Home » 2019 » March » 05

Daily Archives: March 5, 2019

ახალი დეტალი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ ავტომობილს შემოწმებაზე მიიყვანთ

ახალი დეტალი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ ავტომობილს შემოწმებაზე მიიყვანთ

ახალი დეტალი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ ავტომობილს შემოწმებაზე მიიყვანთ ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის. ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შევიდა. ცვლილებით მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა. ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუ ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა –  შავი, ნაცრისფერი ან ლურჯი იქნება. ანალოგიურად შემოწმდება ...

Read More »

კომპანია „გლოვო“ „ვენდისთან“ თანამშრომლობას იწყებს

კომპანია „გლოვო“ „ვენდისთან“ თანამშრომლობას იწყებს

კომპანია GLOVO თანამშრომლობას იწყებს საერთაშორისო სწრაფი კვების უმსხვილეს კომპანიასთან -WENDY’S -თან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 6500-ზე მეტ ფილიალს ფლობს, საქართველოს ბაზარზე კი 2013 წლიდან არსებობს. GLOVO მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია, რომელიც 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნდა. დღეს უკვე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მიტანის სერვისს მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 72 ქალაქში ახორციელებს, ქართულ ბაზარზე 2018 წლის ოქტომბერში შემოვიდა. ამჟამად კი მომხმარებლებს მისი ...

Read More »

გიორგი ქინქლაძემ მანჩესტერში ქართული ღვინის ბარის გახსნა გადაწყვიტა

გიორგი ქინქლაძემ მანჩესტერში ქართული ღვინის ბარის გახსნა გადაწყვიტა

”მანჩესტერ სიტის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ მანჩესტერში ქართული ღვინის ბარის გახსნა გადაწყვიტა. გიორგი ქინქლაძე: ”ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მასზე სასაუბროდ სიტყვები არ მყოფნის. მოუთმენლად ველი ინგლისში როდის დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.” ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული სპორტი” ავრცელებს.

Read More »

„თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო სექტორის და ჩვენი მოვალეობაა მოვუფრთხილდეთ მას“

„თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო სექტორის და ჩვენი მოვალეობაა მოვუფრთხილდეთ მას“

„თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს საფინანსო სექტორის და ჩვენი მოვალეობაა მოვუფრთხილდეთ მას, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. „საბანკო საქმეს, საფინანსო სექტორს დამატებითი ხმაური არ უხდება. კომერციულ ბანკს ზედმეტმა აჟიოტაჟმა, პოლიტიზირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს და უპირველეს ყოვლისა, საკითხის ზედმეტმა პოლიტიზირებამ და აჟიოტაჟმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ინვესტორებს და თავად „თიბისის“. „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქართველოში 151 ოჯახს საქორწინო კონტრაქტი აქვს რეგისტრირებული

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქართველოში 151 ოჯახს საქორწინო კონტრაქტი აქვს რეგისტრირებული

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც შეეხება საქართველოში, ბოლო წლების მანძილზე, საქორწინო კონტრაქტების არსებობის შემოწმებას და ქორწინებასთან დაკავშირებული მეუღლეთა უფლებებისა და ვალდებულებების კანონით რეგისტრაციის ფაქტს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ სოფიო მექანარიშვილის განცხადებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოდან, საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა. შესწავლის ფარგლებში, ინტერესი შეეხებოდა 2015-2018 წლებში, საქორწინო ხელშეკრულების რეგისტრაციას, დადებული კონტრაქტების გაუქმების მაჩვენებელს, საქორწინო ...

Read More »

ხაზარაძე – წერილის ორიგინალი, რომლითაც გიორგი გახარია მემუქრებოდა, ექსპერტიზაზე ლონდონშია გადაგზავნილი

ხაზარაძე - წერილის ორიგინალი, რომლითაც გიორგი გახარია მემუქრებოდა ლონდონშია ექსპერტიზაზე გადაგზავნილი

წერილის ორიგინალი ლონდონშია ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი – ამის შესახებ „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის გამოკითხის დასრულების შემდეგ განაცხადა. საუბარია, წერილზე, რომელიც ხაზარაძის თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო და რომელშიც გახარია მას „რეპუტაციის დანგრევით“ ემუქრებოდა. „ვიყავი გამოკითხვაზე, რომელიც მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდა. წერილის ასლი გადავეცი ასევე გავაკეთე კომენტარებიც. წერილში რა წერია ეს პროკურატურის კომპეტენცია იყოს, რამეთუ პრესკონფერენციებს ...

Read More »

ტრამპი ინდოეთს და თურქეთს სავაჭრო პრივილეგიებს შეუზღუდავს

ტრამპი ინდოეთს და თურქეთს სავაჭრო პრივილეგიებს შეუზღუდავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესისთვის დაწერილ წერილში აღნიშნა, რომ აპირებს ინდოეთისთვის და თურქეთისთვის შეღავათიანი სავაჭრო სტატუსის შეწყვეტას, რაც ზოგიერთ პროდუქციას საშუალებას აძლევდა შესულიყო ამერიკის ტერიტორიაზე განბაჟების გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. თურქეთის და ინდოეთის პროდუქცია აშშ-ის პრეფერენციების გენერალური სისტემის ნაწილია. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ 45 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც თურქეთი პროგრამის მიხედვით სარგებლობდა პრივილეგიით და ამის საშუალებით ქვეყანა განვითარდა, უნდა დასრულდეს, რადგან ...

Read More »

ტაქსები ტექინსპექტირებას 6 თვეში ერთხელ გაივლიან

ტაქსები ტექინსპექტირებას 6 თვეში ერთხელ გაივლიან

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან. მანამდე ნორმა წელიწადში მხოლოდ ერთი შემოწმება იყო. ცვლილების მიხედვით, ტაქსის მესაკუთრე ვალდებულია მანქანისთვის ფერის შეცვლის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს. რეგლამენტში შესული ცვლილება ასევე შეეხო მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ...

Read More »

მთავრობამ კომერციული ბანკებიდან 40 მილიონი ლარი ისესხა

მთავრობამ კომერციული ბანკებიდან 40 მილიონი ლარი ისესხა

მთავრობამ კომერციული ბანკებიდან 40 მილიონი ლარი ისესხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. „მოთხოვნამ შეადგინა 67 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.760 %-ით, მაქსიმალური 6.890%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.876%-ით განისაზღვრა“, – ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

Read More »

სოფელ შატილში 250 კვტ სიმძლავრის ჰესი აშენდება

სოფელ შატილში 250 კვტ სიმძლავრის ჰესი აშენდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, მდინარე არღუნზე, 250 კვტ სიმძლავრის „ბეტეხიჰესი 1“ აშენდება, რომელსაც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორციელებს. ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შატილისთვის, რადგან სოფელი არ არის ჩართული ერთიან ელექტროსისტემაში. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჭირო მომსახურების შესყიდვა მიმდინარე თვეში იგეგმება.

Read More »