Home » მსოფლიო » 2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა 7.1%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია
2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა 7.1%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია

2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთმა 7.1%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია

2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო ადმინისტრირების სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც დამატებითი საბიუჯეტო სახსრების საკითხს განიხილავდნენ.

ნიკოლ პაშინიანის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის 7.1%–იანი ზრდის მაჩვენებელი პირველი კვარტლისთვის გამამხნევებელი ინდიკატორია, რაც იმედს იძლევა, რომ ქვეყანა სწორი ნაბიჯებით აპირებს განვითარებას.

“ეს მაჩვენებელი იძლევა იმედს იმისა, რომ თუ ჩვენ სწორი ნაბიჯებით მივაღწევთ ინდიკატორებს, ქვეყანაში ეკონომიკურ რევოლუციას მოვახდენთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ფულის სწორი მიმართულებით ინვესტირება, რათა ეკონომიკური ზრდის ბუმი მივიღოთ”, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

სომხეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი იზრდება, 7 მილიარდი სომხური დრამი გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამოიყფა, ასევე წლის ბოლომდე პედაგოგების ანაზღაურების გაზრდაც იგეგმება.

bm.ge

Share