Home » 2019 » February » 08

Daily Archives: February 8, 2019

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა მარტიდან იქნება შესაძლებელი

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა მარტიდან იქნება შესაძლებელი

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი” (ID) ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქში ავრცელებს. „2019 წლის 1-ელ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება „აიდი” ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება”, – ნათქვამია ...

Read More »

m2-ის ახალ ობლიგაციებზე 3 მილიონიანი გარიგება დაიდო

m2-ის ახალ ობლიგაციებზე 3 მილიონიანი გარიგება დაიდო

m2-ის ახალ ობლიგაციებზე 3 მილიონიანი გარიგება დაიდო. საფონდო ბირჟაზე 29 იანვარს დალისტულ “მ2 კომერციული ქონებების“ ($M2C01L)  ფასიან ქაღალდებზე დიდი მოთხოვნაა. 7 თებერვალს 2 900 ობლიგაციაზე დაიდო გარიგება. ინვესტორმა, რომელის ვინაობა უცნობია, კომპანიის ფასიან ქაღალდებში 2,922,040 დოლარი ჩადო. „მ2 კომერციული ქონებებმა“  3 წლიანი, 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 7.5%-ით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ...

Read More »

ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობით დაისაჯოს

ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაშ მართვა, შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობით დაისაჯოს

მოპედის სამართავად შესაძლოა, მართვის მოწმობა გახდეს სავალდებულო, ნასვამობაზე კი ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს. ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა შს სამინისტროს მიერ დაგეგმილ გამკაცრებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში წარდგენილი გეგმით, შს სამინისტრო 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს კანონპროექტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირების გამკაცრებას გულისხმობს. მათ შორის, ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ასევე დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ...

Read More »

დავით ბეჟუაშვილი ადასტურებს, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელთა შორისაა

დავით ბეჟუაშვილი ადასტურებს, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელთა შორისაა

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი პირველ არხთან საუბარში ადასტურებს, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელთა შორისაა. „გაზში კომპანიის ინტერესები არის, მაგრამ პროცედურა მართვის არ არის დაწყებული“, – აღნიშნა ბეჟუაშვილმა. პირველი არხი დაინტერესდება, იქნება თუ არა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გაზგამანაწილებელი კომპანიის მართვაში ერთობლივად ჩართული ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას „სიბიეს ჯგუფთან“ ერთად.“ეს პროცესი ყალიბდება”, – დასძინა ბეჟუაშვილმა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი” შარშან კომპანიამ „ვალთბეი“ (Waltbay) შეიძინა, რომლის მფლობელად „სიბიეს ჯგუფი“ ...

Read More »

კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა

კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა

კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა. ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე „ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა და მიწვეული სტუმრები ესწრებიან. კომპანიის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ინფორმაციით,  კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. განხორციელდა ქარხნის სრული მოდერნიზაცია და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციისსისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც ...

Read More »

დევიდ მელპასი – მსოფლიო ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკრედიტება

დევიდ მელპასი – მსოფლიო ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაკრედიტება

მსოფლიო ბანკი ჩინეთისა და სხვა დიდი ქვეყნების დაკრედიტებას შეამცირებს და სახსრებს განვითარებადი ქვეყნებისკენ მიმართავს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დევიდ მელპასი, რომელიც დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა, მიიჩნევს, რომ ბანკმა უნდა შეწყვიტოს დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების დაკრედიტება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ მაღალი შემოსავალი ფიქსირდება. პირველ რიგში, ეს შეეხება ჩინეთს. მელპასის აზრით, ამის ნაცვლად, ეს სახსრები მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ...

Read More »

დეპუტატის ინიციატივა – „ოქროს ატესტატი“, რომელიც უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის გარანტია იქნება

დეპუტატის ინიციატივა - „ოქროს ატესტატი“, რომელიც უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის გარანტია იქნება

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. იქნებ, ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ინიციატივა გამოთქვა, რომ ოქროს ატესტატის მქონე მოსწავლეს საშუალება ჰქონდეს ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ ჩააბაროს. „ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ ეს არაფერში აღარ არის, მე მგონი. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო ...

Read More »

„წამგებიანი საჩუქარი“ – რა უჯდება ბიუჯეტს „ბლექ სი არენას“ მართვა

„წამგებიანი საჩუქარი“ - რა უჯდება ბიუჯეტს „ბლექ სი არენას“ მართვა

2017 წლის 31 დეკემბრისთვის საკონცერტო დარბაზმა  6.4 მილიონი ლარის ზარალი დააგროვა „წამგებიანი საჩუქარი“ – რა უჯდება ბიუჯეტს „ბლექ სი არენას“ მართვა მას შემდეგ, რაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი – „ბლექ სი არენა“ ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს საჩუქრად, უსასყიდლოდ გადასცა, არ წყდება საუბარი მის ავ-კარგიანობაზე.  საზოგადოებისა და სპეციალისტთა წრის ერთი ნაწილი, მოვლენას პოზიტიურად აფასებს და მიაჩნიათ, რომ ...

Read More »

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა

დედაქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა ამის თაობაზე, სპეციალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შემდეგ, თბილისის მერიც ალაპარაკდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, გამოსავლის გზად ძველი, გამხმარი ხე-მცენარეების გაჩეხვა და იმავე ადგილებში მწვანე საფარის განახლება მიიჩნევა. ევროპის საბჭოს 31 ქვეყანაში გამწვანების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35,5 კვ/მ-ია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ქალაქებში რეკრეაციული ზონების რაოდენობის მაქსიმალურ გაზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ამ ქვეყნებში გამწვანების კოეფიციენტი 27-120 კვ/მ შორის მერყეობს. თბილისის ...

Read More »

ირაკლი როსტომაშვილი: 40 000 მოქალაქეს შეიძლება, დასაქმების პრობლემა შეექმნას

ირაკლი როსტომაშვილი: 40 000 მოქალაქეს შეიძლება, დასაქმების პრობლემა შეექმნას

“მენაშენეთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი ვარაუდობს, რომ 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები დაახლოებით, 40 000 ადამიანს  დასაქმების პრობლემას შექმნის. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა. “ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებამ, ბანკებში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10-ჯერ შეამცირა იპოტეკური სესხების გაცემა. დეველოპერულ კომპანიებს 50%-თ შეუმცირდათ უძრავი ქონების რეალიზაცია. რიგი კომპანიები უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ახალი დეველოპერული პროექტის დაწყებას. ქვეყანაში თვითდასაქმებული მოქალაქეების 30-40% ...

Read More »