Home » საზოგადოება » 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, მთავრობამ პრემიებზე დანახარჯი 47%-ით გაზარდა
2019 წლის 3 თვის მონაცემებით, მთავრობამ პრემიებზე დანახარჯი 47%-ით გაზარდა

2019 წლის 3 თვის მონაცემებით, მთავრობამ პრემიებზე დანახარჯი 47%-ით გაზარდა

საქართველოში ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება. სახელმწიფოაუდიტის სამსახურის “ბიუჯეტის 2019 წლის 3 თვის მონიტორის” მონაცემების მიხედვით, პრემიებზე 1.2 მლნ ლარია დახარჯული, რაც 47%-ით მეტია, 2018 წლის 3 თვესთან შედარებით.

გაზრდილია ჯამური შრომის ანაზღაურება 335,2 მლნ ლარიდან 365,8 მლნ ლარამდე.

მოინიტორინგის თანახმად, თანამდებობრივი სარგოს ხარჯი – 256.6 მილიონი ლარია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 228,8 მლნ ლარი.

ამავდროულად 44,4 მლნ ლარიდან 49,3 მლნ ლარამდეა გაზრდილი შტატგარეშეთა შრომისანაზღაურების ხარჯი. საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა დანამატების სახითბიუჯეტიდან 48.5 მლნ ლარი მიიღეს, 2018 წლის 3 თვეში 44,3 მლნ ლარი იყო.

ბიუჯეტს უფრო მეტი უჯდება სახელმწიფო ჩინოვნიკების მივლინებებიც, თუკი ეს მაჩვენებელი 2018 წლის 3 თვეში 16,7 მლნ ლარი იყო, მიმდინარე სლის 3 თვეში ეს მაჩვენებელი უკვე 18,3 მლნ ლარია.

GBC

Share