Home » 2019 » March » 08

Daily Archives: March 8, 2019

ფადი ასლიმ მთავრობას შეუტია

ფადი ასლიმ მთავრობას შეუტია

ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ფადი ასლი საქართველოში ბიზნესმენის ამპლუაში პოზიციონირებს დიდი ხანია. ერთხანს “ბარკლები” შემოჰქონდა. ახლა სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ გვევლინება. ვნახოთ, რას აცხადებს ის ტავის განცხადებაში. ამასთან, საყურადღებოა, რომ “ნაციონალების” ხელისუფლების მიერ ბიზნესების დატერორების სისტემატიური ხასიათის მიუხედავად, იმ ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში ერთი კონკრეტული და მწვავე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პასუხობს ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო ვასილ სოფრომაძის განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტრო ვასილ სოფრომაძის განცხადებას ეხმაურება

თუ ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს  „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, უწყება იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყება შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება ...

Read More »

„ქვეყნის მომავალზე მზურნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები 2012 წლის დამსახურება”

„ქვეყნის მომავალზე მზურნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები 2012 წლის დამსახურება”

 ბიზნესმენი, “ისთ გეით ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში პარტია “გირჩის” მიერ 2 დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაოზბთ: “რამოდენიმე დღეა, რაც სოც. ქსელში ვისმენ და ვკითხულობ იმის თაობაზე, რომ ვარ შეშინებული, მლიქვნელი და ცეხავიკი ბიზნესმენი, რომელიც არ ვიღებ ხმას და არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ერჩის ჩემს ბიზნესს. ზოგიერთ პოსტს ჩემი სურათიც ახლდა ...

Read More »

ლექვინაძე – ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ

ლექვინაძე - ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ

ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება. თუ პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ...

Read More »

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა საიტმა The Top Tens გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ათეული უნდა დასახელებულიყო. შეფასებების მიხედვით, საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ორი ადგილი საბერძნეთსა და ეგვიპტეს ერგოთ. შემდეგი პოზიციები კი რომმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, სპარსეთმა, აცტეკებისა და სპარტის იმპერიებმა დაიკავეს. ბოლო ადგილებზე კი კელტები, შუასაუკუნოვანი ინგლისი და ეთიოპია აღმოჩნდნენ. რეიტინგის კრიტერიუმები უძველეს ცივილიზაციებს შეესაბამება და მომხმარებლებს აქვთ საშუალება კომენტარის სახით დააფიქსირონ ...

Read More »

„ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს“

„ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს“

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბიზნესზე ზეწოლას რაც შეეხება და იმ ბრალდებებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და პლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი, მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ ...

Read More »

2020 წელს განათლების სექტორი 2 მილიარდი ლარით დაფინანსდება

2020 წელს განათლების სექტორი 2 მილიარდი ლარით დაფინანსდება

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მლნ ლარს გავითვალისწინებთ, 2020 წელს ის გახდება 2 მლრდ, 2021 წელს – ორ მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს გაუტოლდება 3 მლრდ 400 მლნ ლარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წელს მთავრობამ გადმოიბარა განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მლნ ლარს არ აღწევდა. „გუშინ ...

Read More »

„გერმანია ჩვენთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც სარეკლამო კამპანიებს 2 წელია ვანხორციელებთ“

„გერმანია ჩვენთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც სარეკლამო კამპანიებს 2 წელია ვანხორციელებთ“

აჭარა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN 2019“ ეცნობიან. რეგიონს გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგენს.  გამოფენას ესწრებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რომლებმაც საქართველოს სტენდთან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს, ბერლინის მერსა ...

Read More »

“საქართველოში აბორტი რომ არ კეთდებოდეს, ყოველწლიურად დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი”

"საქართველოში აბორტი რომ არ კეთდებოდეს, ყოველწლიურად დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი"

“ახლანდელი სტატისტიკის მიხედვით, აბორტი რომ საქართველოში საერთოდ არ კეთდებოდეს, წელიწადში დაბადებული ბავშვების რაოდენობა იქნებოდა 100 ათასი”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ადვოკატების”  იურისტი, გიორგი ლაბაძე სოციალურ ქსელში წერს. “ვლიდერობთ უკვე დიდი ხანია. ეს ყველაფრის ბრალია ერთად – გულგრილობის, უცოდინრობის, არასწორი პოლიტიკის და სხვა… ეს უნდა გამოსწორდეს და შეიცვალოს, ამ თემაზე ხმამაღლა და უფრო აქტიურად საუბარია საჭირო. ახლანდელი სტატისტიკის მიხედვით, აბორტი რომ ...

Read More »

თემურ ჭყონია – გამოვიდეს ეროვნული ბანკი და ახსნას, რა არის ფულის გათეთრება

თემურ ჭყონია - გამოვიდეს ეროვნული ბანკი და ახსნას, რა არის ფულის გათეთრება

“ფულის გათეთრება ამათ ქვეყნის დაქცევა ჰქონიათ, რათქმაუნდა დანაშუალია, მაგრამ საზოგადებას უნდა აუხსნას ეროვნულმა ბანკმა თუ რა არის ფულის გათეთრება”-ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება.  მისი თქმით, ეროვნული ბანკი უნდა გამოვიდეს და ახსნას და მხოლოდ პროკურატურა არ უნდა საუბრობდეს. ...

Read More »