Home » 2019 » January (page 30)

Monthly Archives: January 2019

სადაზღვევო კომპანია „არდი“ მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის

სადაზღვევო კომპანია „არდი“ მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის

სეზონური გრიპის ვირუსით ავადობის გაზრდილი სიხშირიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია „არდი“ დღეიდან მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. კერძოდ: -24 საათიანი სატელეფონო ცენტრის მორიგე ჯგუფები იმუშავებენ გაზრდილი შემადგენლობით და ასევე, შემოგვიერთდებიან მოხალისე სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტებიდან; – დაზღვეულებისთვის გაზრდილია კომუნიკაციის სხვა ონლაინ პლატფორმების აქტივობა – ონლაინ ჩათი http://ardi.ge/operator/ და ჩვენი ფეისბუქის ოფიციალური გვერდი – იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ დროულად დაკავშირებას სატელეფონო ცენტრში; – გაზრდილია მორიგე ...

Read More »

თეგეტა 1995 წლიდან ლიდერია ქართულ ბაზარზე – კომპანია 2018 წელს აჯამებს

თეგეტა 1995 წლიდან ლიდერია ქართულ ბაზარზე - კომპანია 2018 წელს აჯამებს

თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“, შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ და შპს „თეგეტა აკადემიას“. მიმდინარე წელს თეგეტა მოტორსმა წარმატებით გაიარა C ტიპის ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, კომპანიამ დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და  ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის ...

Read More »

2018 წელს ექსპორტის მოცულობამ 3,4 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტმა 9,1 მილიარდი დოლარი შედაგინა

2018 წელს ექსპორტმა 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 9,1 მილიარდი დოლარი შედაგინა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წინა წლის მაჩვენებელზე ეს 17 პროცენტით მეტია. შარშან ექსპორტმა 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა (წინა წელზე 22.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 9,1 მილიარდი დოლარი (14.9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5,76 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ...

Read More »

დღეიდან „ჭკვიანი კამერები“ იმ მძღოლებს დააჯარიმებენ, რომელთა ავტომობილსაც ტექინსპექტირება არ გაუვლია

დღეიდან „ჭკვიანი კამერები“ იმ მძღოლებს დააჯარიმებენ, რომელთა ავტომობილსაც ტექინსპექტირება არ გაუვლია

დღეიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. შს სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა ...

Read More »

„ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების პრევენციას, რაც მომავალში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე აისახება”

„ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების პრევენციას, რაც მომავალში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე აისახება”

„საპენსიო რეფორმა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ლარიზაციას” 2019 წლიდან საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. რეგულაციები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თხოვნით იგი წლის ბოლომდე გადავადდა. რა გახდა აღნიშნული რეგულაციების ამოქმედების მიზეზი, შეაფერხებს თუ არა ის ეკონომიკურ ზრდა, რა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს ახალ საპენსიო რეფორმას, როგორ ...

Read More »

ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, დღეიდან დაჯარიმდებიან

ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, დღეიდან დაჯარიმდებიან

ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, დღეიდან “ჭკვიანი” კამერები დააჯარიმებენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ. შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმასმოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ...

Read More »

რა წერია ახალ კონსტიტუციაში – ვინ და რა პირობით დაისაკუთრებს მიწებს საქართველოში

რა წერია ახალ კონსტიტუციაში - ვინ და რა პირობით დაისაკუთრებს მიწებს საქართველოში

რა წერია ახალ კონსტიტუციაში – ვინ და რა პირობით დაისაკუთრებს მიწებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მხარე მისი უპირობო გასხვისების მომხრეა, თვლის, რომ მისი აკრძალვა აზიანებს საინვესტიციო გარემოს და მოქალაქეს არ აძლევს საკუთარი აქტივის გაყიდვის უფლებას. მეორე მხარე უცხოელებზე მიწის მიყიდვის საერთოდ აკრძალვის ინიციატივით გამოდის, რადგან აქ სპეკულაციურ საფრთხეებს ხედავს. საფრთხეს, რომ ღარიბი გლეხი ამ ...

Read More »

„ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა“

„ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა“

ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს შედეგს, მთავარია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პირველი მიზანი არის მიღწეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა დავიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხით. ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. პირველი ეტაპის ამოცანა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ბოლო კვირას, არ ...

Read More »

“ქვეყანაში “ტამიფლუს” 13 000 სამკურნალო დოზა შემოვიდა, რაც საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება”

"ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა შემოვიდა, რაც საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება"

ქვეყანაში “ტამიფლუს” 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო. „ჩამოვიდა “ტამიფლუს” დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ...

Read More »

საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა

საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა

მთავრობის ხარჯების განაწილება განათლების სფეროში, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ), ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ნაწილი არის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს რეიტინგს განათლების საერთაშორისო მასშტაბებს შორის. ეს მაჩვენებელი მიღწეულია მთლიანი სახელმწიფო ხარჯების შეჯამებითა და რაციონალური განაწილებით საგანმანათლებლო მიზნებისთვის, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ”worldatlas”-მა(worldatlas.com არის ჯგუფი/ორგანიზაცია, რომელიც 1994 წელს შეიქმნა. ამ მასშტაბური ორგანიზაციის სამუშაო მიმართულება არის განათლების სფერო მსოფლიო მასშტაბით) გაითვალისწინა ყველა ის მომსახურების ...

Read More »