Home » 2019 » February » 01

Daily Archives: February 1, 2019

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური განცხადება

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური განცხადება

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური განცხადება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტი კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს. შპს „კავკასუს ონლაინი“ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. 2008 წლიდან კომპანია არის Tyco Electronics-ის მიერ აშენებული, შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული, 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე, რომლის საშუალებითაც, ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში, მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ხორციელდება. მაღალი საზოგადოებრივი ...

Read More »

მთავრობა ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალს აღარ დააფინანსებს

მთავრობა ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალს აღარ დააფინანსებს

მთავრობა ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალს  აღარ დააფინანსებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ფესტივალს სახელმწიფოს მხარდაჭერა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ საკითხებში ექნება. “ანაკლიის ფესტივალზე ჩვენ პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ნაღდი ფულის შეტანით ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს ჩვენ, როგორც მთავრობა ინფრასტრუქტურულად და ჯანდაცვის მომსახურების დაცვით უზრუნველყოფთ ამ ფესტივალს, არ მიგვაჩნია ...

Read More »

თბილისში ბედნიერების ძეგლი დაიდგა

თბილისში ბედნიერების ძეგლი დაიდგა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ ბედნიერების ძეგლი დაიდგა. ძეგლის იდეის ავტორი პროფესორი არსენ გვენეტაძეა. “ეს იდეა წლინახევრის წინ დამებადა. ლევან ვარდოსანიძემ ესკიზი შექმნა. უნივერსიტეტმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც სიამოვნება და ბედნიერება მხოლოდ თავისთვის არ უნდა, უზრუნველყო მისი დადგმა“, – აცხადებს არსენ გვენეტაძე. ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა. ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინეტს ნიშნავს. ძეგლის ...

Read More »

უსაფრთხოების ექსპერტი: მოსკოვი დაინტერესებულია ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებით

უსაფრთხოების ექსპერტი: მოსკოვი დაინტერესებულია ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებით

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის, გაჩნდა კითხვები და ეჭვები უშუალოდ ანაკლიის პორტის მომავალთან დაკავშირებითაც, რომელიც მოცემული მომენტისთვის საქართველოს სტრატეგიულ ობიექტად განიხილება. ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, მის ირგვლივ თავმოყრილ აქტორებსა და იმაზე, ვის ინტერესში შედის პორტის ფუნქციონირების შეფერხება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე საუბრობს. გიორგი გობრონიძე: შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, „სხვა პორტებიც ...

Read More »

ევროკავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

ევროკავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აისახა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, ევროკავშირი ქვეყნის მთავარი ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს. „ანგარიშში ხაზგასმულია ფინანსური მომსახურების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკი აძლიერებს საბანკო სისტემის, გადახდების, კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოებს. ასევე, ...

Read More »

„მეტრა პარკის“ მობინადრეთა ჯგუფი „მეტრა დეველოპემენტის“ დისკრედიტაციას ცდილობს”

„მეტრა პარკის“ მობინადრეთა ჯგუფი „მეტრა დეველოპემენტის“ დისკრედიტაციას ცდილობს"

„მეტრა დეველოპმენტი“ „მეტრა პარკის“ მობინადრეთა ჯგუფის ქმედებებს კომპანიის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად აფასებს. მობინადრეების ამ ჯგუფს მერიის სამსახურებში არა ერთი საკითხი აქვთ გასაჩივრებული, სასამართლოში კი საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმასთან (გრგ) დაკავშირებით 2018 წლის ივნისში შეიტანეს ორი სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გზით მობინადრეები მერიას და საკრებულოს ედავებიან, ხოლო კომპანია საქმეში დაინტერესებულ პირად 2019 წლის იანვარში იქნა ჩართული. „მობინადრეებმა პირველი ...

Read More »

მოქალაქეთა ნაწილი 1-ლი თებერვლიდან პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებს

მოქალაქეთა ნაწილი 1-ლი თებერვლიდან პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებს

მოქალაქეთა ნაწილი 1-ლი თებერვლიდან პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარია, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატა

ქუთაისის აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატა

საქართველო შვეიცარიასთან, დანიის სამეფოსთან და ესტონეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. გარდა ამისა, ფრენის განრიგს დაემატა ახალი ქალაქები: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი. პირველი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და უნგრულ ...

Read More »

წელს, სკოლის დამამათავრებელი გამოცდები მე-12 კლასის მოსწავლეებსაც მოეხსნებათ

წელს, სკოლის დამამათავრებელი გამოცდები მე-12 კლასის მოსწავლეებსაც მოეხსნებათ

წელს, სკოლის დამამათავრებელი გამოცდები როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასის მოსწავლეებს მოეხსნათ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ წელს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისე ჩააბარებენ. “მივიღე გადაწყვეტილება, რომ  სკოლის დამამათავრებელი გამოცდები წელს მოეხსნათ, როგორც მეთერთმეტე, ასევე მე-12 კლასის მოსაწავლეებს. აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები ისე ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი 2020 ...

Read More »

თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია

თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია

კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ ინფორმაციით, ოჯახს, სადაც CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა, ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი. პირველად გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს. თუმცა ოჯახმა დანაგარი ორივეჯერ თვითნებურად დააერთა. მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია. შემთხვევა წუხელ თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის 6 წევრი ...

Read More »