Home » 2019 » March » 04 (page 2)

Daily Archives: March 4, 2019

მამუკა ხაზარაძე – ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები “თიბისი ბანკს“ არ ეხება

მამუკა ხაზარაძე - ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს“ არ ეხება

არასდროს არც ერთი ბიზნესი “თიბისი ბანკს“ არ ჰქონია არაპროფილური, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მას და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ. “არასდროს არც ერთი ბიზნესი “თიბისი ბანკს“ არ ჰქონია არაპროფილური. ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ “თიბისი ბანკს“ გაეკეთებინოს ინვესტირება იქ, სადაც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. აი ...

Read More »

„როგორ უნდა აღადგინოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის სრული სურათი, როცა 6 წელზე მეტი ხნით დოკუმენტების შენახვის ვალდებულება არ არსებობს“

„როგორ უნდა აღადგინოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის სრული სურათი, როცა 6 წელზე მეტი ხნით დოკუმენტების შენახვის ვალდებულება არ არსებობს“

როგორ უნდა აღადგინოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის სრული სურათი, როცა დოკუმენტები კრედიტის გაცემის, ან შემდგომ საკრედიტო კომიტეტის განხილვის, არ არსებობს და ვერ იარსებებს იმის გამო, რომ 6 წელზე მეტი ხნით დოკუმენტების შენახვის ვალდებულება არ არსებობს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მას და მამუკა ხაზარაძეს უსმენენ. „რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს უფლება ...

Read More »

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს. „წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ ...

Read More »

„არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც გვემუქრება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ“

„არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც გვემუქრება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ“

არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს. „მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა ...

Read More »

„დავინახეთ, რომ შემოტევა იყო, როგორიც 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, რადგან 4 უწყება ერთდროულად არასდროს შემოსულა“

„დავინახეთ, რომ შემოტევა იყო, როგორიც 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, რადგან 4 უწყება ერთდროულად არასდროს შემოსულა“

მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობით საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება შეინარჩუნოს, შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელიწაზე მეტი ვადისაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავანადგუროთ ეს დოკუმენტები, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მას და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ. „2018 წლის ივნისიდან დაიწყეს შემოსვლა. 4 სხვადასხვა უწყება შემოვიდა ერთდროულად. ეს იყო: ფულის მონიტორინგის ...

Read More »

„ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე“

„ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე“

ავთო წერეთელი იყო ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე, თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მე მგონი, ეს ძალიან წაადგება ყველაფერს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხაზარაძემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, რომელიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ იმ ტრანზაქციას ეხება, რის გამოც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ აჟიოტაჟია ატეხილი. ...

Read More »

საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა

საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ რუსო ეწვევა, რომელიც ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. რუსო ასევე აქტივების მმართველების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა. სხვადასხვა დროს ოლივერ რუსო მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საფრანგეთის ხაზინაში, „ბიპიენ პარიბას“ (BNP Paribas) წამყვან საინვესტიციო ბანკში (11 წელი), იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრი ლონდონში. ოლივერ რუსო ასევე არის ...

Read More »

პური და პროდუქტების ფასები 10.2 პროცენტით გაიზარდა

პური და პროდუქტების ფასები 10.2 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2.3 პროცენტზე დაფიქსირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. მათ შორის ფასები მომატებულია თევზეულზე  – 12.5 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე -10.2 პროცენტით,  ბოსტნეული და ბაღჩეული  – 7.6 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.3 პროცენტით, ...

Read More »

თამბაქოს ნაწარმი ერთ წელიწადში 32.7%-ით გაძვირდა

თამბაქოს ნაწარმი ერთ წელიწადში 32.7%-ით გაძვირდა

2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2.3 პროცენტზე დაფიქსირდა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის  ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.  თამბაქოს ნაწარმზე ფასები მომატებულია 13.0 პროცენტით. ტანსაცმელი და ...

Read More »

„კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა“

„კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა“

გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. რაც შეეხება მოსკოვის მხრიდან გაჟღერებულ მუქარის შემცველ კომენტარებს, აბაშიძემ აღნიშნა, რომ ეს მისთვის მიუღებელია. „ვერ წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი და რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემატიკა. რაც შეეხება მუქრის შემცველ კომენტარებს, რომელიც იმ დილით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, ჩვენი ...

Read More »