Home » ფინანსები » 2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკაში განხორციელდა
2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკაში განხორციელდა

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკაში განხორციელდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია – მთლიანი მოცულობის 34 პროცენტი ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, ენერგეტიკაში 63.7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ეს 31 პროცენტით მეტია 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე, თუმცა 37.5 პროცენტით ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტლის ინვესტიციაზე.

2019 წლის მეორე კვარტალში 38.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო დამამუშავებელ მრეწველობაში, 28.1 მილიონი დოლარი – სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, 26.5 მილიონი დოლარი – ტრანსპორტში, 22.8 მილიონი დოლარი – უძრავ ქონებაში, 7.6 მილიონი დოლარი – დანარჩენ სექტორებში.

ამასთან, ყველაზე მეტი ინვესტიცია მეორე კვარტალში ნიდერლანდებიდან შემოვიდა (58.1 მილიონი დოლარი), მეორე ადგილზე თურქეთია (36 მილიონი დოლარი), მესამეზე აშშ (27.5 მილიონი დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

Share