Home » ფინანსები » 2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმები უქმდება
2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმები უქმდება

2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმები უქმდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსახლეობას 2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებს. ჯარიმების საერთო რაოდენობა 22 მილიონ ლარს შეადგენს.

კანონპროექტის მიხედვით, დაკისრებულ ჯარიმებს აღარ გადაიხდიან: სოციალურად დაუცველი პირები, ასაკით პენსიონერები, 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, დევნილები და მარტოხელა მშობლები.

კანონპროექტი არ შეეხება მხოლოდ 2018 წლის 10 აპრილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების და დგომა-გაჩერების წესების დარღვევის შედეგად დაკისრებულ ჯარიმებს.

Share