Home » 2019 » March » 12

Daily Archives: March 12, 2019

ახალი პირობები, რომელსაც „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს

ახალი პირობები, რომელსაც „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს

„გაზპრომთან“ მოლაპარაკების დასრულების შედეგად, გვაქვს კომერციული პირობების გაუმჯობესება: სატრანზიტო საფასური გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელმა გუნდმა კარგად გამოიყენა მსოფლიოში ნავთობის ფასების დინამიკა. მისივე თქმით, ამის გამო რუსეთის მხრიდან იყო დათმობების მზადყოფნა და საქართველომ გაუმჯობესებას მიაღწია ქვეყნისთვის საინტერესო ...

Read More »

საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები „სამსუნგთან” ითანამშრომლებენ

საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები „სამსუნგთან” ითანამაშრომლებენ

„მოვილაპარაკეთ, რომ აშშ-ში, „სამსუნგის” ინოვაციების ცენტრთან საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები დავაკავშიროთ, – ამის შესახებ კორეაში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „სამსუნგის” ვიცე-პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „სამსუნგის“ აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა საქართველოში ინოვაციების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „საინტერესო შეხვედრა გვქონდა “სამსუნგის“ ცენტრალურ ოფისში, კომპანიის ორ ვიცე-პრეზიდენტთან. ...

Read More »

მიხეილ ბატიაშვილი – უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება

მიხეილ ბატიაშვილი - უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება

უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლის გაზაფხულზე სამინისტრო უფასო ფაკულტეტების მოდელსა და დაფინანსების საკითხს წარმოადგენს. „საუბარია უფასო ფაკულტეტების გადახედვაზე და დაფინანსების საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე. წელს არანაირი ცვლილება არ იგეგმება და არც განხორციელდება ამ მიმართულებით. მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, ...

Read More »

პრემიერმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაფრთხილება მისცა

პრემიერმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაფრთხილება მისცა

„კაბალურ“ გარიგებაზე საუბრის ნაცვლად, უმჯობესია პორტის მშენებლობა დაიწყოს“, ამის შესახებ  პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაფრთხილება მისცა. „მე გავაკეთე რამდენჯერმე კომენტარი ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ მინდა, რომ გავიმეორო. ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას დაუკავშირონ ის საქმე, რომელიც არის გამოძიებაში, კონკრეტული პიროვნებების მონაწილეობაზე, ანაკლიის პორტთან. ამას არანაირი კავშირი არ აქვს. პორტის იდეის განხორციელება დაიწყო ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე – ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი

ლევან ვეფხვაძე - ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი

„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო არაგონივრული და არასწორი“,- ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. „დღეს ჩვენ გვყავს საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები. მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა არის უაღრესად კომპეტენტური ადამიანი, ორი დეპარტამენტი და მათი ხელმძღვანელები არიან ძალიან კომპეტენტურები, მაგრამ აქ საუბარია სულ 10-12 კაცზე, რომლებიც სამინისტროში რეალურად მუშაობენ ენერგეტიკის მიმართულებით. თუ ქალბატონი ნათია გავა ქვეყნიდან, ...

Read More »

რა სანქციები დაეკისრება ანაკლიის კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში

რა სანქციები დაეკისრება ანაკლიის კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში

„ხელშეკრულებით ძალიან მძიმე სანქციებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში პირველი გემების მიღებას ვერ შევძლებთ“, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ჩვენი თანხები დგას. საუბარია, „თიბისი ჰოლდინგის“, არსებული აქციონერების, „კონტი ჯგუფის“, SSA MARINE-ს, ჰოლანდიური კომპანიის თანხებზე, რომლებიც ფულს კაპიტალში დებენ. როგორ ხდება თანხების ...

Read More »

„გაზპრომთან“ მოლაპარაკება კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა“

„გაზპრომთან“ მოლაპარაკება კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა“

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ამ ორ ძირითადი პრინციპს ეყრდნობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. „გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები – ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ...

Read More »

„თუ ვინმე არ დარჩება ფასეულობების ერთგული, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება“

„თუ ვინმე არ დარჩება ფასეულობების ერთგული, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება“

ყველა, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უნდა დარჩეს ფასეულობების ერთგული. თუ ვინმე არ დარჩება, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს გვერდით ვერ იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რაც შეეხება ფასეულობებს, 2011 წელს ჩვენ ქართველმა ერმა დაგვიჭირა მხარი და ჩვენ მოვიგეთ არჩევნები ძალიან რთულ გარემოში. ამ არჩევნების მოგება ემყარებოდა ფასეულობებს, პრინციპებს და იმ იდეოლოგიას, თუ რა იდეოლოგია ...

Read More »

ბანკებს მიწის დასაკუთრება კონკრეტული ვადით შეეძლებათ

ბანკებს მიწის ფლობა კონკრეტული ვადით შეეძლებათ

საფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა დომინანტი პარტნიორი უცხოელი, ან არარეზიდენტი კომპანიაა სესხის უზრუნველყოფაში ჩარჩენილი სასოფლო მიწის ფლობა მხოლოდ 2 წლით შეეძლებათ. სასოფლო მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტით, ფინანსურ ინსტიტუტებს შეეძლებათ სასოფლო მიწის უზრუნველყოფით სესხები გასცენ, მაგრამ იმ შეთხვევაში, თუ ეს მიწა მათ საკუთრებაში გადავა ეკრძალებათ მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მისი გამოყენება და ასევე ეკისრებათ ვალდებულება 2 წლის ვადაში გაასხვისოს იგი. ასეთივე მოთხოვნაა საერთაშორისო ...

Read More »

სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სესხის შენატანის დაზღვევას სთავაზობს. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტის სესხის შენატანს 6 თვის განმავლობაში თიბისიდაზღვევა გადაიხდის. დაზღვევის შეძენა 4 ლარიდან არის შესაძლებელი და ის მაქსიმუმ 500 ლარიან ყოველთვიურშენატანს დაფარავს. სესხის დასაზღვევად აუცილებელია, მომხმარებელი იყოს მინიმუმ 25 წლის დაბოლო 1 წლის მანძილზე ქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში. თიბისი დაზღვევაში სესხის შენატანის დაზღვევის , ისევე როგორც იპოთეკური, სამომხმარებლო,ავტოსესხისა ...

Read More »