Home » 2019 » February » 16

Daily Archives: February 16, 2019

საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი, აიკრძალება

საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი, აიკრძალება

მთავრობა გეგმავს შეზღუდოს საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღიშნული, ცვლილებები მიმართული იქნება სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და ეფექტიანობის ამაღლებისაკენ. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს მათ შორის სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ...

Read More »

აუდიტის სამსახურმა შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ნაკლოვანება გამოუვლინა

აუდიტის სამსახურმა შემოსავლების სამსახურს რამდენიმე ნაკლოვანება გამოუვლინა

აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ძირითადი აქტივების მართვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის შედეგად რამდენიმე ნაკლოვანება გამოვლინდა. „2016-2017 წლებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებულ 10 ხელშეკრულებაში, რომელთა თავდაპირველი ღირებულება 1,309,088 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შეტანის საფუძველი იყო სამუშაოს სახეობების დაზუსტება და მოცულობების მნიშვნელოვანი შემცირება, რაც შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე ...

Read More »

მერკელი – ევროპა სირთულეების წინაშეა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რუსეთის ჰიბრიდული ომია

მერკელი - ევროპა სირთულეების წინაშეა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რუსეთის ჰიბრიდული ომია

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა დღეს სირთულეების წინაშე დგას. შექმნილი ვითარების ერთ-ერთ მიზეზად მან რუსეთის ჰიბრიდული ომი დაასახელა, რომელიც სუსტ ქვეყნებს უტევს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები გარკვეულ კონსენსუსამდე ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. მისივე თქმით, მხარეებმა მოლაპარაკებები მომავალშიც აქტიურად უნდა განაგრძონ. ამასთან, მერკელმა ...

Read More »

მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა

მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა. საუბრისას  ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ,,ტვიტერის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. „საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ...

Read More »

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში 

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში 

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში.  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. სახლის დათვალიერების დროს გაირკვა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს სადაც ასევე კუსტარულად დამონტაჟებული რამდენიმე ღია კამერიანი წყალგამაცხელებელია. უსაფრთხოების მიზნით კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება შეუწყდა. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ...

Read More »

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.შესაბამისი წერილები კონგრესს ტრამპმა უკვე გაუგზავნა. აღნიშნული გადაწყვეტილება, კონგრესის გვერდის ავლით ტრამპს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო სახსრებამდე წვდომის საშუალებას აძლევს, საუბარია 8 მილიარდ ამერიკულ დოლარზე. ტრამპმა ამასთანავე ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტსაც, რომლითაც ქვეყნაში ე.წ. შათდაუნის განმეორება თავიდან აიცილეს. არსებული ინფორმაციით დემოკრატები ტრამპის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Read More »

17 თებერვალს რუსთავში მანქანების განბაჟებასა და რეგისტრაციას ვერ შეძლებთ

17 თებერვალს რუსთავში მანქანების განბაჟებასა და რეგისტრაციას ვერ შეძლებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს. იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება. მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ბოდიშს გიხდით, შექმნილი დისკომფორტის ...

Read More »

ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით გაიზარდა

ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით გაიზარდა

Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 5.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისთვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 314-ე ადგილზეა. როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მისი ქონება 5.07 ...

Read More »