Home » 2019 » February » 04

Daily Archives: February 4, 2019

Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა

Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა

გთავაზობთ “კომერსანტის” მასალას. მთავარი  – “ბორჯომის” შემდგომ გადაყიდვასთან დაკავშირებით ისაა, ვინ მისცემს ახალ მეპატრონეს რუსულ ბაზარზე დარჩენის გარანტიას, შეძლებს ამას “ალფა–ჯგუფი?” და საერთოდ ექნება ამ გარიგებიდან რაიმე სიკეთე საქართველოს? Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა. რამდენიმე თვის წინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, IDS Borjomi-ის ყიდვას Nestle ან Coca-Cola აპირებდა. როგორც „კომერსანტს“ წყარომ განუცხადა, ბოლო პერიოდში Nestle-მ IDS ბორჯომს Coca-Cola-ზე ...

Read More »

“ფოთის ახალი პორტი” და “ანაკლია” – ივანიშვილი და ხაზარაძე დაზავდნენ თუ დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის

"ფოთის ახალი პორტი" და "ანაკლია" - ივანიშვილი და ხაზარაძე დაზავდნენ თუ დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის

ფოთის ახალი პორტისა და ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი ანალიტიკოს ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ: “ინფორმაცია ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ ბევრ კითხვას აჩენს. გაუგებარია არსებული პორტი ვითარდება, მას ახალი ტერმინალი ემატება, თუ პრინციპულად სხვა პორტი აშენდება. პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ შენდება ახალი პორტი და ტერმინალი. პორტი და ტერმინალი თუ პორტის ტერმინალი? ეს დასაზუსტებელია. ამით ფოთის პორტი ხდება თუ არა ანაკლიის პორტის კონკურენტი? ...

Read More »

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა. „დღეს ყველანი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვართ. ხელი ეწერება ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და „პეის ჯგუფს“ შორის ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, ...

Read More »

ახალგაზრდა ადვოკატები: “მივმართავთ ეროვნულ ბანკს, გაკეთდეს განცხადება – რა ხდება „ნანოკრედიტში“ და რა ელოდება თანხებს”

ახალგაზრდა ადვოკატები: "მივმართავთ ეროვნულ ბანკს, გაკეთდეს განცხადება - რა ხდება „ნანოკრედიტში“ და რა ელოდება თანხებს"

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას აკეთებს და საქართველოს საფინანსო ბაზარზე მოქმედი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია „ნანოკრედიტთან“ დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბანკისგან დაუყოვნებლივ განმარტებებს მოითხოვს, რაც ეხება კომპანიაში შექმნილი ფინანსური მდგომარეობის საკითხის შეფასებას და მოქალაქეების მიერ განთავსებული სახსრების უვნებლობისა და უსაფრთხოების საკითხს. ამასთან, შექმნილ ვითარებაზე, ორგანიზაცია მოითხოვს თავად კომპანიის მენეჯმენტის საჯარო განცხადებას, რაც გამორიცხავს ან დაადასტურებს კომპანიის გადახდისუუნარობის რეჟიმში მუშაობის საკითხს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ...

Read More »

პოლიტიკაში გაკეთებული ბიზნესი – როგორია ძმები ბეჟუაშვილების ბიზნესინდუსტრია

პოლიტიკაში გაკეთებული ბიზნესი – როგორია ძმები ბეჟუაშვილების ბიზნესინდუსტრია

დავით და გელა ბეჟუაშვილები ბიზნეს და პოლიტიკური სექტორის ცნობილი წარმომადგენლები არიან. ძმები ახერხებდნენ ერთდროულად პოლიტიკაშიც ყოფილიყვნენ და ამავდროულად შთამბეჭდავი ბიზნესინდუსტრიაც შეექმნათ.  გელა ბეჟუაშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო, ახლა GIG-ის, იგივე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის არა–აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. რაც შეეხება მის ძმას, დავით ბეჟუაშვილს, იგი ზედიზედ ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია, ...

Read More »

თიბისის ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსი შეიქმნა

თიბისის ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსი შეიქმნა

თიბისის ბიზნესკლიენტები თებერვლიდან მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების – IFRS for SME  სასწავლო კურსს გაივლიან. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელიც „Savvy Consulting“-თან ერთად თავის ბიზნესკლიენტებს ხანგრძლივ კურსს სთავაზობს და საშუალებას აძლევს, სწორად გაიგონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულებები და გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება. აღნიშნული კანონი მცირე და საშუალო ბიზნესებს 2019 წლის 1 ...

Read More »

ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო ხდება – დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის კი მძღოლი დაჯარიმდება

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის. “სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის ...

Read More »

პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადაეცა

პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადაეცა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადასცა. დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა. პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ...

Read More »

საბანკო სექტორი 2018 წელს – ქართული ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

2018 წელი საბანკო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ბანკების წმინდა მოგებამ 914 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 45 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წელს ბანკების წმინდა მოგება 869 მილიონი ლარი იყო. გაზრდილია ბანკების შემოსავალიც და მან წლის განმავლობაში 3 მილიარდ 734 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 151 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ...

Read More »

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება. უფრო კონკრეტულად, სკოლის საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე პირებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ და სრული ზოგადი განათლების მქონე პირების მსგავსად (12 კლასის), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნებათ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებით 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ჩატარებული პრეზენტაციისას გახდა ...

Read More »