Home » 2019 » January » 10 (page 2)

Daily Archives: January 10, 2019

რა შედეგები მოიტანა საბანკო რეგულაციებმა

რა შედეგები მოიტანა საბანკო რეგულაციებმა

2018 წელი გამორჩეული აღმოჩნდა საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. სწორედ 2018 წელს შევიდა ძალაში რეგულაციები, რომელიც მთელს საფინანსო სექტორზე გავრცელდა. მთავარი სამიზნე კი, თავად ბაზრის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კომერციული ბანკები აღმოჩნდნენ. “კვალიფიციური დაკრედიტების ჩარჩო”, სწორედ ასე ეწოდება რეგულაციას, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა და რომლის პირველი ტალღაც, მიმდინარე წლის მაისში შევიდა ძალაში. რეგულაციის მიხედვით, კომერციული ბანკები შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხებს ვეღარ გასცემენ. უფრო კონკრეტულად კი ...

Read More »

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟებაზე შესაძლოა შეღავათები მოიხსნას

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განბაჟებაზე შეღავათი მოიხსნება

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველებმა, შესაძლოა, განბაჟებისას 60%-იანი შეღავათით ვეღარ ისარგებლონ. ცვლილებებს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი თებერვალში დაიწყებს. კანონპროექტის თანახმად, განბაჟებას დაექვემდებარება მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებიც, რომლებიც დღეისათვის აქციზის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულები არიან. მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის დაწესებული შეღავათების 60-დან 20%-მდე შემცირებას მიესალმება “კავკასუს ავტო იმპორტის” გენერალური დირექტორი. როგორც გიორგი სურგულაძემ “პალიტრანიუსს” განუცხადა, ცვლილება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის კლებას გამოწვევს, რაც ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ  საკითხების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან ...

Read More »

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ხვალ „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ხვალ „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის

ქვეყანაში ხვალ „ტამიფლუს“ საკმაოდ დიდი პარტია შემოდის როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატის დეფიციტი ქვეყანაში არ არის და აღნიშნა, რომ გუშინდელი მონაცემებით, „ტამიფლუს“ 750 კოლოფი დაიხარჯა. „გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 750 კოლოფი „ტამიფლუ“ დაიხარჯა. იცით, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვაქვს, რომელიც ექიმის „ფორმა ასისა“ ...

Read More »

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა

ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. მოკლე სიაში სამი საუკეთესო გავიდა. უახლოეს დღეებში კი, ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული გენერალური კონტრაქტორის ვინაობა აშკარა გახდება და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გადავა. “გარდა ამისა, ანაკლიის პორტში უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეების დამონტაჟება დაიწყება. ამ სამუშაოებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი ...

Read More »

მსოფლიო ბანკი: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე გაიზრდება

მსოფლიო ბანკი: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე გაიზრდება

მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდა, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ივნისში ანახლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. „შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მსგავსად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც (ADB) გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ...

Read More »