Home » 2019 » February (page 30)

Monthly Archives: February 2019

Scope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

Scope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიის „ლისი დეველოპმენტის“ (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“)  ობლიგაციას BB რეიტინგი მიანიჭა. ამავდროულად, Scope Ratings GmbH-მა განაახლა კომპანიის რეიტინგის პროგნოზი B+ პოზიტიური პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში  „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა. საერთაშორისო კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი კომპანიამ Scope Ratings GmbH-ისგან 2018 წლის ივლისში მიიღო და ეს ...

Read More »

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს 100 მილიონი უკან დაუბრუნა

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს 100 მილიონი უკან დაუბრუნა

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს აგროსექტორისთვის გამოყოფილი 100 მლნ ევრო უკან დაუბრუნა. თანხა პროექტ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის-თვის უნდა დახარჯულიყო, თუმცა, ქვეყანა ფინანსურ ხელშეკრულებაზე უარს ამბობს. საკითხი განსახილველად კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს წარუდგინა. კაკაურიძის მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი განაკვეთით გამოდიოდა, რაც რა თქმა უნდა არამიზანშეწონილი იყო ...

Read More »

სიგარეტი იმდენად გაძვირდა, რომ მოსახლეობა თუთუნის მოხმარებაზე გადადის

სიგარეტი იმდენად გაძვირდა, რომ მოსახლეობა თუთუნის მოხმარებაზე გადადის

თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში გაყიდვა თითქმის 30%-ით შეუმცირდა „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორაციული დირექტორის ზვიად სხვიტარიძის ინფორმაციით, სანაცვლოდ ქვეყანაში იზრდება თუთუნის მომხმარებელთა რიცხვი და არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებლები. სხვიტარიძე წლის განმავლობაში სიგარეტის გაძვირებას ისევ პროგნოზირებს. „რეგიონალურ ჭრილში ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში აქციზის გადასახადი რადიკალურად დაბალია. განსხვავება ერთ დოლარზე მეტია. ეს ფაქტი კი არის საკმაოდ დიდი ცდუნება უკანონო ვაჭრობით დაკავებული ...

Read More »

ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” პირველ არხზე გავა

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" პირველ არხზე გავა

ცნობილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სტანდარტული ფორმატითა და ახალი კითხვებით პირველ არხზე ბრუნდება. შოუ სამწლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო სეზონს სულ მალე დაიწყებს და მისი უხილავი წამყვანი ტრადიციულად კვლავ გიორგი მოსიძე იქნება. როგორც მოსიძე ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და გადაცემა ეთერში მიმდინარე წლის მაისიდან გავა. „დიდი პაუზა გამოგვივიდა და წელს ექსპერიმენტებს ვერიდებით, რადგან გვინდა ჯერ ძველი რეიტინგი ...

Read More »

თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერიამ ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. „მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. გზის სამოსის კონსტრუქცია გაანგარიშებული უნდა იქნეს ერთ ღერძზე ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ოლიგარქები აკონტროლებენ

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ოლიგარქები აკონტროლებენ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში განვითარებულ მოვლენებზე Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ე.წ ტიტუშკები, საქართვერლოს ხელისუფლებამ ემიგრანტების ღონისძიების ჩასაშლელად ლიეჟში მიავლინა. გერმანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ემიგრანტებს, რომლებიც ეკონომიკურად მხარს უჭერენ საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა. “შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები თითქმის მთელი ...

Read More »

საფრანგეთის ელჩი: „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურად მეჩვენება

საფრანგეთის ელჩი: „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურად მეჩვენება

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს. ფრანგი დიპლომატის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის. “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი ...

Read More »

პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის სარემონტო სამუშაოები იგეგმება. სამუშაოებისათვის პარლამენტის აპარატმა 1 100 000 ლარი გამოყო. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება პარლამენტის სასახლის C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის სარეკონსტრუციო- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. როგორც მოთხოვნებშია მითითებული სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს ისე, რომ ხელი არ შეუშალოს პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას. „მიმწოდებელმა ...

Read More »

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ რეიტინგიში საქართველო 2 პოზიციით, მე-16 ადგილამდე დაწინაურდა

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ რეიტინგიში საქართველო 2 პოზიციით, მე-16 ადგილამდე დაწინაურდა

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.  2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა. „ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ...

Read More »

„სიბიეს ჯგუფი“: ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება

„სიბიეს ჯგუფი“: ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება

„სიბიეს ჯგუფის“ განცხადება შეგახსენებთ, რომ ქართულ საინვესტიციო ჰოლდინგში – შპს „სიბიეს ჯგუფში“ შემავალმა კომპანია WALTBAY-მ დედაქალაქის გაზმომარაგების ერთ–ერთი კომპანიის – შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ 100%-იანი წილი რამდენიმე თვის წინ შეიძინა. მიმდინარე ეტაპზე გაზმომარაგების კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს, ქართული ბიზნესჯგუფის შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა კი სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება. ბიზნესჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მიერ ბოლო ...

Read More »