Home » 2019 » January » 10

Daily Archives: January 10, 2019

ვაკეში „LE McDonald’S იხსნება – თემურ ჭყონია ბიზნესს აფართოებს

ვაკეში „LE MCDONALD’S იხსნება - თემურ ჭყონია ბიზნესს აფართოებს

„Le Mcdonald’s – ამაში ვიგულისხმეთ McCAFÉ, რომელიც მალე გაიხსნება ვაკეში, ჭავჭავაძეზე“, – ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი თქმით, McCAFÉ mcdonalds-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ის მომხმარებლებს სტანდარტულ მენიუსთან ერთად, ყავის დიდ არჩევანს შესთავაზებს. “ასე დაემთხვა, რომ პირველ McCAFÉ-ს ვაკეში ვხსნით, თან ვაკელებსაც უყვართ ყავა, რა თქმა უნდა, ის თბილისის სხვა უბნებშიც გამოჩნდება, მაგრამ პირველი ჭავჭავაძეზე გაიხსნება”, – ...

Read More »

„საბანკო სისტემის ჩამოშლის მცდელობა, დაახლოებით, კავკასიაში ატომური ბომბის ჩამოვარდნის ეფექტის მატარებელია“

„საბანკო სისტემის ჩამოშლის მცდელობა, დაახლოებით, კავკასიაში ატომური ბომბის ჩამოვარდნის ეფექტის მატარებელია“

„საბანკო სისტემა ძალიან ფაქიზი ინსტიტუტია. მისი ჩამოშლის მცდელობა, დაახლოებით, კავკასიაში ატომური ბომბის ჩამოვარდნის ეფექტის მატარებელია,“ – ასე შეაფასა „კომერსანტთან“ თიბისი ბანკის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ. ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქვეყანაში რამდენიმე კომერციული ბანკის არსებობისა, განსაკუთრებული პრობლემები მუდმივად თიბისი ბანკს ექმნება, ეს კი საფუძვლიან  ეჭვს აჩენს, რომ საკითხი პერსონებს შორის პირადი ინტერესების პრიზმაში შეგვიძლია განვიხილოთ. „ვვარაუდობ, რომ ...

Read More »

“TBC-ის კაპიტალის გასაზრდელად მოზიდულ იქნა $80 მლნ და მასში შედიოდა „სამგორიდან“ აღებული $17 მლნ-ც“

"TBC-ის კაპიტალის გასაზრდელად მოზიდულ იქნა $80 მლნ და მასში შედიოდა „სამგორიდან“ აღებული $17 მლნ-ც“

„TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტებას აკეთებს. ადვოკატის თქმით, 2007-2008 წლებში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად. „ჯამში, მოზიდული იქნა დაახლოებით, 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა „სამგორიდან“ აღებული ხსენებული 17 ...

Read More »

ფონდმა GGF ბაზისბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო

ფონდმა GGF ბაზისბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – ბაზისბანკისა და ფონდ GGF–ს პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზი მიიღო. ინვესტიციის მიზანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური პროექტები დააფინანსოს. ფონდის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტური პროექტების შედეგად, პირველადი ენერგიის წლიური დანახარჯი დაახლოებით 11,043 მლნ ვტ/სთ ოდენობის დანაზოგს მოგვცემს, ხოლო ნახშირორჟანგის გამოყოფას დაახლოებით 1,582 მეტრული ტონით შეამცირებს. ფონდის მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზი ...

Read More »

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ისეთი ფილოსოფია, რომ ბიზნესს ხელი შეუშალოს“

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ისეთი ფილოსოფია, რომ ბიზნესს ხელი შეუშალოს“

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ისეთი ფილოსოფია, რომ ბიზნესს ხელი შეუშალოს,“— ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია  პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც  „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს. „რუსეთში ოლიგარქები არ უყვარდა ხალხს, ან რატომ უნდა ყვარებოდათ. ამ სიძულვილზე ააგო პუტინმა თავისი მოქმედების ტაქტიკა და ზოგი გაანადგურა (პოლიტიკურად ამბიციურები) და ზოგიც თავის სამსახურში ჩააყენა. ...

Read More »

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ – ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ - ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ გრიპისა და გაციების მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება. რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, ასოციაციის განცხადებით, არც ამ პრეპარატის დეფიციტი შეინიშნება. გარდა ამისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა ...

Read More »

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება – „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელი ჯეფ ბე­ზო­სი ცოლს შორ­დე­ბა

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება – „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელი ჯეფ ბე­ზო­სი ცოლს შორ­დე­ბა

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბელი ჯეფ ბე­ზო­სი ცოლს შორ­დე­ბა. ბეზოსმა და თავისმა ცოლ­მა მა­კენ­ზიმ, ამის შესახებ „ტვი­ტერ­ზე“ სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს. „გვსურს შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ ხალ­ხს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ახლო მე­გობ­რებ­მა უკვე იცი­ან, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ დავ­შორ­დეთ და მე­გობ­რე­ბად დავ­რჩეთ. ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ერ­თმა­ნე­თი ვი­პო­ვეთ და მად­ლი­ე­რი ვართ ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის გამო. 25 წლის წინ რომ გვცოდ­ნო­და, ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დე­ბო­დით, ...

Read More »

ეკა ბესელია: ყველაფერს ნათელს მოვფენ

ეკა ბესელია: ყველაფერს ნათელს მოვფენ

ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. ბესელიას თქმით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხდება. “რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა ...

Read More »

საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება

საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება

საქართველოს ბანკმა, ახალი გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ განაცხადა. არჩილი საქართველოს ბანკის ჯგუფს 2019 წლის 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს, ასევე გახდება დირექტორთა საბჭოს წევრი. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ბანკის ჯგუფს სათავეში ჩაუდგება არჩილ გაჩეჩილაძე. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, როდესაც წარადგინა საკუთარი ხედვა და სტარტეგია. არჩილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და დიდი ...

Read More »

„ვიმედოვნებ, თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანაფის წარმოების აღსადგენად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს“

„ვიმედოვნებ, თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანაფის წარმოების აღსადგენად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს, პლასტმასის მასალების კანაფის ქსოვილით ჩანაცვლება სურს. თურქული მედიის ინფორმაციით, მწვანე პოლიტიკის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანაგუნდელებს პლასტიკურის ნაცვლად, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ჩანთების გამოყენებისკენ მოუწოდა. „ნიადაგს პლასტიკური მასალის დაშლა 500-დან 750 წლამდე ან 1000 წლამდე არ შეუძლია. ამიტომ, ჩვენ პლასტიკურ მასალებს ომს ვუცხადებთ. მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ საარჩევო კამპანიის დროს ბაწრისა და ქსოვილისგან დამზადებული ჩანთები ...

Read More »