Home » ფინანსები » 2019 წლის იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7$ შეადგინა
2019 წლის იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7$ შეადგინა

2019 წლის იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7$ შეადგინა

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1%-ით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0% იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.3% მოდიოდა.

2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მლნ აშშ დოლარი (41.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (38.2 მლნ ლარისა) 2018 წლის იანვარში.

Share