Home » 2019 » February

Monthly Archives: February 2019

“თიბისი ბანკმა” 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო

"თიბისი ბანკმა" 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო

დღეს, 28 თებერვალს, “თიბისი ბანკმა” მიიღო 34 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი “ევროპის საინვესტიციო ბანკისგან” (EIB). თანხები მოხმარდება ბანკის კლიენტების მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას საქართველოში. “ევროპის საინვესტიციო ბანკთან მრავალი წლის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმატებით განვაგრძობთ პარტნიორობას EIB-სთან. აღნიშნული საკრედიტო რესურსით კიდევ უფრო გაძლიერა თიბისის პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე. ჩვენი კლიენტები მიიღებენ შესაძლებლობას ...

Read More »

„საქართველოში ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს“

„საქართველოში ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს“

საქართველოში, ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად, ექიმების მიერ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშვნის პრობლემა არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სენფორდის სახელმძღვანელოს – „ანტიმიკრობული თერაპია” პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საუკუნის გამოწვევაა. “მას აქვს საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევის კატეგორია მინიჭებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ანუ საქართველოშიც არის, ისევე, ...

Read More »

ფინანსები და ქართული კარმა

ფინანსები და ქართული კარმა

 ბოლო პერიოდში საქართველოს ფინანსური სექტორი ხშირად ხდება საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში, ძირითადად არც თუ ისე კარგი მიზეზების გამო – ამჟამად ყველა საუბრობს გამკაცრებული რეგულაციებზე, რომლებსაც მოჰყვა სერიოზული უკუშედეგები – ახალი ნორმები გათვლილი იყო მხოლოდ გაუაზრებელი ვალების დაგროვების შეჩერებაზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სესხის აღება გართულდა ყველასთვის  – შედეგად, კრიზისის წინაშე დგას დეველოპერული სექტორი, 50%-ით იკლო საყოფადცხოვრებლო ტექნიკის მაღაზიების გაყიდვებმა.. მოკლედ, უდარდელ მსესხებლებთან ...

Read More »

ბადრი ჯაფარიძე – პროკურატურის მხრიდან პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არაფერი თქმულა

ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურის მხრიდან პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არაფერი თქმულა

თქვენ ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ, უნდა დაუსვათ პროკურატურის წარმომადგენელს,- ასე უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, არის თუ არა პროკურატურის მიერ დასახელებული მესამე პირი “თიბისი ბანკის” საქმეში პაატა ღაძაძე. “ჩემი აზრით, არაფერი პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არ თქმულა, რაღაც კომპანიის წარმომადგენელი იყო და არ ვიცი, რატომ იყო ნათქვამი, ეს რას ნიშნავს საერთოდ. უბრალოდ, გაიჟღერა ინიციალებმა და ალბათ, თქვენში გამოიწვია ...

Read More »

ირაკლი ბაბუხადია: კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

ირაკლი ბაბუხადია: კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 4.5 კმ სიგრძის როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ქსელები. კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ცალ ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულს, დაამონტაჟებს. „კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.  რეაბილიტაცია დაახლოებით 2.5 თვეს გაგრძელდება. ორივე ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად განახლდება, რაშიც  ...

Read More »

ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები ამიერიდან მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს  (ID) უფასოდ აიღებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დღემდე გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებზე ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემა. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, 2019 წლის 19 თებერვლიდან აღნიშნული გამონაკლისი ...

Read More »

ვითიბი ბანკისა და ნისანის ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკისა და ნისანის ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკი, ნისანის მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს 6 თვის დაზღვევას, 15 თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, ვაუჩერს 200 ლიტრ საწვავზე, ნასვამი მძღოლის მომსახურებას, ტექნიკურ დახმარებს გზებზე და ავტომობილის გადაფორმებას. აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა არ მოითხოვება, ხოლო სესხის მაქსიმალირი ვადა 60 თვეა. ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ...

Read More »

“ბოსების” სამართალი და კორუფციული სასამართლო – ვინ იცავს საქართველოში სიმართლეს

"ბოსების" სამართალი და კორუფციული სასამართლო - ვინ იცავს საქართველოში სიმართლეს

საერთაშორისო რეიტინგებით სასამართლოს დამოუკიდებლობა უარესდება სასამართლო სისტემა მმართველ პარტიაში – “ქართულ ოცნება”, განხეთქილების საგნად იქცა. პროცესები იქამდე მივიდა, რომ პარტიის რიგები რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის ეკა ბესელიამ, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სასამართლო სისტემას და ამ სისტემაში არსებულ ამა თუ იმ მოსამართლეებს, სხვადასხვა გახმაურებული “ქეისების” გამო, საზოგადეობაში ნდობის დაბალი დონე აქვთ. ხშირია საუბრები სასამართლო სისტემაში ...

Read More »

სათამაშო ბიზნესის პოლიტიკური ვერდიქტი – რეგულაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ბლოკავს

სათამაშო ბიზნესის პოლიტიკური ვერდიქტი - რეგულაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ბლოკავს

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია ,რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ...

Read More »

საკანონმდებლო ხვრელები იქოლება – უცხოელები მიწას ვერ გაეკარებიან

საკანონმდებლო ხვრელები იქოლება – უცხოელები მიწას ვერ გაეკარებიან

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვა ორგანული კანონითაც აიკრძალება უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირებას მხოლოდ მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში შეძლებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი”წერს, გრძელვადიანი იჯარით გადაცემა კი დასაშვები იქნება. ორგანული კანონის მიღებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელზე გასხვისებას ახალი კონსტიტუცია კრძალავს. ახლა კი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიწის რესურსის განკარგვასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტების პაკეტის განხილვა დაიწყო. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას ინფორმაციით, პარლამენტი ორ კანონპროექტზე მსჯელობს. ...

Read More »