Home » ფინანსები » 2019 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა
2019 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2019 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მილიონი დოლარი (332.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მილიონი დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აქედან, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 31.6 მილიონი დოლარზე დაფიქსირდა – 2018 წლის თებერვალში 33.3 მილიონი დოლარი იყო.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებმა კი, თებერვალში 41.9 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 17.44 მილიონი დოლარი იტალიაზე, 14.16 მილიონი დოლარი კი, საბერძნეთზე მოდის. ფულადი გზავნილები გაზრდილია ამ ორივე ქვეყნიდან, ასევე ისრაელიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მილიონი დოლარი (47.1 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მილიონი დოლარისა (44.3 მილიონი ლარი) 2018 წლის თებერვალში.

Share