Home » 2019 » March » 15

Daily Archives: March 15, 2019

„გებრიუდერ ვაისი“ კავკასიის რეგიონში ფართოვდება

თბილისში ლოგისტიკის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა 6 თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, თბილისში „Gebrüder Weiss“-ის ახალი ლოგისტიკური ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული გაფართოების შედეგად კომპანიის არსებულ ტერმინალს დაემატა 2300 კვადრატული მეტრის ფართობის ტვირთების დასამუშავებელი სივრცე, 7800 კვადრატული მეტრის ფართობის ღია, მოპირკეთებული სივრცე და 300 კვადრატული მეტრის ფართობის საოფისე სივრცე. მთლიანობაში კომპანიის თბილისის ფილიალი 90 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს. ახალი ტერმინალის გაფართოებისა და ...

Read More »

Toshiba წარმოების გახსნის მიზნით საქართველოს ბაზარს შეისწავლის

Toshiba წარმოების გახსნის მიზნით საქართველოს ბაზარს შეისწავლის

ქართული მხარე იაპონურ კომპანია Toshiba-ს საქართველოში წარმოების, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის და რეგიონული სათაო ოფისის გახსნას სთავაზობს. მინისტრ გიორგი ქობულიას შეთავაზებით იაპონური კორპორაციის მმართველი დირექტორი სატოჩი ცუნაკავა დაინტერესდა შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მოკვლევას განახორციელებს. Toshiba დაინტერესდა საქართველოში ენერგოპროექტებით. აღინიშნა, რომ კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს. შეხვედრა გიორგი ქობულიამ კორპორაციის მენეჯმენტთან იაპონიაში საქართველოს პრემიერის ...

Read More »

თებერვალში ტურიზმიდან შემოსავალი გაიზარდა და 169.2 მლნ დოლარი შეადგინა

თებერვალში ტურიზმიდან შემოსავალი გაიზარდა და 169.2 მლნ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ტურიზმიდან შემოსავალი გაიზარდა. შემოსავალმა 169.2 მლნ დოლარი შეადგინა. 2018 წლის თებერვალში არსებული მონაცემები 161.8 მილიონისა. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად არის შემცირებული ზრდის ტემპი. თებერვალში ზრდა მხოლოდ 4.6% იყო, მაშინ როცა  2018 წლის თებერვალში 30.4%-ს აღწევდა.  კლების ტრენდი შეინიშნება  2018 წლის ივლისიდან. 2019 წლის პირველ 2 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 333.7 მილიონია.

Read More »

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია დაიწყო

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი – 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს ...

Read More »

პაატა ლომაძე საბანკო და სადაზღვევო სექტორების მომავალს თანამშრომლობაში და არა – გაერთიანებაში ხედავს

„სადაზღვევო კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან ბანკებთან, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ“

ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაზე,  სადაზღვევო სექტორში ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთბის თემას გამოეხმაურა. ჯიპიაის გენერალური დირექტორის თქმით  სადაზღვევო კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან ბანკებთან, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ. „მივესალმები ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენი ჯგუფისთვის აპრობირებული, მრავალი წლის გამოცდილებაა, მაგრამ ეს არის თანამშრომლობა და არა ურთიერთმფლობელობა. ბანკებს გააჩნიათ ისეთი ინფორმაცია, რომელზე ჩვენ ხელი ...

Read More »

„ბინის ყველა გამქირავებელი – 40 ათასი ადამიანი, არის პოტენციური დამნაშავე“

„ბინის ყველა გამქირავებელი - 40 ათასი ადამიანი არის პოტენციური დამნაშავე“

პირები, რომლებიც ბინა აქირავებენ, 5%-ის ნაცვლად, 1%-ს უნდა იხდიდნენ – ამის შესახებ, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, პირებს ვინც ბინას აქირავებს, უჭირს არსებული 5%-იანი გადასახადის გადახდა, შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობა იხდის ამ თანხას, რის გამოც ბინის ყველა გამქირავებელი პოტენციური დამნაშავეა. „ეს საერთოდ აღურიცხავი ბიზნესია საქართველოში. შეიძლება ითქვას, უდიდესი წილი მოქალაქეების არსებულ 5%-იან გადასახადს ...

Read More »

თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი – ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. Trade-In-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ავტოცენტრებში ჩააბაროს ძველი და გაიყვანოს ახალი ავტომობილი. ჩაბარებული ავტომობილი უნდა იყოს მინიმუმ 2006  წელს გამოშვებული მოდელი. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი ავტომობილისათვის დაფინანსება და ისარგებლოს სტანდარტულ ავტოსესხზე 30-40%-ით ნაკლები ყოველთვიური შენატანის პირობებით. Trade-in-ით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პროცედურების გავლა და პროდუქტით სარგებლობის დაწყება შესაძლებელია ერთ დღეში. პროდუქტის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს; ...

Read More »

„უკანონო მიგრაციის სტატისტიკა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“

„უკანონო მიგრაციის სტატისტიკა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება დასჯადი ხდება – პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. თამარ ხულორდავას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა და საფრთხე შეექმნა უვიზო მიმოსვლას: „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების ...

Read More »

„ინტელექტბანკის“ აქციონერები პროკურატურისგან „საქართველოს ბანკთან“„ინტელექტბანკის“ მიერთების გამოძიების გააქტიურებას ითხოვენ

„ინტელექტბანკის“ აქციონერები პროკურატურისგან „საქართველოს ბანკთან“„ინტელექტბანკის“ მიერთების გამოძიების გააქტიურებას ითხოვენ

„ინტელექტბანკის“ აქციონერები გენერალური პროკურატურისგან 2006 წლის მოვლენებზე გამოძიების გააქტიურებას ითხოვენ. საუბარია „საქართველოს ბანკთან“„ინტელექტბანკის“ მიერთებაზე. „ინტელექტბანკის“ აქციონერები იმ პირებს ასახელებენ, ვინც, მათი მტკიცებით, მიტაცების სქემაში მონაწილეობდა. „ვლადიმერ გურგენიძემ, ირაკლი გილაურმა და გიორგი ქადაგიძემ (იმ დროს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა უკანონო ქმედებებსაც ხელს უწყობდა იმ დროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი, რომან გოცირიძე და ეკა გალდავა. განხორციელდა უპრეცედენტო ...

Read More »

თბილისში შესაძლოა, ავტოდრომი „ლილო-არენა“ მოეწყოს

თბილისში შესაძლოა, ავტოდრომი „ლილო-არენა“ მოეწყოს

თბილისში შესაძლოა, ავტოდრომი „ლილო-არენა“ მოეწყოს – იდეა, რომელიც საავტომობილო სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის მოწყობას გულისხმობს, მევლუდ მელაძეს ეკუთვნის და მასზე ხმის მიცემის ვადა 13 მაისამდეა. იდეა თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა ინიციატივების მიღების ფარგლებშია დაფიქსირებული. „პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან – ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არც ერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი ...

Read More »