 100 ათას ბარელ ნავთობს  ზოგჯერ კი მილიონზე ნაკლებს, აწარმოებს, რაც იანვართან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ირანული ...

Read More »

„ფეისბუქის“ ხარვეზებით მუშაობის გამო, ორ დღეში მისი ორი მენეჯერი გადადგა

„ფეისბუქის“ ხარვეზებით მუშაობის გამო, ორ დღეში მისი ორი მენეჯერი გადადგა

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ორი დღის განმავლობაში ხარვეზებით მუშაობდა მთელ მსოფლიოში. სოციალური ქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ ხარვეზი სერვერების კონფიგურაციის შეცვლამ გამოიწვია. „ფეისბუქის“ მუშაობაში შეფერხებიდან ორი დღეში, სოციალური ქსელის ორი მენეჯერი თანამდებობიდან გადადგა. ერთ-ერთი მათგანი კრის კოკსია, რომელიც „ფეისბუქის“ პროდუქტების მთავარ ოფიცრად მუშაობდა. კოქსი „ფეისბუქში” 13 წელი მუშაობდა. თანამდებობა ასევე დატოვა „ვოთსაფის“ ხელმძღვანელმა, კრის დანიელსმა. დანიელსი ერთი წლის წინ დაინიშნა „ვოთსაფის“ ხელმძღვანელად.

Read More »

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებზე 4.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა იცვლება

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებზე 4.5 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა იცვლება

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორივე ქუჩაზე სრულად ანახლებს 4.5 კმ სიგრძის, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია ახალ ქსელზე  თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ერთეულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს. „კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ამ ეტაპზე, რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ვმუშაობთ და ორივე ქუჩაზე გეგმის მიხედვით ...

Read More »

2019 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2019 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მილიონი დოლარი (332.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მილიონი დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. აქედან, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 31.6 მილიონი დოლარზე დაფიქსირდა – 2018 წლის თებერვალში 33.3 მილიონი დოლარი იყო. ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებმა კი, თებერვალში 41.9 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 17.44 ...

Read More »