Home » 2019 » February » 20

Daily Archives: February 20, 2019

ქუჩები, სადაც მძღოლები 1-ლი ივლისიდან პარკირების საფასურის საათობრივად გადაიხდიან

ქუჩები, სადაც მძღოლები 1-ლი ივლისიდან პარკირების საფასურის საათობრივად გადაიხდიან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ კალაძემ დღეს ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება: კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა და მიმდებარე ქუჩები. მანვე განმარტა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა საბურთალოს სხვადასხვა ქუჩებზეც მოხდება.

Read More »

„სამწუხაროდ, ქართული კომპანიები, დიდი პროექტების ფარგლებში, სატენდერო მოთხოვნებს უმეტესწილად ვერ აკმაყოფილებენ“

„სამწუხაროდ, ქართული კომპანიები, დიდი პროექტების ფარგლებში, სატენდერო მოთხოვნებს უმეტესწილად ვერ აკმაყოფილებენ“

სამწუხაროდ, ქართული კომპანიები, დიდი პროექტების ფარგლებში, სატენდერო მოთხოვნებს უმეტესწილად ვერ აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დიდ პროექტებში სამინისტრო მოქმედებს საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესებით. „რატომ იმარჯვებენ უცხოური კომპანიები ტენდერებში? ასეთ პროექტებში ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო ინსტიტუტების დაფინანსებით, მათივე წესებით, რომელიც განსაზღვრავს კომპანიებისადმი მოთხოვნებს. სწორედ ამ რისკების შეფასების ...

Read More »

BP: აზერბაიჯანის ორ მთავარ საბადოზე ბუნებრივი აირის მარაგი 2050 წელს ამოიწურება

BP: აზერბაიჯანის ორ მთავარ საბადოზე ბუნებრივი აირის მარაგი 2050 წელს ამოიწურება

აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის საბადოებზე „შაჰ დენიზსა“ და „შაფაგ ასიმენზე“ მარაგები 2050 წელს ამოიწურება – წერს აზერბაიჯანის გამოცემა news.day.  ამ შეფასებას ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმის (BP)  ვიცეპრეზიდენტი მაიკ ზენგი აკეთებს. კასპიის რეგიონი ყველზე ძველი რეგიონია მსოფლიოში, სადაც ნავთობისა და გაზის მოპოვება ხდება. BP-იმ თავისი პირველი ოფისი 1992 წელს გახსნა. კონტრაქტს „შაჰ-დენიზის“ საბადოზე ძებნა- მოპოვებითი სამუშაოების დაწყების შესახებ 1996 წელს ...

Read More »

„ცენტრ პოინტის“ მშენებლობებს მ2 აღარ გადაიბარებს

„ცენტრ პოინტის“ მშენებლობებს მ2 აღარ გადაიბარებს

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ცენტრპოინტის“ მშენებლობებს მ2 აღარ გადაიბარებს. როგორც მან განმარტა, მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. “საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ პირობები, რომლებიც დაზარალებულების ინტერესში შედიოდა, ამაზე ვერ განაცხადა თანხმობა და ვერ დაითანხმეს მ2 და შეიძლება პირიქითაც იყო. გარკვეული პირობები, რომელიც მათ წამოაყენეს, ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი. მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება ამ პროცესში, სანამ გარკვეული ნორმალური, კარგი ...

Read More »

2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის 5.1 მილიარდი ლარი დაიხარჯება

2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის 5.1 მილიარდი ლარი დაიხარჯება

„მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესზე ისაუბრა. როგორც მინსიტრმა აღნიშნა, ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს და ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრატსრუქტურაში იდება. „იმის გათვალისწინებით რომ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში განსაკუთრებით საინეტერესოა მისი განხორციელების ეტაპები, ეს არის მარშრუტი წითელი ხიდიდან სარფამდე და სადახლოდან სარფამდე. 2018-2023 წლების განმავლობაში 227 კმ. ...

Read More »

რომან გოცირიძე: საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად გადაიქცა

რომან გოცირიძე: საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად გადაიქცა

“რატომ გადაიქცა საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად? იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ. რა არის მიზეზი?”, – შესაბამისი კითხვებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მიმართა. „რით ხსნით იმ ფაქტს, რომ ექვსი წლის განმავლობაში ექვსი მინისტრი შეიცვალა, მაშინ როდესაც ამ ექვსი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთადერთი და შეუცვლელი მინისტრი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები არიან ასეთი ცუდები, თუ ...

Read More »

კახა კალაძე: თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება ქალაქში

კახა კალაძე: თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება ქალაქში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენციაა. „ერთ-ერთ პრობლემა ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენციაა. ამის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია. სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, შევძლებთ პრობლემების მოგვარებას. ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. მანქანების რაოდენობასაც თუ შევხედავთ, თბილისში 500,000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და ...

Read More »

რას გამოიწვევს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება

რას გამოიწვევს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება

რას გამოიწვევს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერებით ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის 5 პუნქტი დაასახელა: 1. სარკინიგზო სფეროში – უღელტეხილის რეკონსტრუქცის (მოდერნიზაციის) პირობებში, რომლის დასრულება, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზისამოქმედების სინქრონულად უნდა განხორციელდეს, რა დროსაც რკინიგზისარსებული გამზიდუნარიანობა, ფაქტიურად შეუზღუდავი იქნება, ანაკლიისპროექტის შეჩერება, შესაბამისად, ტვირთნაკადების ალტერნატიულ დერეფნებშიგადადინება, გამოიწვევს რკინიგზის მოდერნიზაციაში დაბანდებული ფინანსურირესურსების დაბალი უკუგებით და განგრძობილ ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – ბიზნესს სასამართლო მეგობრის სერვისს სავარაუდოდ გაზაფხულიდან შევთავაზებთ

ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესს სასამართლო მეგობრის სერვისს სავარაუდოდ გაზაფხულიდან შევთავაზებთ

გაზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბიზნესს სასამართლო მეგობრის სერვისი შევთავაზოთ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სხვადახვა სასამართლო ინსტანციაში ბიზნესომბუდსმენისთვის სასამართლო მეგობრის ფუნქციის მინიჭება ხელს შეუწყობს ბიზნესთან დაკავშირებული საქმეების დროულ განხილვას და მოსამართლისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას. „დღევანდელი კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოში ვიყოთ, როგორც სასამართლოს მეგობარი. ეს ფუნქცია პირველად 2018 წელს გამოვიყენეთ და მაისში გვქონდა პირველი პრეცედენტი, როდესაც დადებითად გადაწყდა ...

Read More »

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გარდა, წყალმომარაგებაც შეიზღუდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გარდა, წყალმომარაგებაც შეიზღუდება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან წყალმომარაგებაც შეიზღუდება. წყალსაქაჩი სადგურების მუშაობა შეუძლებელია ელექტროენერგიის გარეშე. შესაბამისად, ადგილობრივი კომპანიის ცნობით, დღის განმავლობაში სამი საათით მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება. აფხაზეთში დღეიდან დენის მიწოდება გრაფიკით ხორციელდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.

Read More »