Home » ფინანსები » 2019 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან გადმოირიცხა
2019 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან გადმოირიცხა

2019 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან გადმოირიცხა

2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.1 მლნ აშშ დოლარი (369.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების  93.5 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

(აპრილი, 2019)

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აპრილი, 2018

აპრილი, 2019

სულ  

137.1

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

53.26

35.41

38.84

მათ შორის:

იტალია

18.44

11.77

13.45

საბერძნეთი

16.34

12.07

11.92

ესპანეთი

4.01

2.71

2.93

გერმანია

3.76

2.71

2.74

პოლონეთი

2.53

0.84

1.85

საფრანგეთი

2.11

1.20

1.54

გაერთიანებული სამეფო

1.43

1.05

1.05

კვიპროსი

1.18

0.72

0.86

დანარჩენი ქვეყნები, სულ

83.86

64.59

61.16

მათ შორის:

რუსეთი

34.35

28.16

25.05

აშშ

14.68

10.23

10.71

ისრაელი

13.33

9.59

9.72

თურქეთი

7.76

7.59

5.66

უკრაინა

2.95

1.81

2.15

აზერბაიჯანი

1.75

1.21

1.27

ყირგიზეთი

1.39

0.13

1.02

ყაზახეთი

1.38

0.90

1.00

კანადა

1.13

0.82

0.82

2019 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მლნ აშშ დოლარი (51.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (45.0 მლნ ლარისა) 2018 წლის აპრილში.

Share