Home » 2019 » January (page 4)

Monthly Archives: January 2019

დიდი შერიგება – ძიუდოისტები ერთმანეთს პატრიარქთან შეხვდნენ

დიდი შერიგება - ძიუდოისტები ერთმანეთს პატრიარქთან შეხვდნენ

ქართულ ძიუდოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და არსებული დაპირისპირების დასასრულებლად ძიუდოისტები და წარმომადგენლები, როგორც ძიუდოს ფედერაციიდან, ასევე სხვა სახეობებიდან ერთმანეთს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვდნენ. დაპირისპირების ყველა მხარე საუბრობს იმაზე, რომ მათ შორის კონფლიქტი დასრულებულია. შეხვედრას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ძიუდოისტები – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, უშანგი მარგიანი და ზებედა ...

Read More »

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიიის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. “უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს” – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მთავარია მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. “უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ...

Read More »

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრისთვის 36.9% შეადგინა

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრისთვის 36.9% შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 36.9% შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.87 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 83.1%, ხოლო ევროს წილმა 15.3% შეადგინა.

Read More »

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1 მლრდ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1 მლრდ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი იანვრისთვის 23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდი ლარით ანუ 4.7%-ით მეტია პირველი დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები  126 მილიონ 200 ათასი ლარით ანუ 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები   მილიარდ 200 მილიონი ლარით ანუ 13.8 პროცენტით გაიზარდა.

Read More »

2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი 30,5%-ით შემცირდა

2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი 30,5%-ით შემცირდა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულში ვერ მოხვდა. 2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი, 2017 წელთან შედარებით, 30,5%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 57 მილიონ 665 ათას 500 დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საექსპორტო პროდუქციიდან შემოსული თანხის 1,7%-ს შეადგენს. „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა აღნიშნულ ...

Read More »

ტექნიკის მაღაზიებიდან თანამშრომლების დათხოვნა იწყება

ტექნიკის მაღაზიებიდან თანამშრომლების დათხოვნა იწყება

1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებში რეალიზაცია მინიმუმზე დაიყვანა. „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის” სრულად ძალაში შესვლის შემდეგ მაღაზიებში განვადებები 70%-ით შემცირდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ამის გამო სავაჭრო ობიექტები თანამშრომლების გათავისუფლებასა და რეგიონებში ფილიალების შემცირებას გეგმავენ. განვადებების შემცირებაზე ჯერ კიდევ 2018 წლის 7 მაისს ამოქმედებულმა რეგულაციებმა იმოქმედა. მაშინ ბაზრის ზოგიერთი მონაწილე ამბობდა, რომ გაყიდვები 50%-ით შეუმცირდა. რეალიზაციის შემცირებას შედეგად მცირე მაღაზიების დახურვა მოჰყვა, ...

Read More »

მაია ბითაძე: დიდი დიღმისკენ მიწისზედა მეტროს გაყვანა აუცილებელია

მაია ბითაძე: დიდი დიღმისკენ მიწისზედა მეტროს გაყვანა აუცილებელია

მაია ბითაძე: ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ტრამვაი არ მოგვესპო თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიას უახლოეს მომავალში ექნება ახალი სამარშრუტო სქემა. როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, დოკუმენტი თბილისს ახალ ე.წ ბასლაინებს შესთავაზებს, რაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით განსაზღვრული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ნაწილი იქნება. კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა დედაქალაქის მთავრობა გრძელვადიან პერიოდში ტრამვაის აღდგენას, მერის მოადგილე პასუხად აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ...

Read More »

თებერვლიდან ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდამტენებს სახლთან დაუმონტაჟებენ

თებერვლიდან ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდამტენებს სახლთან დაუმონტაჟებენ

თებერვლიდან ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდამტენებს სახლთან დაუმონტაჟებენ. ამ მიზნით, 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებ – გვერდი chargers.tbilisi.gov.ge და ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს და ითხოვოს სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პროექტი ბიზნესთან ერთად ხორციელდება, მუნიციპალიტეტის თანხების დახარჯვის გარეშე.

Read More »

აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა წელს მზად იქნება

აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა წელს მზად იქნება

აბასთუმანში, მას შემდეგ, რაც მის რამდენიმე დასახლებაში გენგეგმით განსაზღვრულ არეალებში იქნება შესაძლებელი უფრო დიდი ზომის განაშენიანება, დაახლოებით 5000-6000 სასტუმრო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თბილისის ტექნოპარკში კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მუშავდება აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც იქნება მზად წელს. „რას ვაკეთებთ ჩვენ ინფრასტრუქტურის სახით, რომ ბიზნესის შემოსვლასაც ...

Read More »

მერსი ტემბონი: საპენსიო რეფორმა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ცხოვრებას აუმჯობესებს

მერსი ტემბონი: საპენსიო რეფორმა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ცხოვრებას აუმჯობესებს

საპენსიო რეფორმა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ცხოვრებას აუმჯობესებს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის მიზანია, ქვეყანაში დანაზოგების შექმნას ხელი შეეწყოს. „რეფორმის მიზანია, ასევე, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების შანსი მისცეს, როცა ისინი აღარ იმუშავებენ და გავლენ პენსიაში. ეს არის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ამის განხორციელება დაიწყო. არსებობს ...

Read More »