Home » მსოფლიო » 2019 წელს რუსეთიდან კაპიტალის გადინება გაორმაგდა და 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2019 წელს რუსეთიდან კაპიტალის გადინება გაორმაგდა და 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2019 წელს რუსეთიდან კაპიტალის გადინება გაორმაგდა და 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

რუსეთის ფედერაციიდან მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, კაპიტალის გადინება 1,9-ჯერ გაიზარდა 35 მილიარდ 200 მილიონ დოლარს მიაღწია.

მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მოცულობა 18 მილიარდ 900 მილიონს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იანვარ-აპრილში რუსეთიდან გასული კაპიტალის მოცულობა 34 მილიარდ 700 მილიონი დოლარი იყო, შედეგად კი ირკვევა, რომ მაისში გადინებამ მხოლოდ 500 მილიონი დოლარი შეადგინა.

Share