Home » 2019 » February » 26

Daily Archives: February 26, 2019

საქართველოში ავტოტრანსპორტის 90%-ზე მეტი 2008 წლამდეა წარმოებული

საქართველოში ავტოტრანსპორტის 90%-ზე მეტი 2008 წლამდეა წარმოებული

საქართველოში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 91% ათ წელზე უფრო მეტი ასაკის არის, ისინი 2008 წლამდეა წარმოებული. ამის შესახებ ავტოპარკის 2017 წლის მონაცემებში წერია. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს. შს სამინისტროს ცნობით, ახალი – 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები არსებული ავტოპარკის 1.2%-ს შეადგენს. 2017 წლის მონაცემებით, ავტოპარკის 81.9% მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანებია.  სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში – 4.3%, ხოლო სატვირთოების – 8%-ია. 2019 ...

Read More »

„რიცხვებით ჟონგლირება” – გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება

„რიცხვებით ჟონგლირება" - გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება

„რიცხვებით ჟონგლირება” – გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება გასულ კვირას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის დონის მაჩვენებლის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2018 წელს დაფიქსირებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა და ის 12.7%-ს შეადგენს. „ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს”, ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ჩემი შეთავაზება ძალაშია, შემიძლია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინო

ირაკლი კოვზანაძე - ჩემი შეთავაზება ძალაშია, შემიძლია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინო

ჩემი შეთავაზება ძალაშია – შემიძლია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინო, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. კოვზანაძის განმარტებით, კომიტეტში შეიძლება საკითხის პროფერსიონალური განხილვა შედგეს, ხოლო თარიღი და მოსმენის ფორმატი მოლაპარაკების საგანია. “საზედამხედველო ღონისძიებები, რომელსაც ცენტრალური ბანკის ატარებს, არის კონფინდენციალური. ეს ღონისძიებები არის დახურული ნებისმიერი მესამე მხარის მიმართ. მეორეს მხრივ, “თიბისი“ ბანკის აქციონერებმა ლონდონში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრობლემა, ...

Read More »

„2 წელში ველოდებით 1.5 მლრდ ლარის აკუმულირებას, რომლის 80% საქართველოს ეკონომიკას მოხმარდება“

„2 წელში ველოდებით 1.5 მლრდ ლარის აკუმულირებას, რომლის 80% საქართველოს ეკონომიკას მოხმარდება“

“ჩვენ 2 წელიწადში ველოდებით დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს, ხოლო 6 წელიწადში – 5 მილიარდ ლარს, რომლის 80%-მა საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იმუშაოს”, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან სურგულაძე Bpi-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. “ჩვენ 2 წელიწადში ველოდებით დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს, ხოლო 6 წელიწადში – 5 მილიარდ ლარს, რომლის 80%-მა საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იმუშაოს. ანუ, მოხდება აკუმულირებული თანხის ინვესტირება კეთილსაიმედო ფინანსურ ...

Read More »

სურგულაძე – საპენსიო შენატანები უფრო დაცულია, ვიდრე ადამიანის სხვა ნებისმიერი აქტივი

სურგულაძე - საპენსიო შენატანები უფრო დაცულია, ვიდრე ადამიანის სხვა ნებისმიერი აქტივი

ინტერვიუ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან ლევან სურგულაძესთან. -2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი პენსია ამოქმედდა. მკითხველს რომ ავუხსთან რა უპირატესობები აქვს მსგავის ტიპის სქემას და რატომ გახდა საჭირო მაინც და მაინც ახლა საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება? -უფრო უპრიანი იქნებოდა იმის თქმა, რატომ აქამდე არა. ეს უნდა გაგვეკეთებინა უფრო ადრე და ეკონომიკურად გაცილებით უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით. რეფორმას აქვს ორი მნიშვნელოვანი ...

Read More »

ბადრი ჯაფარიძე – ანაკლიის პორტის პროექტი არ გაჩერდება

ბადრი ჯაფარიძე - ანაკლიის პორტის პროექტი არ გაჩერდება

“ანაკლიის პროექტი არ გაჩერდება. ყველაფერი მიმდინარეობს გრაფიკის შესაბამისად. ანაკლიის პროექტი არ გაჩერდება; დანარჩენზე მიმართეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, -ამის შესახებ TBC ბანკის დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს. საკომიტეტო მოსმენა თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გუშინ გავრცელებული განცხადების მიუხედავად მას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება.

Read More »

მამუკა ხაზარაძე – სიცრუის ტირაჟირება ხდება ურიცხვი ბოტებითა და ყალბი ახალი ამბებით

მამუკა ხაზარაძე - სიცრუის ტირაჟირება ხდება ურიცხვი ბოტებითა და ყალბი ახალი ამბებით

“სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება სხვადასხვა ბოტებისა და ტყუილი ნიუსების, შესაბამისად, გვინდოდა გამოგვეყენებინა ეს ტრიბუნა რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ამ ისტორიას ახლავს,”- ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ჩაშლის შემდეგ მედიას განუცხადა. საპარლამენტო ურმავლესობის წევრების შეფასებით, თიბისი ბანკის საქმეზე საჯარო დისკუსია დამაზიანებელი იქნებოდა, ამიტომაც დეპუტატებმა სხდომის დახურვას დაუჭირეს მხარი. “კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ...

Read More »

როგორ იქცა “მაკდონალდსი საქართველო” ევროპაში საუკეთესოდ

როგორ იქცა "მაკდონალდსი საქართველო" ევროპაში საუკეთესოდ

კონკურენცია, რომელმაც დიდი წარმატება განაპირობა – როგორ იქცა “მაკდონალდსი საქართველო” ევროპაში საუკეთესოდ “მაკდონალდსის”ერთ რესტორანს, დაახლოებით, მილიონი ლარი შეაქვს ბიუჯეტში და ჯამში დასაქმებული გვყავს 1000 ადამიანზე მეტი რამდენიმე დღის წინ “მაკდონალდსის” ქართული რესტორნები ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა. კომპანიამ შეძლო და ევროპის დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს აჯობა. ამ ყველაფერს კი სხვა ყველაფერთან ერთად მუდმივი განვითარებით, მაღალი დონის სერვისითა და ხარისხიანი მომსახურებით მიაღწია. რა გზა ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი

ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა. „დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ...

Read More »

საოჯახო ტიპის სასტუმროებს წყლის ტარიფი შესაძლოა, გაეზარდოთ

საოჯახო ტიპის სასტუმროებს წყლის ტარიფი შესაძლოა, გაეზარდოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 26 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. შეხვედრაზე განიხილება კომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/21066 2019 წლის 18 იანვარს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შემუშავდა პროექტი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის ...

Read More »