Home » 2019 » January » 09

Daily Archives: January 9, 2019

TBC: იმ საქმეზე, რასაც პროკურატურა იძიებს, სებ-მა წლების წინ დაგვაჯარიმა, ჯარიმა შეჩერებულია

TBC: იმ საქმეზე, რასაც პროკურატურა იძიებს, სებ-მა წლების წინ დაგვაჯარიმა, ჯარიმა შეჩერებულია

“თიბისი” ჯგუფის ცნობით, წლების წინ ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 მლნ ლარით დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. თიბისის ცნობით, ეროვნული ბანკი თიბისი ბანკში 2007 და 2008 წლებში განხორციელებულ გარკვეულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით ატარებს ინსპექტირებას. ბანკის მიერ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე წერია, რომ ინსპექცია ამტკიცებს, რომ თიბისი ბანკსა და გარკვეულ პირებს შორის (რომლებიც ეროვნული ...

Read More »

რას ედავება პროკურატურა „თიბისი ბანკს“

რას ედავება პროკურატურა „თიბისი ბანკს“

„თიბისი ბანკის“ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განაცხადა. „ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა ...

Read More »

“ტამიფლუს ძველი ფასები არ ვიცით, სისტემა არ გვიჩვენებს” – აფთიაქების პასუხები 93 ლარად შეფასებულ წამალზე

“ტამიფლუს ძველი ფასები არ ვიცით, სისტემა არ გვიჩვენებს” – აფთიაქების პასუხები 93 ლარად შეფასებულ წამალზე

ე.წ “ღორის გრიპის” საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატის “ტამიფლუს” შეძენა მოქალაქეებს სააფთიაქო ქსელებში შეუძლიათ .”აიპრესსი” მედიკამენტის ფასის დასადგენად რამდენიმე სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მედიკამენტ “ტამიფლუს” ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობს. როგორც სააფთიაქო ქსელ პსპ-ში განაცხადეს ე.წ.”ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური პრეპარატი “ტამიფლუ“ დღეის მონაცემებით72,25 ლ ღირს. ასევე სააფთიაქო ქსელში განმარტავენ,რომ “ტამიფლუს” ძველი ფასის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ,ვინაიდან სისტემა არაძველ,არამედ ...

Read More »

„თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა“

„თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა“

“თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. ირაკლი ლექვინაძის თქმით, კოლოფ სიგარეტზე ადვალური გადასახადის 10 პროცენტიდან 30 პროცენტამდე გაზრდა ერთ დღეში მიღებული და გამოქვეყნებული გადაწყვეტილებაა და აღნიშნულის ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6684 შეადგინა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს.

Read More »

სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს მიაღწია

სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს მიაღწია

ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 201 მილიონით მეტია. ასეთია 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობა. ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 089 მილიონი დოლარი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 200 მილიონი დოლარია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, ამის გამო ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ...

Read More »

სებ-ი: “თიბისი ბანკი” სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს

სებ-ი: "თიბისი ბანკი" სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს

თიბისის ბანკის თემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის “თიბისი ბანკს”. კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო და, შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ დეტალებზე ვისაუბროთ. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თიბისი ბანკი” ფინანსურად ...

Read More »

“ვისოლმა” რუსთაველის თეატრთან ერთად “შობა ტიფლისში”  საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

"ვისოლმა" რუსთაველის თეატრთან ერთად "შობა ტიფლისში"  საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

“ვისოლმა” რუსთაველის თეატრთან ერთად “შობა ტიფლისში”  საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა “ვი­სოლმა” სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ვე­ტე­რან­თა ბავ­შვე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან ერ­თად “შობა ტიფლისში”  საქ­ველ­მოქ­მე­დო ჩვე­ნე­ბას უმას­პინ­ძლა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ ბავ­შვე­ბის­თვის და მო­ზარ­დე­ბის­თვის, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჭირ­დე­ბათ სა­ზო­გა­დე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, სა­შობაო ჯადოსნური გა­რე­მო შე­ექ­მნათ. “მო­ხა­რუ­ლი ვარ ­სა­ა­ხალ­წლოდ კიდევ ერთხელ ვუ­მას­პინ­ძლოთ სოციალურად დაუცველ. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქონე ბავშვებს და ვე­ტე­რა­ნე­ბის შვი­ლებს, რომელთაც ჩვენი ზრუნვა ...

Read More »

თიბისი 1 მლნ ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ინვესტორებს აწვდის

თიბისი 1 მლნ ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ინვესტორებს აწვდის

თიბისი ბანკი 1 მლნ ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ინვესტორებს აწვდის. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარმა ბანკმა 2007-2008 წლებში შესრულებული ტრანზაქციები შეისწავლა. განცხადებაში მითითებულია, რომ სებ-ის კვლევის თანახმად თიბისი ბანკსა და გარკვეულ პირებს შორის (რომლებიც სებ-ის მოსაზრებით, შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ ბანკის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილესთან) ტრანზაქციები ტექნიკურად არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას  და არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. იქვე მითითებულია, რომ მარეგულირებელი სადავო ტრანზაქციებს ...

Read More »

რამდენად მზად არის საქართველო საპენსიო რეფორმისთვის

რამდენად მზად არის საქართველო საპენსიო რეფორმისთვის

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე რეფორმა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ნამდვილად ისტორიულია და შეუძლია სოციალური ფონის რადიკალურად შეცვლა. მისი უმთავრესი მიზანია პენსიონერების ღირსეული ფინანსური სიბერით უზრუნველყოფა და ეკონომიკის მხარდაჭერა საჭირო დროს ფინანსური ინტერვენციების განხორციელებით. ვინაიდან მისი მოქმედების შედეგებს ქვეყნის მოსახლეობა და ეკონომიკა ათწლეულების შემდეგ იგრძნობს, ურიგო არ იქნებოდა, რომ მთავრობას რეფერენდუმი ჩაეტარებინა და ამით გაემაგრებინა ზურგი მისი გადაწყვეტილების აუცილებლობის შესახებ. რეფორმაში მონაწილეობა ...

Read More »