Home » 2019 » January » 31

Daily Archives: January 31, 2019

„ყაზტრანსგაზ თბილისი“: პეკინის 30 ნომერში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა

„ყაზტრანსგაზ თბილისი“: პეკინის 30 ნომერში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას აკეთებს: კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ პეკინის 30 ნომერში არ მოხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთირების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს.

Read More »

ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად ახალ ინსტრუმენტს – სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს

ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს

2019 წლიდან ეროვნული ბანკი რეზერვების შესავსებად, უკვე არსებულ სავალუტო აუქციონებთან ერთად, ახალ ინსტრუმენტს-სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე განცხადებით, აღნიშნული ინსტრუმენტი, ერთი მხრივ, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ეროვნული ბანკის მიერ მოსალოდნელი სავალუტო შესყიდვების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ვალუტის შესყიდვამ გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს. „არსებული გეგმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვე აუქციონის წესით გაყიდის ოფციონებს ...

Read More »

შესაძლოა გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდეს, გამათბობლები კი სერტიფიცირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ

შესაძლოა გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდეს, გამათბობლები კი სერტიფიცირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ

აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რეგულაციები გასამკაცრებელია. რაც შეეხება გამათბობლების დამონტაჟებას, შესაძლოა, ეს სერტიფიცირებულმა კომპანიებმა განახორციელონ. „რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ, რომ შემოიღონ დეტექტორები, რომელიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ...

Read More »

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისათვის კომპენსაციის სახით 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

თითოეულ მოქალაქეს 10 000-დან 15 000-მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება 16 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მეხუთე ...

Read More »

თურქეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია – როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი ქვეყნის კრიზისი

თურქეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია - როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი ქვეყანის კრიზისი

სტამბოლის სამრეწველო პალატისა და თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვნად შენელდა საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის წარმოება. ამის მთავარი მიზეზი კი შიდა მოთხოვნის შემცირება და ლირას დევალვაციის შემდეგ ფასების მატებაა. მცირდება სამშენებლო სექტორი, რომელიც პირველი შევიდა კრიზისში და შემდეგ გავრცელდა ისეთ ქვესექტორებზე როგორებიცაა: სამშენებლო კერამიკა, ბეტონის წარმოება, შავი მეტალურგია. მიუხედავად იმისა, რომ ლირას გაუფასურებამ გარკვეული ბიძგი მისცა ...

Read More »

რატომ არის HUAWEI-ის სმარტფონით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო მაღალი ხარისხის?

რატომ არის HUAWEI-ის სმარტფონით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო მაღალი ხარისხის?

დღეს, სმარტფონი, თითქმის ყველას აქვს, თუმცა ბევრმა, არც კი იცის ბოლომდე კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მოდელები შექმნან. შედეგად სმარტფონების ბაზარს ყოველდღიურად ახალ-ახალი მოდელები ემატება, უფრო ძლიერი პროცესორებით, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით, დახვეწილი კამერებით  და ა.შ. ტექნოლოგიების განვითარებამ კი, ე.წ. სელფის გადაღებაც კი, ბევრად უფრო მარტივი გახადა.   ხელოვნურმა ინტელექტმა თავის მხრივ, სრულიად ...

Read More »

ქვეყნის წარმატების ფორმულა ადამიანურ რესურსშია

ქვეყნის წარმატების ფორმულა ადამიანურ რესურსშია

სახელმწიფოს ლეგიტიმურობა პოლიტიკური წესრიგისა და სტაბილურობის საფუძველია. ლეგიტიმურობა ცენტრალურ როლს თამაშობს სუსტი, წარუმატებელი თუ პოსტკონფლიქტური სახელმწიფოს გაძლიერებაში. როდესაც მთავრობას ლეგიტიმურად თვლის ხალხი, ადგილი არ აქვს არც საპროტესტო აქციებს და არც საზოგადოების მღელვარებას. ლეგიტიმურობა სპეფიციკური ფასეულობაა, რომელსაც მოქალაქეები აკუთვნებენ იმ პირს თუ ჯგუფს, რომელთა მიმართ გააჩნია მყარი რწმენა, განმტკიცებული ნდობა და მხარდაჭერის ნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერი ...

Read More »

აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა

აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა. როგორც  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, პროკურატურას სრულად გადაეგზავნა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. შეგახსენებთ, რომ ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯვითი ოპერაციების შესახებ ხმაურიანი ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 25 იანვარს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციაში გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა; კერძოდ – ...

Read More »

რას უქადის საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას

რას უქადის საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას

პოლონეთი საპარლამენტო არჩევნების წინ 2019 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პოლონური პოლიტიკისთვის. გაზაფხულზე ევროპარლამენტის, ხოლო შემოდგომაზე შიდა საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული, რომელიც ერთგვარი შეაჯამება იქნება ხელისუფლების 4 წლიან მოღვაწეობას. მმართველი პარტია „სიმართლე და სამართლიანობა“ (პოლონური შემოკლებული ვერსია პის – Prawo i Sprawiedliwość) თავის რეიტინგს ჯერჯერობით სტაბილურად ინარჩუნებს. პარტიას 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  მხარდაჭერა ამომრჩეველთა 38%-მა გამოუცხადა, ორმა პარტიამ კი ვერ გადალახა მინიმალური ...

Read More »

„ყაზტრანსგაზი“ – კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

„ყაზტრანსგაზი“ - კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობლის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში 7 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. „წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ...

Read More »