Home » 2019 » March » 01

Daily Archives: March 1, 2019

განათლებაში ინვესტიცია უფრო მომგებიანია, ვიდრე ამერიკულ აქციებში – ციფრები

განათლებაში ინვესტიცია უფრო მომგებიანია, ვიდრე ამერიკულ აქციებში - ციფრები

სწავლა არამხოლოდ არასდროს არის გვიან, არამედ ყოველთვის მომგებიანია: უმაღლესი და დამატებითი განათლება საშუალოდ მნიშვნელოვნად ზრდის შემოსავლებს. დადასტურებულია, რომ სწავლას მოაქვს ფული პირველი კვლევები, რომლებიც განათლებას და პირად შემოსავლებს შორის კავშირის სწავლობდა, 1950-იან წლებში გაჩნდა. შესაბამისად, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც უზარმაზარი გამოცდილება დაგროვდა, მათ შორის მეთოდოლოგიურიც, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ბანკში შეაჯამეს. 139 ქვეყანაში ათასზე მეტი ნაშრომის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ერთი ...

Read More »

გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა

გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა

დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან, სამშენებლო კომპანია „დინ გრუპის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას, დაზიანდა საშუალო წნევის 450 მმ–იანი გაზსადენი. შედეგად თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება. გთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ...

Read More »

„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო“

„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს. დღეს გავრცელებულ რიგით მეორე განცხადებაში კორძაძე პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ „თიბისი საქმეს“ გრიფით „საიდუმლო“ არ ადევს და აღნიშნულ კონტექსტში საგამოძიებო ორგანოს სთხოვს, სრულად გამოაქვეყნოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. „ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი საიდუმლო. აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, ...

Read More »

HUAWEI -ს შოურუმი თბილისი მოლში – სხვადასხვა გათამაშებას და ბევრ სიურპრიზს გთავაზობთ

HUAWEI -ს შოურუმი თბილისი მოლში - სხვადასხვა გათამაშებას და ბევრ სიურპრიზს გთავაზობთ

თბილისი მოლში გამართულ შოურუმზე HUAWEI  2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით გიმასპინძლებთ გაეცანით, გამოცადეთ, და აღმოაჩინეთ HUAWEI Mate20 სერიის სმარტფონების შესაძლებლობები, 2-8 მარტის ჩათვლით, თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში 2 მარტს, თბილისის მოლის მთავარ ატრიუმში კომპანია HUAWEI-ს შოურიმი გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონები და არამარტო.  მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მთელი კვირის განმავლობაში, გაეცნოს HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონების შესაძლებლობებს: ...

Read More »

ფიზიკური პირების პრობლემური სესხების დასაფარად აზერბაიჯანი ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფს

ფიზიკური პირების პრობლემური სესხების დასაფარად აზერბაიჯანი ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰალ ალიევმა ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების შემუშავებაზე განკარგულება გამოსცა. განკარგულების მიხედვით, საკრედიტო ვალების დასაფარად, რომლებიც დევალვაციის გამო გაიზარდა,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები გამოიყოფა. განკარგულება ვრცელდება უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხზე, რომელიც 10 ათასს აშშ დოლარს არ აღემატება. განკარგულების პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ძირითადად, ბანკების მიმართ ფიზიკური პირების ვალის დაფარვაზე მიიმართება, მათ შორის ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ვალებზე. ...

Read More »

„პარაგრაფი“ Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზეა

„პარაგრაფი“ Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზეა

Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ დიდი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს. აღნიშნულ წარმატებას, სასტუმრო „პარაგრაფმა“ სულ რაღაც ერთ წელში ...

Read More »

სარეკლამო შეტყობინებების გამო 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა

სარეკლამო შეტყობინებების გამო 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მონაცემებით, 59 მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ინსპექტორმა პირდაპირი მარკეტინგის ათეულობით ფაქტი შეისწავლა, აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა დადგინდა, 19 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა და გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 57 დავალება. „მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებისა და კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული რეგულაციის გადასინჯვა, საჯარო წყაროებიდან მონაცემების გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების საფუძვლად მხოლოდ მოქალაქის ...

Read More »

Babillon Tower-ის მშენებლობა განახლდება – მთავრობამ ინვესტორ კომპანიას 45.7 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა

Babillon Tower-ის მშენებლობა განახლდება - მთავრობამ ინვესტორ კომპანიას 45.7 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა

რამდენიმეწლიანი შეჩერების შემდეგ, ბათუმში Babillon Tower-ის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდება. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ინვესტორმა კომპანიამ Tam Geo აჭარის მთავრობას უკვე წარუდგინა მშენებლობის დასრულების ახალი განრიგი. ასევე, წარმოადგინა მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო გარანტია და მთავრობას ხელშეკრულების დარღვევისთვის მასზე დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა სთხოვა. 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით კომპანიას ჯამში 7 599 941,55 ლარისა და 14 276 191,25 დოლარის პირგასამტეხლო ერიცხება. მათი ...

Read More »

102.5 მილიონი ლარი სტარტაპების მხარდასაჭერად “თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერი“ ორი წლისაა

102.5 მილიონი ლარი სტარტაპების მხარდასაჭერად თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ ორი წლისაა

“თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერი“, რომელიც  ზუსტად ორი წლის წინ სტარტაპერების  მხარდასაჭერად შეიქმნა, უკვე პროგრამის ბენეფიციარ 25 000-მდე დამწყებ ბიზნესს აერთიანებს. 2 წლის განმავლობაში, „სტარტაპერმა“ შეძლო პროგრამის გარშემო სხვადასხვა მიმართულების დამწყები ბიზნესების შემოკრება და მათ ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სტარტაპერების საზოგადოებისთვის გაცნობა. პროგრამა „სტარტაპერი“ დღეს  4 ძირითად კომპონენტს აერთიანებს: სტარტაპსესხი, სტარტაპპროდუქტები, ტრენინგები/მასტერკლასები და მედიამხარდაჭერა. სტარტაპების  ხელშესაწყობად პროგრამამ ამ დრომდე 102.5 ...

Read More »

ელექტროტექნიკაზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება

ელექტროტექნიკაზე ენერგიის მოხმარების მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება

ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ კანონშემოქმედებით საქმიანობას შეეხება. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ კი ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და ...

Read More »