ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალური და ნებისმიერი მესამე მხარისთვის დახურულია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით უწყების განცხადება ბანკის გადაწყვეტილებაა. „ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამ დამოუკიდებლობას პარლამენტი ძალიან უფრთხილდება. საერთოდ, საზედამხედველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და ეს არის დახურული ნებისმიერი ...
Read More »Daily Archives: February 25, 2019
Marriott International-ი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მრავალ მილიონ დოლარიან განახლებას აღნიშნავს
„Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ი, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ ხსნის „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“. 1 მარტს, სასტუმრო უკვე დაიწყებს ოპერირებას და მიიღებს პირველ სტუმრებს. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ამიერიდან ადგილს დაიკავებს უფრო მაღალი, გრანდ კატეგორიის სასტუმროებს შორის, რომლებიც აღიარებულია მიმზიდველი ადგილმდებარეობით, გამორჩეული დიზაინით, სანიმუშო სამზარეულოთი, მაღალი დონის მომსახურებითა და სტუმრებისთვის გაზიარებული საუკეთესო გამოცდილებით. „დიდი სიამაყით ...
Read More »კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 870.3 მლნ ლარით შემცირდა
იანვარში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 870.3 მლნ ლარით, ანუ 2.2 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით შემცირდა) და 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 38.8 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია. 2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა ...
Read More »სებ-ს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია
ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აღნიშნულის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი , კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა ეროვნული ბანკისთვის მიზანშეწონილი არ არის. ,,საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო-საფინანსო სექტორის რეგულატორი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს ...
Read More »„Fitch-ი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესს“
Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების კომენტირებისას განაცხადა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის. „საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურებაა Fitch-ის გადაწყვეტილებაც, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი“, – ...
Read More »არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი სამუდამო პატიმრობით დაისჯება
არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი სამუდამო პატიმრობით დაისჯება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა. „პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის ნაწილში. გავამკაცრეთ სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში ჩამდენი პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული. ეს ადრე ასე არ იყო“, ...
Read More »მაკდონალდსის ერთ რესტორანს ბიუჯეტში მილიონი ლარი შეაქვს
“მაკდონალდსის ერთ რესტორანს, დაახლოებით, მილიონი ლარი შეაქვს ბიუჯეტში და ჯამში დასაქმებული გვყავს 1000 ადამიანზე მეტი”, – ამის შესახებ “მაკდონალდონალდსი საქართველოს” დირექტორმა, თენგიზ კაპანაძემ “ბანკები და ფინანსებთან” სიახლეებზე საუბრისას განაცხადა. – გავრცელებული ინფორმაციით 2 წლის განმავლობაში საქართველოში მაკდონალდსის კიდევ 7 ახალი რესტორანი უნდა გახსნას, რისთვისაც EBRD -ის მიერ 20 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუ შეგვიძლიათ გვითხრათ, რა პერიოდულობით იგეგმება რესტორნების გახსნა და ...
Read More »აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ორი კლინიკა გარდაცვლილ პირებს „მოემსახურა“
ბათუმში კლინიკას 6 გარდაცვლილ ბენეფიციართან ვიზიტი და მომსახურების გაწევა აქვს დოკუმენტირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად, უწყების განმარტებით, გარდაცვლილი პაციენტისთვის „მომსახურების“ გაწევა 2016 წელს შპს „ქირურგიულ კლინიკა SALVE“-ს 2 (2 შემთხვევა), ხოლო 2017 წელს „საქართველოს კარიტასს“ (4 შემთხვევა) უფიქსირდება. ბათუმის მერიის განმარტებით, მსგავს ფაქტებს ვერ გამორიცხავენ, რადგან არ აქვთ ინფორმაცია ბენეფიციართა გარდაცვალების შესახებ, თუმცა მერიას ...
Read More »ლევან სურგულაძე – Fitch-ი საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმას დადებითად აფასებს
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ ვარაუდობს, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. მის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელიც „ფიტჩის“ შეფასებას გამოეხმაურა. სურგულაძის თქმით, უახლოეს წლებში საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა შეიქმნება. „ფიტჩის“ რეიტინგში აისახა საქართველოს ბოლოდროინდელი რეფორმები, მათ შორის რეფორმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ. უახლოეს წლებში საქართველოში შეიქმნება უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, ...
Read More »საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა
ვინ არიან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა. ეროვნულმა ბანკმა შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრად ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა, რომელიც BDO-სმმართველი პარტნიორია. კომისიის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები – ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი. როგორც პირველ არხს საპენსიო სააგენტოს უფროსმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა, უკვე დღეს საინვესტიციო საბჭოს ვაკანსია გაიგზავნება გამოცემა ...
Read More »