Home » 2019 » January (page 5)

Monthly Archives: January 2019

საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება იწყება

საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება იწყება

საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი” დაინერგება. დაგეგმილი აქტივობების გაცნობისა და მხარეებს შორის მოლოდინებისა და პასუხისმგებლობების ურთიერთგაზიარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული სკოლების დირექტორებთან და შესაბამისი რესურს ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. „ვფიქრობ რეფორმების პროცესი, რომელიც სკოლებში დაიწყება იქნება წარმატებული. მიზანი გვაქვს ერთი- ჩვენ მომავალ თაობაზე ზრუნვა და ისეთი განათლების სისტემის შექმნა, რომელიც მომავალი ...

Read More »

„საქსტატმა“ ახალი პროდუქტის, ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა

„საქსტატმა“ ახალი პროდუქტის, ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ნებისმიერ რეგიონში, სქესის, ასაკის მიხედვით საშუალო ხელფასი გაიანგარიშოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ადამიანმა, რომელიც სისტემაში შევა, უნდა აირჩიოს შესაბამისი რეგიონი, სქესი, წელი, კვალიფიკაცია, საქმიანობის სფერო, რომელშიც მუშაობს და ეს კალკულატორი მისცემს შესაძლებლობას გაიგოს რამდენი იქნება მისი საშუალო ხელფასი. მისივე თქმით, სისტემაში ...

Read More »

“გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”

"გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის"

გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით სამინისტრომ მკაფიო პიზიცია ჩამოაყალიბა, თუმცა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. “როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, სამინისტრო ცალსახად არ აპირებს და არც მომავალში დააპირებს ...

Read More »

მერია საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს

მერია საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს მოახდენს

მიმდინარე წელს თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდებიდან ნაწილის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღესდღეობით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია. „როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ქვეითებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებას, ასევე, „ზებრა გადასასვლელებს“ დიდი ყურადღება ეთმობა. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ...

Read More »

K-water-ის პრეზიდენტმა „საპარტნიორო ფონდთან“ ნენსკრაჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები განიხილა

K-water-ის პრეზიდენტმა „საპარტნიორო ფონდთან“ ნენსკრაჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები განიხილა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კორეის უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ის აღმასრულებელ დირექტორს ჰაკსუ ლის შეხვდა. შეხვედრაზე ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები განიხილეს. მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს კომპანია “ნენსკრა ჰიდრო” აწარმოებს, რომელიც K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. „K-Water“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყნის ...

Read More »

თბილისის მერია სანაპიროს გზის მიწის ქვეშ ჩატანას გეგმავს

თბილისის მერია სანაპიროს გზის მიწის ქვეშ ჩატანას გეგმავს

თბილისის მერია სანაპიროს გზის მიწის ქვეშ ჩატანას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა. საავტომობილო გზის მოწყობა მიწისქვეშ იგეგმება, არსებული 10 ჰაექტარამდე ტერიტორიზე კი, მწვანე სივრცეები შეიქმნება. „გორგასლის ქუჩის სანაპიროს განვითარება ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და ამაზე აქამდე არ გვისუაბრია. ჩვენ გვინდა, რომ არსებული გზა მიწისქვეშ ჩავიტანოთ, გავაკეთოთ გვირაბი და გვირაბის ზემოთ გავაკეთოთ მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით ...

Read More »

„რკინიგზის პრივატიზება არ იგეგმება, თუმცა განვიხილავთ კერძო ოპერატორების დაშვების საკითხს“

„რკინიგზის პრივატიზება არ იგეგმება, თუმცა განვიხილავთ კერძო ოპერატორების დაშვების საკითხს“

საქართველოს რკინიგზის პრივატიზება არ იგეგმება, თუმცა განვიხილავთ კერძო ოპერატორების დაშვების საკითხს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. „რაც შეეხება რკინიგზას, ჩვენ ვაპირებთ კერძო ოპერატორების დაშვებას. ეს არის აგრეთვე იმ რკინიგზის რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც იგეგმება. პრივატიზაციასთან დაკავშირებით გეგმები არ არის, თუმცა არის გეგმები კერძო ოპერატორების დაშვებაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ კომპანიას აქვს თავისი ...

Read More »

„ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ დაგროვება არის სწორი გზა წარმატებული რეფორმისთვის“

„ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ დაგროვება არის სწორი გზა წარმატებული რეფორმისთვის“

ფრანსუა პეშო – საერთაშორისო სავალუტო ფონდი საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს მეტი თანხის დაგროვებისა და საპენსიო ასაკში საკუთარი თავის უზრუნველყოფის საშუალება მიეცემათ. „აგიხსნით, რატომ მივიჩნევთ, რომ საქართველოში საპენსიო რეფორმა უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში, საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს ეს დაეხმარება, დააგროვონ მეტი თანხა და საპენსიო ასაკის დროს ...

Read More »

m² – ის სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ მიღებას იწყებს

m² - ის სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ მიღებას იწყებს

სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2” პირველი ნაკადის მიღებას იწყებს! “კონსტრუქტ2” დეველოპერული კომპანია“ „m² უძრავი ქონების” და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია. 11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. კოლეჯში სწავლა უფასოა. სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი გახდა

მამუკა ბახტაძე - საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი გახდა

საქართველო გახდა საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი და ეს მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით წარმატებული იყო საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც დავოსში გამართული შეხვედრებისას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს გააცნო. მათ შორისაა კომპანიების ონლაინ-რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა, რაც 30-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდება, ასევე ...

Read More »