Home » 2019 » January (page 36)

Monthly Archives: January 2019

რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა. ეს კი ნიშნავს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ. სებ-ის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც არ ექნება მოქალაქეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დებულებაში მსესხებლის შემოსავალსა და ყოველთვიურ გადასახდელს შორის არსებული სხვაობაც არის განსაზღვრული, რომლის ...

Read More »

HUAWEI-ს მორიგი რეკორდი – 2018 წელს კომპანიის გაყიდვებმა 200 მილიონს გადააჭარბა

HUAWEI-ს მორიგი რეკორდი - 2018 წელს კომპანიის გაყიდვებმა 200 მილიონს გადააჭარბა

HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის განცხადებით კომპანია HUAWEI-ს მიერ წარმოებული სმარტფონების გაყიდვებმა 2018 წელს 200 მილიონს გადააჭარბა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  აღნიშნული შედეგი მომხმარებელთა და მსოფლიოს მასშტაბით არსებული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერამ და სმარტფონების სიძლიერემ განაპირობა. ექსპერტები HUAWEI-ს ამ რეკორდულ წარმატებას კომპანიის მიერ წარმოებულ ძლიერ სმარტფონებს უკავშირებენ, მათ შორის არის HUAWEI P20-ისა და HUAWEI Mate20  სერიის ინოვაციური და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე სმარტფონები. ...

Read More »

რამდენი სახელმწიფო საწარმო გვაქვს და რომელ სექტორებში ფუნქციონირებენ ისინი?

რამდენი სახელმწიფო საწარმო გვაქვს და რომელ სექტორებში ფუნქციონირებენ ისინი?

2018-2021 წლების ფისკალური ანალიზის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს ერთვის თან, ცალკე ქვეთავი ეთმობა სახელმწიფო საწარმოების ანალიზს. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საქართველო სახელმწიფო საწარმოების ზედამხედველობისა და მენეჯმენტის გაძლიერების პროცესშია, რომელშიც მნიშვნელოვანი აქცენტი აღნიშნული საწარმოებიდან მომავალი ფისკალური რისკების შეფასებასა და რისკების მართვაზე კეთდება“. სამინისტროს ინფორმაციითვე, სახელმწიფო საწარმოების ერთიანი რეესტრი მომზადდა სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს სტატისტიკის ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი მთელი წლის განმავლობაში აცდენილი იყო საერთაშორისო რეალობას

საქართველოში საწვავის ფასი მთელი წლის განმავლობაში აცდენილი იყო საერთაშორისო რეალობას

პაატა ბაირახტარი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” ვიცე-პრეზიდენტი მსოფლიოში ნავთობის გაიაფების შემდეგ, ქართველი ნავთობიმპორტიორები მაინც კოლოსალურ მოგებაზე გადიან მსოფლიოში ნავთობზე ფასები მკვეთრად ეცემა. 3 თვეზე მეტია ბირჟებზე ნავთობის ფასს დაღმავალი ტრენდი უჭირავს და 3 თვიან მონაკვეთში ფასი საშუალოდ 39%-ით შემცირდა. კერძოდ, სექტემბრის თვეში ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 76 დოლარს აღწევდა, დღეს კი იმავე ტიპის ერთი ბარელი ნავთობი 50 ...

Read More »

„მაგთი“ ჩვენს ძარცვას აგრძელებს“ – მობილური კომპანიით უკმაყოფილო აბონენტები და გაძვირებული ტარიფები

„მაგთი“ ჩვენს ძარცვას აგრძელებს“ - მობილური კომპანიით უკმაყოფილო აბონენტები და გაძვირებული ტარიფები

„მაგთის“ აბონენტები ოპერატორის მომსახურებას შემომავალი ზარებისთვის უფრო იყენებენ – მიზეზად მაღალ ტარიფს ასახელებენ. ასეთ კომენტარს, მობილური ოპერატორების მომხმარებლები ტარიფებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე აკეთებენ. „მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელზე მეტია „მაგთის“ აბონენტი ვარ“ ვერ ვეტყვი, რომ მიყვარს, პირიქით მათზე ძალიან გაბრაზებული ვარ“, – ამის შესახებ „პირველს“ „მაგთის“ აბონენტმა ირაკლი გაბელაიამ უთხრა. „მობილურ ინტერნეტზე ფასები იმაზე მეტად გაძვირდა, ვიდრე წარმომედგინა. წესით, ...

Read More »

„გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“

„გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“

„ყაზტრანსგაზმა ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“, – ამის შესახებ „პირველს“  სს „კრწანისი-პურის“ დირექტორმა სპარტაკ გოგინავამ უთხრა. „ამ შემთხვევაში ჩემი წარმოება არ მუშაობს, მაგრამ მე დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება. 15 წუთის წინ დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და მაცნობა ეს სასიამოვნო ამბავი“, – უთხრა „პირველს“ სპარტაკ გოგინავამ. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, „ბოლო წლებში ეროვნული ...

Read More »

გაზის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება

გაზის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება

საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრამდე გაძვირდება. აღნიშნული ცვლილება პურის ფასზე არ აისახება. როგორც „პირველთან“ საუბარში შპს „იფქლი 1“-ის და „იფქლის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, მათთვის ამჟამად ბუნებრივი გაზის საფასური 85 თეთრია, შესაბამისად, ეს ცვლილება უმნიშვნელოა. „გააჩნია, რამდენად გააძვირებენ. ჩვენ ისედაც ძვირს ვიხდით. ახლა 85 თეთრია გაზის ღირებულება. თუ 86 თეთრი ...

Read More »

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის გაზრდის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს ყიდულობს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას ...

Read More »