Home » 2019 » February (page 3)

Monthly Archives: February 2019

1-2 მარტს ისტერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ჯაზ გიტარისტ პეტ მეთინის

1-2 მარტს ისტერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ჯაზ გიტარისტ პეტ მეთინის

 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით. თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz ...

Read More »

დავით მესხიშვილი – თბილისის მერიამ პარკირების საათობრივ სისტემაზე „სითი პარკის“ იდეა აიღო

დავით მესხიშვილი - თბილისის მერიამ პარკირების საათობრივ სისტემაზე „სითი პარკის“ იდეა აიღო

„პარკირების საათობრივ სისტემაზე გადასვლას ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება უნდა უძღოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პარკირების ზონალურ და საათობრივ სისტემაზე გადასვლა საბოლოოდ სწორი ინიციატივა იყოს, ამჟამად ამისთვის შესაბამისი საფუძველი, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალი დონე არ არსებობს. „ვთანხმდებით, რომ დედაქალაქში რამდენიმე მიმართულებით არის პარკირების პრობლემა. პირველი ისაა, რომ ...

Read More »

სამტრედიის ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამტრედიის ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანის, მომხმარებლის მოტყუების და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ბრალდებული ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს აყალბებდა და აღნიშნული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის ხორცის შეტანას. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი ...

Read More »

ქობულეთში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, ნაპირდაცვისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა. უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენასა და ბულვარის ქვაფენილით მოწყობას ითვალისწინებს. „ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, ...

Read More »

ტრამპი – ჩრდილოეთ კორეას სურს სანქციები გავაუქმოთ, თუმცა, ამას ვერ გავაკეთებთ

ტრამპი - ჩრდილოეთ კორეას სურს სანქციები გავაუქმოთ, თუმცა, ამას ვერ გავაკეთებთ

„ჩრდილოეთ კორეას სურს სანქციები გავაუქმოთ, თუმცა, ამას ვერ გავაკეთებთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმამ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, ჩვენ კიმ ჩენ ინთან კარგ მეგობრებად დავრჩებით. მათ აქვთ უდიდესი პოტენციალი, თუმცა, საუბარი იყო სანქციებზე“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისივე განცხადებით, კიმ ჩენ ინი მოუმზადებელი ...

Read More »

მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, გამოცდა მოსწავლის ცოდნას შეაფასებს და მის კლასში ჩატოვებაზე ორიენტირებული არ იქნება. „გამოცდები რომ გავაუქმეთ და თვალი დავხუჭეთ, ამას დააკომპენსირებს ის, რომ შეფასებებს ჩვენ სკოლის დონეზე ჩამოვიტანთ ანუ გავაკეთებთ შეფასებას მე-6 და მე-10 კლასის ბოლოს. ისე ...

Read More »

კახა კალაძე – ყვითელი ავტობუსები მართლაც ძალიან მძიმე მდგომარებაშია

კახა კალაძე - ყვითელი ავტობუსები მართლაც ძალიან მძიმე მდგომარებაშია

თბილისის მერმა ავტობუსების ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.  კახა კალაძის თქმით, მაისის დასაწყისში საქართველოში 90 ერთეული „მანის“ ტიპის ავტობუსი შემოვა. „ავტობუსების პარკის ჩანაცვლება ჩვენ დაწყებული გვაქვს, მაისიდან უკვე ველოდებით 90 ერთეულ „მანის“ ტიპის ახალ ავტობუსებს, რომელიც უკვე დამზადებულია ნაწილი, ნაწილი დამზადების პროცესშია და 5 მაისისთვის 90 ერთეული უკვე უნდა იყოს საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ სრულად ვაპირებთ პარკის განახლებას. მე მხედველობაში მაქვს ყვითელი ...

Read More »

თბილისის მეტროს 2 ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება

თბილისის მეტროს 2 ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება

თბილისის მეტროს 2 ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, -ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, წლის ბოლომდე თბილისის მეტროს კიდევ რვა ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა და მოცდის დროს შეამცირებს. „ფაქტიურად მთავრობის ყოველ სხდომაზე მიწევს საუბარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობაზე , სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაზე და მინდა გითხრათ მეტროს ვაგონებთან დაკავშირებით: ჩვენ თებერვლის ...

Read More »

ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. გვიან ღამით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შეტყობინება შევიდა, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი. კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი („ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია, ასევე, სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – ლარის რყევას “თიბისის” პროცესებთან კავშირი ნაკლებად აქვს

გიორგი ცუცქირიძე – ლარის რყევას "თიბისის" პროცესებთან კავშირი ნაკლებად აქვს

ექსპერტების ნაწილის და ოპოზიციის განცხადებებს ლარის გაუფასურების “თიბისი ბანკთან” დაკავშირებას, ნაკლებ არგუმენტირებულად მიიჩნევს საბანკო დასაფინანსო სფეროს ექსპერტი პროფესორი გიორგი ცუცქირიძე. მისივე შეფასებით, “თიბისი ბანკთან” ყველზე „მწვავე დაპირისპირების პიკი უკვე გადავლილია, რასაც ადასტურებს თუნდაც ფაქტი, რომ „თიბისი ბანკი“ სამართლებრივ ნაწილში სრულად იზიარებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ სანქციებს და შესაბამისად, რაღაც ნეგატიური მოლოდინების გაჩენა გადაჭარბებულია, როდესაც ბანკთან სადავო და გასარჩევი ეროვნულ ბანკს ...

Read More »