Home » 2019 » January » 16

Daily Archives: January 16, 2019

თუ კი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ, 500 ლარით დაჯარიმდებით

თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ, 500 ლარით დაჯარიმდებით

დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ნორმა შარშან შევიდა და „დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ“ კანონთან ერთად ამოქმედდა. საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თვითდასაქმებულის დაჯარიმებასაც. შეგახსნებებთ, რომ პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის ...

Read More »

“შემოსავალი, რომელსაც მთავრობა თამბაქოზე გაზდილი აქციზიდან ელოდება, შეიძლება, საერთოდ ვერ მივიღოთ”

„ზოიძე რომ ამბობს, თამბაქოს ინდუსტრიას ეკონომიკური ზარალი მოაქვსო, ჯერ ჯანდაცვის პოლიტიკას გადახედოს“

2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოზე აქციზის ...

Read More »

ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი ლიდერია

ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი ლიდერია

მგზავრთნაკადის ზრდით, ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია. ACI EUROPE-ის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში აეროპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 132.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. უფრო მაღალია ზრდა მხოლოდ იტალიის ქალაქებში: ტრაპანი (+553.3%), ფოჯა (+550%), ტარანტო (+366.7%) და ბერძნულ მიკონოსში (+252.4%). მაღალი ზრდის მქონე აეროპორტებს შორისაა დასახელებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც, სადაც მგზვართნაკადი ნოემბერში 19.4

Read More »

2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ USD150.9 მლნ (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Read More »

ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ თემაზე ევროკავშირის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. „ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მიზნად გვაქვს დასახული. ეს ფინანსური დახმარება ...

Read More »

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების რეფორმა აქტიურ ფაზაში შედის

მიხეილ ბატიაშვილი - განათლების რეფორმა აქტიურ ფაზაში შედის

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო საზოგადოებისთვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. პრეზენტაციები რეფორმის ყველა ეტაპსა და მიმართულებას შეეხება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მისი მთავარი მიზანია, საზოგადოებას დეტალურად მიეწოდოს ინფორმაცია რა გაკეთდა რამდენიმე თვის განმავლობაში და სამომავლო გეგმები, რაც რეფორმის ფარგლებში განვითარების ახალი მოდელების ამუშავებას გულისხმობს. რეფორმათა ...

Read More »

სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს 8 შეკითხვით მიმართავს

სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს 8 შეკითხვით მიმართავს

სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს 8 შეკითხვით მიმართავს. ვატო სურგულაძე დღეს სააგენტოში კონკრეტული კითხვების წარსადგენად იმყოფებოდა, რა დროსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორსაც შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურგულაძემ განუცხადა, საპენსიო სააგენტოს დირექტორისგან მიიღო პირობა, რომ მის შეკითხვებს წერილობით, ვრცლად უპასუხებდა. ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მის მიერ დასმული კითხვები იძლევა საფუძველს, რომ საპენსიო რეფორმის აღნიშნული პლატფორმა იქნება არაეფექტური, ხოლო დაგროვილი ...

Read More »

რეაბილიტაციის გამო ვახუშტის ხიდი 5 თვით ჩაიკეტება

რეაბილიტაციის გამო ვახუშტის ხიდი 5 თვით ჩაიკეტება

თბილისის მერია წერეთლის გამზირისა და სააკაძის მოედანის დამაკავშირებელი ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. “ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის, თვალამრიდების და ასევე გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელის, სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების ...

Read More »

TBC ბანკი – კულტურის სფეროში შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები

TBC ბანკი – კულტურის სფეროში შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები

თიბისი ბანკი არსებობის 26 წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი ბიზნესწამოწყების, საგანმანათლებლო პროექტის, ხელოვნებისა და ინოვაციების მხარდამჭერია. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თიბისი მრავალ საინტერესო და ამავდროულად საჭირო იდეების მხარდამჭერად და ავტორად გვევლინება. ამ დროის მანძილზე თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1000-ზე მეტი ახალგაზრდა დააფინანსა. გთავაზობთ Hammock-ისთვის ყველაზე გამორჩეული პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც თიბისის მხარდაჭერითა თუ ინიციატივით შეიქმნა ...

Read More »

გიორგი მიშელაძე: სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა

გიორგი მიშელაძე: სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა

„პროექტების განხორციელების პროცესში ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბიზნესსუბიექტებთან“ დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც გაერთიანებულია 11000 -ზე მეტი ფერმერი. სააგენტო, თავისი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს ისეთ ბიზნესსუბიექტებთან, როგორიცაა ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს “ნენსკრა ჰიდრო“ და სხვა მსხვილი თუ შედარებით პატარა ბიზნესორგანიზაცია, რათა საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. უფრო დაწვრილებით, თუ რა როლი აქვს დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახით ოპერირებას სოფლის მეურნეობის ...

Read More »