Home » საზოგადოება » 2019 წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება და ახალი მოდელი ამოქმედდება
2019 წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება და ახალი მოდელი ამოქმედდება

2019 წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება და ახალი მოდელი ამოქმედდება

განათლების სამინისტრო 2019 წლის აბიტურიენტების მიღებისთვის სიახლეს გეგმავს. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების, ე.წ. უფასო ფაკულტეტების არსებული ფორმა შეიცვლება. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

განათლების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, არსებული ფორმა სამინისტროსთვის მიუღებელია და უნდა გაუქმდეს. მურღლია განმარტავს, რომ სახელმწიფო აქამდე დაახლოებით 700-მდე მომავალი ეკონომისტის სწავლას აფინანსებდა სრულად.

“რაში სჭირდება  საქართველოს ამდენი ეკონომისტის დაფინანსება უფასო ფაკულტეტებზე, ეს რაოდენობა სახელმწიფოს პრიორიტეტებში არ უნდა იჯდეს, გაცილებით მნიშვნელოვანია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ბევრი სხვა მეცნიერების დაფინანსება გაზრდილი ოდენობით. დღეს არსებული მოდელი შეიცვლება, ახალი კი იქნება ორიენტირებული სახელმწიფოს პრიორიტეტებზე და იმაზე, რასაც სახელმწიფო ინტერესები, ბიზნესი მოითხოვს”, – ამბობს თეიმურაზ მურღულია.

რაც შეეხება იმას, მოესწრება თუ არა ცვლილება წელს, მურღულია ამბობს, რომ უწყების ამოცანაა, კანონპროექტი სექტემბერში გაიტანოს პარლამენტში.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კანონპროექტი შემოდგომაზე გავიტანოთ პარლამენტში. წლევანდელ მიღებაზე ამის ორინტირება კარგი იქნებოდა მაგრამ.. მომდევნო წლის მიღებაზე რომ ვიყოთ ორინტირებულები სჯობს, რათა გამოცდების ცენტრი რომ გამოაცხადებს მიღებას, უკვე ყველას შეეძლოს ამ ახალი სისტემის დანახვა და იქიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება. სრულად ამ რეფორმის ყველა კომპონენტი მომდევნო მიღებაზე ამოქმედდება”, – თქვა თეიმურაზ მუღულიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, “უფასო ფაკულტეტების” ახალ მოდელზე განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს საშემოდგო სესიაზე წარედგინება. ახალი მოდელით სარგებლობას კი აბიტურიენტები უკვე 2019 წელს შეძლებენ.

შემუშავებული ვერსია, საკანონმდებლო პაკეტის სახით, პარლამენტს შემოდგომაზე წარედგინება. ახალი მოდელით სარგებლობა კი უმაღლესში ჩაბარების მსურველებს მომავალი, 2019 წლიდან შეეძლებათ.

2017 წელს უფასო ფაკულტეტებზე 5655 აბიტურიენტის დაფინანსება იყო შესაძლებელი.

Share