Home » 2019

Yearly Archives: 2019

ზაზა ფაჩულიამ „არქის“ წილი იყიდა

ზაზა ფაჩულიამ „არქი“-ს წილი იყიდა

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი გახდა. „მოხარული ვარ, რომ “არქის” და ჩემი ...

Read More »

MOTOROLA-ს დასაკეცი სმარტფონი 2019 წლის ბოლომდე გამოვა

MOTOROLA-ს დასაკეცი სმარტფონი 2019 წლის ბოლომდე გამოვა

Motorola-ს ლეგენდარული დასაკეცი ტელეფონის, RAZR-ის განახლებული ვერსია სავარაუდოდ 2019 წლის ბოლომდე გამოვა. ინფორმაციას გამოცემა LetsGoDigital ავრცელებს. Motorola-ს ახალი სმარტფონი კონკურენციას Samsung-ის Galaxy Fold-ს და Huawei-ს Mate X-ს გაუწევს. სმარტფონის სავარაუდო დიზაინი გამოცემის თანახმად, ახალი Motorola RAZR 1500 ევრო ეღირება, რაც სხვა კომპანიების მიერ დაანონსებულ დასაკეც სმარტფონებზე იაფი, თუმცა ბაზარზე ხელმისაწვდომი სმარტფონების უმრავლესობის, მათ შორის 64GB-იანი iPhone XS Max-ის ღირებულებაზე მაღალი ფასია. გავრცელებული ინფორმაციით, სმარტფონის დიზაინიდან გამომდინარე ის მცირე ...

Read More »

საქართველოს მოქალაქეებმა 3 თვეში საზღვარგარეთ ვიზიტებისას 617 მლნ დახარჯეს

საქართველოს მოქალაქეებმა 3 თვეში საზღვარგარეთ ვიზიტებისას 617 მლნ დახარჯეს

საქართველოს მოქალაქეებმა 2019 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ ვიზიტებისას 617.5 მლნ ლარი დახარჯეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 100 ლარია. მთლიანად დახარჯული თანხის 33%, ანუ 206,5 მლნ ლარი საყიდლებზე მოდის, 177,1 მლნ ლარი (28,7%) საკვებზე, განთავსება – 116,6 მლნ ლარი (18,9%), გართობა, გამაჯანსარებელი, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე – 48,6 მლნ ლარი (7.9%), ადგილობრივი ტრანსპორტი 28,8 მლნ ლარი (4,7%), ...

Read More »

Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის და კიოლნის მიმართულებით ფრენებს იწყებს

Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის და კიოლნის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ის მიერ იტალიის ქალაქ ბოლონიისა და გერმანიის ქალაქ კიოლნის მიმართულებით ფრენები შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება ...

Read More »

წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან

წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან

წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, არსებული მოცემულობის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ...

Read More »

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ“

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ყურძნის კრეფა, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. კახეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტები რთველის პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში. „წლიდან წლამდე რთველის მასშტაბი ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს. კომპანია, სხვა მსგავსი სამუშაოების პარალელურად, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 1200 მეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა. „თბილისი ენერჯი“ – უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის.

Read More »

ფაკულტეტების სია, რომლებზეც სწავლა უფასოა

ფაკულტეტების სია, რომლებზეც სწავლა უფასოა

იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, უკვე ცნობილია. უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მევენახეობა და ენოლოგია, მასალათმცოდნეობა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა და სხვა. სპეციალობების ...

Read More »

თიბისი კრედიტი – მარტივად ხელმისაწვდომი სესხი

თიბისი კრედიტი - მარტივად ხელმისაწვდომი სესხი

ალბათ ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა ხელფასამდე ჯერ კიდევ 1-2 კვირაა დარჩენილი და ამ დროს თავს დაუგეგმავი ხარჯები გვატყდება.  ამისგან დაზღვეული ხომ არავინაა. სწორედ ასეთი მოულოდნელი ხარჯებისთვის არსებობს ონლაინსესხები, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ გავრცელდა. დღეისთვის საკრედიტო ბაზარზე უკვე ბევრი კომპანია არსებობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კონკურენციას ახლა უკვე ბანკებიც უწევენ, მომხმარებელს კი არჩევანის და მათ მიერ შემოთავაზებული პირობების შედარების საშუალება აქვს. ...

Read More »

6000-მდე პენსიონერი პედაგოგი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს ოქტომბერში მიიღებს

6000-მდე პენსიონერი პედაგოგი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს ოქტომბერში მიიღებს

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 6 000-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც საპენსიო ასაკს ...

Read More »