Home » საზოგადოება » 2019 წლის მარტიდან ალტერნატიული ჯარის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იქნება შესაძლებელი
2019 წლის მარტიდან ალტერნატიული ჯარის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იქნება შესაძლებელი

2019 წლის მარტიდან ალტერნატიული ჯარის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იქნება შესაძლებელი

“არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. ცვლილების თანხმად,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა.

წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა უნდა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

Share