Home » 2019 » January » 26

Daily Archives: January 26, 2019

ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველოს ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიცია აქვს

ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველოს ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიცია აქვს

საქართველოს ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიცია აქვს, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ტურიზმის სფეროს გასავითარებლად და უკვე 15 წელია აქტიურად მონაწილეობს მადრიდის საერთაშორისო გამოფენაში. „საქართველოს პოზიციონირება ადასტურებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ამ სფეროში, მას შემდეგ რაც განხორციელდა ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც

მამუკა ბახტაძე: ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც

მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები შემუშავებულია ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც, ამიტომ შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში, – ამის შესახებ “მწვანე პოლიტიკა” – ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის თვალსაზრისით. „2017 წლიდან ჩვენ შემოვიღეთ ბენზინის უფრო მაღალი, „ევრო ...

Read More »

ასლან ფაღავა: სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა

ასლან ფაღავა: სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა

ყოფილი პარლამენტარი, ასლან ფაღავა, საკუტარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მთავრობას იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “ვდებ განმეორებით, რადგან ჯერაც არავინ შეისმინა! ღია წერილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ქვეყანაში არსებულ გარემოებათა გამო, ეს გარემომებები კი მნიშვნელოვანწილად წინა ხელისუფლების შექმნილია და მათი უმრავლესობა ომის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრად დაცემამ გამოიწვია, საკმაოდ მწვავედ ...

Read More »

APPLE-ში ელემენტების გასაუმჯობესებლად სამსუნგის თანამშრომელი აიყვანეს

APPLE-ში ელემენტების გასაუმჯობესებლად სამსუნგის თანამშრომელი აიყვანეს

Apple-მა თავისი პროდუქტების ელემენტების გასაუმჯობესებლად კომპანიაში სამსუნგის ელემენტების განვითარების უფროსი სპეციალისტი, სონჰო ანი აიყვანა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის თანახმად, ანი Apple-ში დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე კი ის სამსუნგში 2015 წლიდან მუშაობდა. სონჰო ანი Apple-ში ელემენტების განვითარების საერთაშორისო ხელმძღვანელი იქნება. ანის სამსუნგში მუშაობის დროს შეიქმნა და განვიარდა ლითიუმის და “Next Generation” ელემენტების ტექნოლოგიები. Apple-ს მანამდეც გამოუყენებია საკუთარ პროდუქტებში სამსუნგის SDI ელემენტები. კომპანიაში ...

Read More »

ვახუშტის ხიდზე მოძრაობა 27 იანვრიდან იზღუდება

ვახუშტის ხიდზე მოძრაობა 27 იანვრიდან იზღუდება

სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. „შეზღუდვა 27 იანვარს, 09:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისად, დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ ...

Read More »

ექსპერტები ოთხდღიანი სამუშაო კვირის ეფექტიანობაზე ალაპარაკდნენ

ექსპერტები ოთხდღიანი სამუშაო კვირის ეფექტიანობაზე ალაპარაკდნენ

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ექსპერტებმა ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებაზე იმსჯელეს. მათი განმარტებით, ნაკლები სამუშაო დღეები დასაქმებულისთვის, ისევე როგორც დამსაქმებლისთვის თანაბრად სასარგებლო იქნება. „ზოგირთი წარმატებული ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ სამუშაო საათების შემცირებისას დასაქმებული სამუშაოზე მეტ ყურადღებას ამახვილებს. შედეგად, მისი მუშაობა უფრო მეტად ეფექტიანი და შემოქმედებითია“, – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ადამ გრანტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდა ისტორიკოსი და მწერალი რათერ ბრეგმანი, რომლის განმარტებითაც, „ათწლეულების განმავლობაში სახელგანთქმული ეკონომისტები, ფილოსოფოსები და სოციოლოგები ...

Read More »

რა ქონებას ფლობენ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკები

რა ქონებას ფლობენ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკები

სუს-მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მე­რი­ის ვა­კის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა, ხოლო ქრთამის აღების ბრალდებით წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრიგოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს თითოეული დაკავებული თანამდებობის პირი. 2018 წლის 22 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ფლობს, ბათუმში სასტუმრო ნომერს (მშენებარე), რომელიც 2017 წელს 76 ...

Read More »

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს

დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან” კონსულტაციის საფუძველზე რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერება მეტროსადგური „ისანი” იქნება. ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს” დაუკავშირდება. მარშრუტის ასამოქმედებლად ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.

Read More »

სესხებზე პროცენტი მოიმატებს, ხოლო საკომისიოები და ჯარიმები გაიზრდება

სესხებზე პროცენტი მოიმატებს, ხოლო საკომისიოები და ჯარიმები გაიზრდება

საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მალე ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან. ცვლილება ბაზარზე ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა, როგორც ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეს ტენდენცია შესაძლოა უკვე მომდევნო თვეებიდან გახდეს შესამჩნევი. “ახალი წლიდან მოყოლებული, ბანკებმა გარკვეული მომსახურება გააჩერეს და ეს რეგულაცია ყველა ...

Read More »

„თანამედროვე საბაჟო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია“

„თანამედროვე საბაჟო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია“

თანამედროვე საბაჟო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მან ხაზი გაუსვა საბაჟოს უმნიშვნელოვანეს როლს როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზების, ისე საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებლად განხორციელების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს მადლობა გადაუხადა საბაჟო სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. „დღეს, საბაჟოს ...

Read More »