Home » 2019 » January (page 2)

Monthly Archives: January 2019

წინასწარი შეფასებით, საქართველოში 2018 წელს ეკონომიკა 4,8 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა ...

Read More »

თბილისს ახალი ბიზნესაქსელერატორი შეემატა

თბილისს ახალი ბიზნესაქსელერატორი შეემატა

თბილისის ახალი ბიზესაქსელერატორის პერეზენტაცია კიკვიძის სახელობის პარკში გაიმართა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ. პრეზენტაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა . მისი თქმით, დღეიდან პარკის სივრცე თავისი სერვისებით ნებისმიერი ბიზნესიდეის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომია. კახი კალაძის განცხადებით, პროექტის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეებისგანხორციელება. „ბიზნესაქსელერატორი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, ...

Read More »

გიორგი ქობულია: ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და რჩება ქაღალდზე

გიორგი ქობულია: ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და რჩება ქაღალდზე

“ბევრი საინტერესო იდეა არ ფინანსდება ბანკების მიერ და რჩება ქაღალდზე, ამიტომ შევქმენით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.  ქობულიას ინფორმაცით, პირველ კვარტალში ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც ბევრ ბიზნესგეგმას რეალობად აქცევს. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს, რომ როდესაც კომპანია მიდის ბანკში, ძალიან ხშირად ამ კომპანიას გააჩნია შესანიშნავი ბიზნესგეგმა და აქვს ძალიან საინტერესო იდეა, ჰყავს კვალიფიცირებული გუნდი, მაგრამ ბანკი ...

Read More »

„სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ ტარიფის ზრდა არგუმენტირებული არ არის და ნდობას არ იწვევს“

„სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ ტარიფის ზრდა არგუმენტირებული არ არის და ნდობას არ იწვევს“

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი ხდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილება რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საკმარისად არგუმენტირებული არ არის, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა. „სამწუხაროდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაში, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს. ...

Read More »

საქართველოს ეკონომიკა დეკემბერში 5,6%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა დეკემბერში 5,6%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. ხოლო კლება ...

Read More »

„ტამიფლუს“ შესაძენად სახელმწიფომ 1 მილიონი ლარი დახარჯა

„ტამიფლუს“ შესაძენად სახელმწიფომ 1 მილიონი ლარი დახარჯა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება. ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა. 24 იანვრიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 3000 დოზა შემოიტანეს.

Read More »

გაზის გაძვირების მორიგი გადაწყვეტილება – “სოკარი” კომპანიებს 95-თეთრიან გადასახად უწესებს

გაზის გაძვირების მორიგი გადაწყვეტილება - "სოკარი" კომპანიებს 95-თეთრიან გადასახად უწესებს

2019 წლის 1-ლი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზი“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურს ზრდის, რაც 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 95 თეთრი იქნება. კომპანია ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, 1 მარტიდან. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ წლების განმავლობაში ახორციელებს ბუნებრივი ...

Read More »

„ჩინეთსა და მოლდოვას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“

„ჩინეთსა და მოლდოვას შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“

ეკონომიკისტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მოლდავას მიერ ჩინეთთან შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასა და ამ პროცესში საქართველოს სამომავლო პერსპექტივას ეხმიანება. გთავაზობთ პოსტს უცლველად: “ახალი უცხოური ინვესტიციები საქართველოში თუ მოლდოვაში?! მოგეხსენებათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ერთდროულად ევროკავშირთან და ჩინეთთან საქართველოსთვის მრავალი ეკონომიკური პრობლემის დაძლევის ინსტრუმენტად შეიძლება გამოდგეს, არა იმდენად ქართული პროდუქციის გასაღების, არამედ პირველ რიგში ინვესტიციების მოზიდვის ...

Read More »

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ორი დღეა, 30 იანვარს და დღეს, ვრცელდება დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ  სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური ...

Read More »