Home » 2019 » March » 06

Daily Archives: March 6, 2019

გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარს აცხადებს

გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარს აცხადებს

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო ორგანო მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრებით წარიმართოს. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქადაგიძის დაკითხვა „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ...

Read More »

10.1-ინჩიანი HUAWEI MediaPad T5 –  საუკეთესო არჩევანი თქვენი ბავშვების უსაფრთხოებისთვის

10.1-ინჩიანი HUAWEI MediaPad T5 -  საუკეთესო არჩევანი თქვენი ბავშვების უსაფრთხოებისთვის

 HUAWEI-ს ყოველი ახალი პროდუქტის გამოსვლისას,  მომხმარებლის სურვილია მიიღოს წინამორბედთან შედარებით, კიდევ უფრო გაუმჯობესებული ტექნოლოგიური შესაძლებლობები და  კომპანიაც სწორედ, ამ მოლოდინებზეა ორიენტირებული. ყოველი ახალი მოდელის გამოშვებით, ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოწინავე და ინოვაციებზე ორიენტირებული ბრენდია. HUAWEI-მ ქართველ მომხმარებელს განახლებული  10.1-ინჩიანი HUAWEI MediaPad T5 წარუდგინა. ეს არის უახლესი და ინოვაციური მედიაპადი –  8 ბირთვიანი, მძლავრი  პროცესორითა და  10.1-ინჩიანი, 1080P Full HD ...

Read More »

საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობა იწყებს. განხილვა 7 მარტსაა დანიშნული. სარჩელის ავტორები იმედოვნებენ, რომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითი განხილვაში აუცილებლად მიიღებს,  რადგან აშკარაა სადავო ნორმების შემხებლობა საკუთრების უფლებასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. მოსარჩელეები საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას ითხოვენ. მოსარჩელეები არიან იურისტი ედუარდ მარიკაშვილი და მისი დამსაქმებელი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI).

Read More »

2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 318.7 ლარს გაუტოლდა

2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 318.7 ლარს გაუტოლდა

2018 წელს ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა 977 ლარი შეადგინა „საქსტატი“ საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 318.7 ლარს გაუტოლდა და 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 77.2 ლარიანი ზრდა ფიქსირდება. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 977.2 ლარი, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 67.9 ლარით მეტი. საწარმოთა ...

Read More »

„აკაკი ზოიძე საქართველოს ეკონომიკას კლავს“

„აკაკი ზოიძე საქართველოს ეკონომიკას კლავს“

“აკაკი ზოიძე საქართველოს ეკონომიკას კლავს” – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის ეხმიანება თამბაქოზე აქციზის ზრდას და მის გავლენას მწეველთა რაოდენობის შემცირებასა და საქართველოს ეკონომიკაზე. “ეს ადამიანი ეკონომიკას კლავს მოკლედ შევაჯამოთ რა შედეგები მოგვიტანა თამბაქოს შესახებ კანონმა და თამბაქოს მუდმივმა გაძვირებამ. 1) თამბაქოზე აქციზის ზრდა 2012 წლის შემდეგ დაიწყო და ის ...

Read More »

30 წუთში გარეუბნიდან თბილისის ცენტრამდე – იდეა, რომელსაც მერიას სთავაზობენ

30 წუთში გარეუბნიდან თბილისის ცენტრამდე – იდეა, რომელსაც მერიას სთავაზობენ

ტოპოგრაფი კობა კიკნაძე დედაქალაქის მერს, არსებული სატრანსპორტო საშულებების ალტერნატივად, სამგზავრო საბაგიროს სთავაზობს. კობა კიკნაძის მოსაზრებით, მის მიერ წარმოდგენილი საბაგირო გზის სისტემა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ალტერნატიული ტრანსპორტი და მგზავრებსაც გარეუბნებიდან ცენტრისკენ ეკოლოგიის დაზიანებისა და საცობის გარეშე გადაიყვანს. “ინოვაციური სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების აქტუალურობა გამოწვეულია მგზავრების გადაყვანის ბოლოდროინდელი პრობლემებით, ასევე საცობებით. ტრადიციულად, სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრა ხდება სატრანსპორტო საშუალებების დახვეწით, მათი ტევადობის გაზრდით, სპეციალური საგზაო ბილიკების ...

Read More »

ფოთში, მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველო გაქურდეს

ფოთში, მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველო გაქურდეს. მძრცველებმა ტაძრის კარები გატეხეს და სამლოცველოში შევიდნენ. მესანთლის სვეტლანა სიჭინავას თქმით, გატეხილია შესაწირი ყულაბები და წაღებულია თანხა. „ეკლესიაში რომ მოვედი კარი გატეხილი დამხვდა, ჩემამდე მამაო იყო მოსული. გატეხილია ორი შესაწირი ყულაბა, თუმცა რა ოდენობის თანხაა წაღებული არ ვიცით. მამაომ მაშინვე პოლიციაში დარეკა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სვეტლანა სიჭინავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფოთში, მშენებარე ...

Read More »

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის იდეის ინიციატორი ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის იდეის ინიციატორი ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ

ამ ფაქტს ფაქტ-მეტრი ტყუილად აფასებს რეზიუმე: ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეა ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან არსებობდა, რაც დასტურდება ფაქტ-მეტრის კვლევით და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებული ინფორმაცით. ანაკლიაში ნავსადგურის აშენების პირველი მცდელობა 1960-იან წლებში იყო. 1970-იან წლებში ვ. ზენკოვიჩი, თავის სამეცნიერო ნაშრომში, მდ. ენგურის შესართავთან, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების იდეას განიხილავდა და დაახლოებითი მონახაზიც არსებობდა. 1980-იან წლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ...

Read More »

პარლამენტმა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ახალი ორგანული კანონის მიიღო

პარლამენტმა "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი ორგანული კანონის მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 19 თებერვალს მიიღო “შრომის უსაფრთხოების შესახებ” ახალი ორგანული კანონი. აქამდე მოქმედი 2018 წლის 7 მარტს მიღებული “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა. შეიცვალა კანონის სტატუსი – მიღებული კანონი გახდა უფრო მაღალი იერარქიის ორგანული კანონი. 2019 წლის 1 სექტემბრიდან, მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში მყოფ კომპანიების გარდა, კანონი გავრცელდება ეკონომუკური საქმიანობის ყველა დარგის ...

Read More »

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ წერილს ასაჯაროებს

მთავარი პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილს ასაჯაროებს. ამასთან, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძემ წერილთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რის გამოც პროკურატურა მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას. “უწყება ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის ...

Read More »