Home » 2019 » January (page 9)

Monthly Archives: January 2019

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები წელს მოიხსნება, მე-12 კლასელებისთვის კი 2020 წელს. მისივე თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო ...

Read More »

2038 წლისთვის გერმანიაში ქვანახშირის ყველა ელექტროსადგური დაიხურება

2038 წლისთვის გერმანიაში ქვანახშირის ყველა ელექტროსადგური დაიხურება

გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 2038 წლისთვის ქვეყანა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქვანახშირს აღარ გამოიყენებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარიზის კლიმატური შეთანხმების მოთხოვნების შესრულებისაკენ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. გერმანია ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ენერგიის გამოსამუშავებლად გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო საწვავს, ქვანახშირს, დიდი რაოდენობით იყენებს. გერმანიაში ენერგიის 40% სწორედ ამ გზით გამომუშავდება. შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში გამომუშავებულ ენერგიაში ქვანახშირის წილი მხოლოდ 5%-ია. შედარებისთვის, საფრანგეთი ქვანახშირის ...

Read More »

როს უილსონი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან

როს უილსონი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან

“რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემაში „კვირის მთავარი“ საუბრისას განაცხადა. „უპირველესად ვიტყვი, რომ აშშ-ს პოზიცია ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ ცნობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ...

Read More »

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშნა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავა აირჩია. „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო ...

Read More »

NDI-ის გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

NDI-ის გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. კითხვაზე, თქვენი აზრით, ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? – გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის. რაც შეეხება მდგომარეობას ყველაზე ხშირი დანაშაულების შესახებ, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 25% აცხადებს, ...

Read More »

როს უილსონი: დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არა, რუსეთიდან მოდის

როს უილსონი: დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, რუსეთიდან მოდის

დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ, გარეშე ძალების მხრიდან და მე ვფიქრობ, კონკრეტულად რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში სიტყვისა და გამოხატვის საკითხზე საუბრისას განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს ამერიკელი დიპლომატი „ცილისწამების კონტროლის“ ინიციატივაზე. „საკმარისად კარგად არ ვიცი, რას ...

Read More »

M²-მა 30 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

M²-მა 30 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ 30მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა. m²-ის მფლობელობაში არსებული პორტფელი მოიცავს კომერციულ, საოფისე და სასაწყობე ფართებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში m²-ი მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში და შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ ...

Read More »

 „სესხებზე პროცენტი  მოიმატებს  არა საბანკო რეგულაციების, არამედ ოლიგოპოლიური ბაზრის გამო“

 „სესხებზე პროცენტი  მოიმატებს  არა საბანკო რეგულაციების, არამედ ოლიგოპოლიური ბაზრის გამო“

დღეს კვლავ აქტუალურია ახალი საბანკო რგულაციების მოსალოდნელი ზეგავლენა საპროცენტო განაკვეთებზე, რამდენად იქონიებს გავლენას და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები, გთავაზობთ ინტერვიუს წამყვან საბანკო და საფინანსო ექპერტთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.   -ექსპერტები თვლიან, რომ მალე ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან და არც სავალუტო სპეკულაციები იქნება გამონაკლისი, რამდენად არის ამის  ალბათობა თუ ქართული ბანკების ...

Read More »

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა 

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა 

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ჰაკ სუ ლი 28 იანვარს თბილისს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ბ-ნი ლი საქართველოს მთავრობის წევრებთან რიგ შეხვედრებს გამართავს, რომლებზეც პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები იქნება განხილული. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერის – სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან. კორეის ...

Read More »

„სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედი მაქვს, „მაგთიც“ ანალოგიურად მოიქცევა“

„სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედი მაქვს, „მაგთიც“ ანალოგიურად მოიქცევა“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომაამე კახა ბექაურმა “იმედი LIVE”-ის ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ არსებობს სატელეკომუნიკაციო ტარიფების გაძვირების საფუძველი ქართულ ბაზარზე. მისი აზრით, ორივე კომპანიამ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დააანონსა, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა. ბექაურის თქმით, კარგია, რომ კომპანია „სილქნეტმა“ კომისიის მიმართვის საფუძველზე, უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედს იტოვებს, რომ ანალოგიურად მოიქცევა „მაგთიც“. “ჩვენ კანონი გვაძლევს ...

Read More »