Home » 2019 » March » 07

Daily Archives: March 7, 2019

“ჯორჯიან ეარვეისი” – TAV-ი თბილისის აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს

"ჯორჯიან ეარვეისი" - TAV-ი თბილისის აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” საგანგებო განცხადება თურქული კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა. ისეთი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა თვლის რომ “ტავ ურბან” ჯორჯიას მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ...

Read More »

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შესაძლოა გაუქმდეს – რა ბედი ეწევა უკვე აკუმულირებულ თანხას

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შესაძლოა გაუქმდეს - რა ბედი ეწევა უკვე აკუმულირებულ თანხას

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შესაძლოა გაუქმდეს – რა ბედი ეწევა უკვე აკუმულირებულ თანხას საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხის განხილვა დაიწყო. აღნიშნული ნორმის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა ორგანიზაციამ – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და იურიდიული კომპანია “თორაძე და პარტნიორები” მიმართა. გაერთიანებული სარჩელის განხილვა სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს დაიწყო. მოსარჩელეები საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვენ. “ჩვენ სარჩელის მომზადების პროცესში ...

Read More »

პირთა ნაწილი შესაძლოა, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში 2025 წლამდე აღარ დაჯარიმდეს

პირთა ნაწილი შესაძლოა, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში 2025 წლამდე აღარ დაჯარიმდეს

ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში ავტომობილით გზებზე მოძრაობისას პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაძლოა, არ დაეკისროთ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონებს“ ეკუთვნის, პარლამენტში უკვე წარდგენილია. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინსპექტირების პროცედურის სავალდებულო წესით გავლა ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს იმ პირებისთვის, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასახლებულ პუნქტებს შორის დამაკავშირებელი გზებით მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებიან. „ამასთან, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გზებზე გადაადგილდებიან ძირითადად კონკრეტულ ადამიანთა ...

Read More »

პაატა ბაირახტარი – მხოლოდ მომსახურების სექტორი ეკონომიკას ვერ განავითარებს

პაატა ბაირახტარი - მხოლოდ მომსახურების სექტორი ეკონომიკას ვერ განავითარებს

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა იანვარში, შარშანდელთან შედარებით 3,5 პროცენტით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. აღნიშნული ეკონომიკური მონაცემები, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის აზრით, მხოლოდ საშუალო ვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ეკონომიკის განვითარებისთვის სხვა უფრო მასშტაბური ცვლილებებია საჭირო. რა უნდა გაკეთდეს გრძევლვადიანი პერსპექტივებისთვის და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყნის ...

Read More »

დიდი ცენზურა რუსეთში – პუტინის უპატივცემულობის შემთხვევაში პირს 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება

დიდი ცენზურა რუსეთში - პუტინის უპატივცემულობის შემთხვევაში პირს 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება

რუსეთში მთავრობისა თუ სახელმწიფო პირების, ასევე, თავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უპატივცემულობის შემთხვევაში, პირი 100 000 რუბლით დაჯარიმდება. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში კი 15 დღიანი პატიმრობის შეფარდებაა შესაძლებელი. მთავრობის მისამართით უპატივცემულობაში ჩაითვლება: ინტერნეტ სივრცეში გამოთქმული აშკარად გამოხატული უპატივცემულობა საზოგადოების; რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა; კონსტიტუციისა თუ მაღალჩინოსნების შეურაცხყოფა. ადამიანის გასამართლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მთავრობაზე ან პრეზიდენტზე ცუდად იხუმრებს.

Read More »

ცუკერბერგი კონფიდენციალურ და დაშიფრულ Facebook-ს გვპირდება

ცუკერბერგი კონფიდენციალურ და დაშიფრულ Facebook-ს გვპირდება

ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის” ტრანსფორმაციას გეგმავს.  ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მის მფლობელობაში არსებულ საკომუნიკაციო საშუალებებს უფრო კონფიდენციალურსა და დაშიფრულს გახდის. „ფეისბუქი და ინსტაგრამი დაეხმარა ხალხს მეგობრებთან, საზოგადოებებთან და ინტერესებთან დაკავშირებაში. ეს მოხდა ქალაქის სკვერის ციფრული ექვივალენტის პირობებში. თუმცა ხალხს სურს უფრო კონფიდენციალური კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება მოხდეს მისაღები ოთახის ციფრულ ვერსიაში.  „ფეისბუქი აღარ შეინახავს სენსიტიურ მონაცემებს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც ადამიანების უფლებების ...

Read More »

რუსეთში ყალბი ახალი ამბების გავრცელება და სახელმწიფოს შეურაცხყოფა კანონით დაისჯება

რუსეთში ყალბი ახალი ამბების გავრცელება და სახელმწიფოს შეურაცხყოფა კანონით დაისჯება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო მოსმენით ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცა. ყალბი ამბების გავრცელების შესახებ კანონის დარღვევა 30 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე (400-დან 20 ათას ევრომდე) ჯარიმას ითვალისწინებს. მესამე მოსმენისას ყალბი ახალი ამბების შესახებ კანონპროექტში შესწორებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-მედიასაშუალებები ყალბი ახალი ამბების გავრცელების შემთხვევაში ჯერ წინასწარ გაფრთხილებას მიიღებენ, რის შემდეგაც მათ არასწორი ინფორმაციის წასაშლელად 24-საათიანი ვადა ექნებათ. თუ ინტერნეტ-გამოცემა „როსკომნადზორის“ ...

Read More »

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს წერილით მიმართავს, ე.წ. ციანიდის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „მოგესალმებით დიდი პატივისცემით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით. მოგეხსენებათ, ე.წ. ციანიდის საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, ...

Read More »

საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს ჭამა ეკრძალებათ

საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს ჭამა ეკრძალებათ

„ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართავს. თეონა ჭალიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რეგიტრირებულ ბაღებში არ ხდება აღმზრდელებისთვის დღის განმავლობაში საკვები ულუფის გამოყოფა. ისინი იძულებულნი არიან, საკვები სახლიდან ატარონ. “ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად, აღსაზრდელების დასწრება ბაღებში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს ტენდერითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, გვაქვს საშუალება, ბიუჯეტის გაუზრდელად, ყოველდღიურად, პედაგოგებისთვის  საკვები მომზადდეს. რაც ...

Read More »

2020 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს

2020 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს

2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დიზელის ხარისხის სტანდარტი ევრო 4 სტანდარტს შეესაბამება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ...

Read More »